08 ივნისი 2025, 12:54 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახური: საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების თემაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის „მორიგ დეზინფორმაციას და ცილისწამებას“ წარმოადგენს.

„პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების მისაღებად, აღნიშნულმა ტელეკომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმდინარე წლის, 4 ივნისს, წერილობით მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დეტალური ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებისა და უწყების მხრიდან, განმარტების შინაარსის შეუცვლელობის თხოვნისა, ეთერში გავიდა პასუხის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა სრული ვერსია.

ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ როგორც სიუჟეტის ავტორებისგან, ისე მისი რესპონდენტისგან მიზანმიმართულად მოხდა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მტკიცებით ფორმაში გავრცელება.

რაც შეეხება სიუჟეტში დასახელებულ გემს, საბაჟო ფორმალობების განხორციელების შედეგად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში. შესაბამისად, ჟურნალისტური გამოძიებისას აღწერილი სქემა არის სრული დეზინფორმაცია.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. ცხადია, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დავალების/დაკვეთის შესრულებაა და წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების განხორციელების მცდელობას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას, იხელმძღვანელონ ოფიციალური/სანდო/გამჭვირვალე წყაროებით, რომლებიც არაერთხელ იქნა მითითებული/დასახელებული თავად უწყების მიერ.

დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

აღნიშნულ პროცესს მაღალკვალიფიციური და სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიერ, არაერთხელ გადამზადებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები 24 საათიან რეჟიმში კვირაში შვიდი დღე ახორციელებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 21:46

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი და სეიმის სპიკერი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია.

10 ივლისი 2025, 21:39

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: მადლობას ვუხდი ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს და დიად ლიდერს სი ძინ პინს ამ ინიციატივისთვის, რომელიც ნათლად გვანახებს ყველას, რამდენად ზრუნავს ის ყოველდღიურად მსოფლიო მშვიდობისთვის

მინისტერიალი წელს პირველად იმართება, რომელსაც 140 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტელევიზიის, კინოს, მეცნიერების და ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, სპორტის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

10 ივლისი 2025, 21:14

საზოგადოება

გარემოს დაცვის პოლიტიკა მრავალფეროვანი და მასშტაბური პროექტებით - როგორ შეიცვალა თბილისი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. გარემოსდაცვითი პროექტები დედაქალაქის 60-მდე ადგილზე მიმდინარეობს. გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თბილისის მერმა დღეს ვრცელი ანგარში წარადგინა.

10 ივლისი 2025, 21:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები და სხვ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ეკონომიკურ ინიციატივებში.

რობერტ ფიცო

10 ივლისი 2025, 21:07

მსოფლიო

რობერტ ფიცო: სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო.

10 ივლისი 2025, 20:59

რეგიონი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს

,,ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025" - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს. ქართველი კომპოზიტორების საღამოებს ბათუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

10 ივლისი 2025, 20:53

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროში უწყების მმართველობის სფეროში მოქმედი 80-მდე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მმართველობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, სწორ მენეჯმენტსა და სამინისტროსთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

10 ივლისი 2025, 20:48

პოლიტიკა

რისთვის მიიღეს ევროპიდან ფული კონკრეტულმა არასამთავრობოებმა - საქართველოში დამალული, ბრიუსელიდან გამოააშკარავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, ყველა ის ორგანიზაცია იძებნება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან უცხოური დაფინანსება მიიღო. სიაშია არაერთ სკანდალებით ცნობილი „სამართლიანი არჩევნები”, იგივე „ისფედი”.

10 ივლისი 2025, 20:43

პოლიტიკა

ბრძოლა არჩევნების წინაღმდეგ - „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციის მორიგ სცენარს ამზადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად, დესტაბილიზაციის მორიგ სცენარზე მუშაობს. ვიდრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად რადიკალიზაციის მცდელობით არის დაკავებული, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი

ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

10 ივლისი 2025, 20:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება

„ეს არის მათი გამჭვირვალობა?! სადღაც, წყაროზე, ვიღაცა რომ იტყვის, „საიას“ ჩაერიცხა ერთი მილიონი, ამის იმედად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ამას ჰქვია გამჭვირვალობა?! ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

ეკა სეფაშვილი

10 ივლისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

10 ივლისი 2025, 20:08

მსოფლიო

სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41

მსოფლიო

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 19:03

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 18:53

მსოფლიო

მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39

რეგიონი

ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.