07 ივნისი 2025, 13:32 / სანდო წყარო

გიორგი სოსიაშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან საკუთარი თავის ამოშლა.

სოსიაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთმა პოლიტიკოსებმა გაასწორეს მიწასთან ევროპის ავტორიტეტი, რასაც „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებიც მოწმობს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა უნდა დაასახელოს, კონკრეტულად ვინ დარეკა მასთან სანქცირებულთა სიიდან ამოღების თხოვნით.

„ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის, ევროპული ქვეყნების ავტორიტეტი და შემთხვევითი არ არის, რომ როცა „ევრობარომეტრის“ კვლევა ჩატარდა საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 17%-ით იკლო ევროკავშირისადმი ნდობამ. ნება იბოძოს ამ ევროპარლამენტარმა, დაასახელოს ის ადამიანები, ვინ დაურეკა და ვინ სთხოვა მას სანქციების მოხსნა“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 17:59

საზოგადოება

დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია

დღეს ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნების ნაწილი გამორთულია. ელექტროენერგიის აღდგენასთან ერთად შუქნიშნები ეტაპობრივად ჩაირთვება.

დიმიტრი პესკოვი

15 ივლისი 2025, 17:56

მსოფლიო

პესკოვი: მოსკოვში ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2025, 17:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია - ღია ვართ ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას

„ჩვენი გათვლა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და ვიცავთ მშვიდობას ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას და არ უნდა იყოს დაფუძნებული აღქმებსა და შანტაჟებზე“.

ირაკლი კირცხალია

15 ივლისი 2025, 17:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე: ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო

ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო. საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე საუბრისას.

15 ივლისი 2025, 17:28

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.2%-ით გაიზარდა და 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სერგეი რიაბკოვი

15 ივლისი 2025, 17:27

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად მზადაა.

ირაკლი კირცხალია

15 ივლისი 2025, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსების ხელში უსამართლო ინსტრუმენტია

ეს არის ის უსამართლო ინსტრუმენტი მათ ხელში, იმ არარჩეული ბიუროკრატების, ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსების ხელში

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2025, 17:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია

უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

15 ივლისი 2025, 17:10

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

დენის შმიგალი

15 ივლისი 2025, 17:04

მსოფლიო

უკრაინის პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 17:01

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 16:37

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან (რეზიდენციით ქალაქი ანკარა), მაილს არმითიჯთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 16:27

რეგიონი

ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

გიორგი ჯინჭარაძე

15 ივლისი 2025, 16:19

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

15 ივლისი 2025, 16:09

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ასეთი შეთავაზება მერიისგან არასოდეს ჰქონია თბილისის მოსახლეობას, მაგრამ არ იყენებენ. და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, ეს მხოლოდ მათივე პასუხისმგებლობით

მერიას უჭირს ხალხთან ურთიერთობა, რადგან მოსახლეობის ნაწილი ითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ. ელოდებიან ინვესტორებს არარეალური ფასებით და ამასობაში ავარიული სახლები ინგრევა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

15 ივლისი 2025, 16:07

საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვალერი გერგიევი ვლადიმერ პუტინი

15 ივლისი 2025, 15:57

მსოფლიო

BBC: პუტინის მეგობარი გერგიევი იტალიაში დაპატიჟეს. პროკრემლისტური არტისტების გამოსვლებზე დაწესებული შეზღუდვა დარღვეულია?

BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუს დირიჟორს, ვალერი გერგიევს ევროპულ სცენებზე გამოსვლა აუკრძალეს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2025, 15:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის სავიზო მიმოსვლის შემოღება -ამაზე არაერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერავინ შეეწინააღმდეგა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას რაც შეეხება, რომელიც ასევე მოვისმინეთ კალასის მხრიდან, შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის პასპორტებზე სავიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ასეთ ნაბიჯებზე როცა მიდიან ბრიუსელი და მისი ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, გასაკვირი არ არის მსგავსი მუქარები. მისი თქმით, სხვებს ედავებიან და ამ დროს თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან.

15 ივლისი 2025, 15:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობენ. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.

ლუკა პაატაშვილი

15 ივლისი 2025, 15:45

სამართალი

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.