ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, ის, რაც ხდება გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, არ არის სპონტანური - კარგად იციან, რომ მიზანმიმართულად არღვევენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პრინციპს, დიპლომატიური საქმიანობის კანონს

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამწუხაროდ, ის, რაც ხდება ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის და ასევე გარკვეული ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, არ არის სპონტანური, გაუაზრებელი საქციელი. მათ კარგად იციან, რასაც აკეთებენ და ისიც იციან, რომ მიზანმიმართულად არღვევენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პრინციპს, დიპლომატიური საქმიანობის კანონს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელიც დიპლომატების საქმიანობას ეხებოდა.
მისივე თქმით, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად უყენებდნენ, რომ ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყო პოლარიზაცია, თუმცა ისინი აფინანსებენ პოლარიზაციას, გაუსაძლის ფსიქოლოგიურ წნეხს ადამიანებზე.
„ფსიქოლოგიურ ზეწოლა, გინება, წყევლა, რაღაცნაირად არასამთავრობო ორგანიზაციებში გაწევრიანებული აქტივისტების ყოველდღიურ ბრძოლის იარაღად იქცა და ის დიპლომატები და წარმომადგენლობები, რომლებიც აფინანსებენ, ან რომელთა ქვეყნებიც დონორებად გვევლინებიან, მიუხედავად მრავალი ჩვენი მოწოდებისა, ამას არ გმობენ და არანაირ რეაგირებას არ ახდენენ.
მაშინ რა მნიშვნელობა აქვს [შალვა პაპუაშვილის] ამ წერილს? - რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ჩარევა იყოს, ყველაფერს ისევ წყვეტს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, ამ ინფორმირებულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია, როდესაც საზოგადოებას აზრის ჩამოყალიბების საშუალება ეძლევა, სწორედ ამ არამართლზომიერი მექანიზმების გამოყენება ეფექტურობას კარგავს და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ასეთი უხეში ჩარევების მარგი ქმედების კოეფიციენტი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამით მეორე მხარესაც დავანახოთ, რომ ასეთ მიდგომებს აზრი არ აქვს. ეს საქართველოზე აღარ ჭრის და დაუბრუნდნენ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების რეჟიმს. ვფიქრობ, ასეთ მხილებას, პოზიციის ჩვენებას საზოგადოებისთვის სწორედ ეს მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მეორე მხარეც დაინახავს, რომ მსგავს ქმედებებს აზრი არ აქვს. ქადაგიშვილმა საუბრისას გაიხსენა ასევე „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები.
„უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ამან თავისი სამწუხარო შედეგი უკვე გამოიღო. უკანასკნელმა კვლევებმა, რომლებიც ევროკავშირის დაკვეთით ჩატარდა, დაგვანახა, რომ მკვეთრადაა შემცირებული საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა და ნდობის ეს შემცირება, გამოიწვია სწორედ ორმაგი თუ სამმაგი, ან ხშირად ყოველგვარი სტანდარტის გარეშე ევრობიუროკრატების გარკვეული ნაწილის მოქმედებამ. ანუ, აქ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება ევროპის მიმართ კი არ გაციებულა, გაცივდა სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის ასეთი ტიპის ქმედებების მიმართ და ეს მათთვისაც გარკვეული დასკვნის გაკეთების საფუძველი უნდა გახდეს.
ვფიქრობ, ჩვენი ეს დაჟინებული მოთხოვნა, რომ ქვეყნებს შორის, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ მიზანს, რასაც ჰქვია ნორმალური ურთიერთობა და არ გახდეს ბოლომდე მძევალი იმ პოლიტიკისა, რომ „მე აქ თუ ჩემთვის სასურველ ხელისუფლებას არ მოვიყვან, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ ასეთ არაკორექტულ ნაბიჯებს გადავდგამ“. მე მგონი, ამის გააზრების დროც მოვა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები - ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს“.
ყველა სიახლე

13 ივლისი 2025, 18:15
სპორტი
MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა
MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა. „ინტერ მაიამიმ“ კი, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი თამაშობს, „ნეშვილი“ 2-1 დაამარცხა.

13 ივლისი 2025, 18:06
სპორტი
„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა
„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს, - ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2025, 17:55
მსოფლიო
გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში
გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ბეით-ჰანუნი გახდა.

13 ივლისი 2025, 17:53
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი.

13 ივლისი 2025, 17:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ომის გაფართოების ფონზე ევროპული აქციები კლებას განაგრძობს
დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ომის გაფართოების ფონზე ევროპული აქციები კლებას განაგრძობს.

13 ივლისი 2025, 17:42
მსოფლიო
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ გამოძიებებში მონაწილეობდნენ.

13 ივლისი 2025, 17:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა. გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ცნობა კი ტელეგრამ გვერდზე გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროს მართვაში ახალი ნაბიჯების გადადგმა და ამერიკასთან ურთიერთობაში „უფრო პოზიტიური დინამიკა“ არის საჭირო.

13 ივლისი 2025, 17:36
მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს
რუსმა ოკუპანტებმა დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს.

13 ივლისი 2025, 17:26
სპორტი
ბათუმში კარატეს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი „ოფენ ბათუმი“ დასრულდა
ბათუმში კარატეს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირი „ოფენ ბათუმი“ დასრულდა.

13 ივლისი 2025, 17:25
სპორტი
ბათუმი 28 ივლისის ჩათვლით ჭადრაკში ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს
ბათუმი, 28 ივლისის ჩათვლით, ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირზე საქართველოს 7 წარმომადგენლიდან 4 მერვედფინალში გავიდა.

13 ივლისი 2025, 17:15
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა იმართება
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა იმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ ათასამდე ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორეს ნათლული ჯამში 49 ათასზე მეტი ბავშვია.

13 ივლისი 2025, 16:26
სპორტი
სპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიტ ჰასანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.

13 ივლისი 2025, 16:10
ტაბლოიდი
დუბაიში გახსნიან რესტორანს, რომლის შეფ მზარეულიც ხელოვნური ინტელექტი იქნება
რესტორნის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ Aiman-მა სწავლა სამეცნიერო კვლევებისა, პროდუქტების მოლეკულური შემადგენლობისა და მთელი მსოფლიოს სამზარეულოს რეცეპტების დახმარებით გაიარა. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ კერძებს ვერ დააგემოვნებს, ის რეცეპტებს პროდუქტების ტექსტურიდან და მჟავიანობიდან გამომდინარე ადგენს.

13 ივლისი 2025, 15:51
საზოგადოება
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს ქადაგებისას.

13 ივლისი 2025, 14:46
მსოფლიო
ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია
არსებული ინფორმაციით, კაცი არც მგზავრი იყო და არც აეროპორტის თანამშრომელი და აეროპორტში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების მიზნით მივიდა. ის თვითმფრინავს მიუახლოვდა, როდესაც მას მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ტურბინაში შეხტომა რამდენჯერმე სცადა.

13 ივლისი 2025, 14:39
სპორტი
ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი UFC-ის 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

13 ივლისი 2025, 14:36
მსოფლიო
კატალონიაში წყალდიდობას უმკლავდებიან
კატალონია ისევ წყალდიდობას უმკლავდება. ადიდებულმა წყალმა საავტომობილო გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დახმარების მოთხოვნით ასობით ზარი შედის. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც.

13 ივლისი 2025, 14:25
მსოფლიო
CBS: ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფაზე ფიქრობს
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ახალი დაფინანსება შესაძლოა პასუხი იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმებზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი დახმარება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

13 ივლისი 2025, 14:19
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი
„ჰუმანიტარული საკითხხების გარდა, სტამბოლში არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. რუსები იქ ჩავიდნენ ულტიმატუმის კარნახის მანდატით. ულტიმატუმები რუსეთის დელეგაციამ შეხვედრის პირველ და მეორე რაუნდზეც წამოაყენა. მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი“, - აღნიშნა კისლიცამ.

13 ივლისი 2025, 14:08
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე იერიშებს განაგრძობს. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონს 40 დრონით შეუტიეს, მათგან 20 საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.