დავით ქართველიშვილი: არა − „ევროსაბჭოთა კავშირს“ და ცალსახად კი − განახლებულ ევროპას

დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
ალტერნატიული ხედვა ევროკავშირის მომავალზე ეფუძნება იდეას - ევროპაში სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაბრუნების შესახებ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ექსპერტი ვრცელ ანალიზში მიმოიხილავს ევროპასთან და მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას.
„ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიდრეკილია ევროკავშირის მართვის ავტორიტარული სტილისკენ და ხაზს უსვამს მოქალაქეების აზრისადმი ყურადღების ნაკლებობას“, − იტყობინება Politico. გამოცემა წერს, რომ Brexit-ის ყოფილმა მომლაპარაკებელმა მიშელ ბარნიემ თავის ახალ წიგნში - „რა ვისწავლე თქვენგან“, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მართვის ავტორიტარიზმში დაადანაშაულა.
წიგნში პოლიტიკოსმა, ასევე, გამოთქვა უკმაყოფილება სხვა ევროკომისრების ქცევის მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, თავი „ტექნოკრატებზე მეტად“ წარმოაჩინეს და საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ ევროკავშირის მოქალაქეების აზრს. წიგნში ის აღნიშნავს, რომ ევროკომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად ევროპელების ხმა ხშირად არ ისმის. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფონ დერ ლაიენის მართვის სტილი ევროკავშირის მმართველ წრეებში მზარდ გაღიზიანებას იწვევდა. გამოცემის ცნობით, მასზე სულ უფრო მეტი პრეტენზია ისმოდა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა პირადად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფართო განხილვის გარეშე.
ყოველივე ამის ფონზე, ევროკავშირში შემავალ მთელ რიგ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმის პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკოსების მზარდი რეიტინგების გათვალისწინებით, ურიგო არ იქნებოდა ევროკავშირის ტრანსფორმაციის პერსპექტივებზე გვესაუბრა იმ შემთხვევაში, თუკი ის დაიშლება, ან რადიკალურად რეფორმირდება.
ევროკავშირის ამჟამინდელი მოდელისადმი ძირითადი პრეტენზიებია:
მან დაკარგა თავდაპირველი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და იქცა ბიუროკრატიულ ორგანიზაციად, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს წევრი ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტსა და მათ იდენტობას. ის ავითარებს გლობალისტურ, ლიბერალ დღის წესრიგს (მიგრაცია, ლგბტ, ეკოპოლიტიკა), რაც ანგრევს ტრადიციულ ღირებულებებს. ევრობიუროკრატების ხელში სუვერენული პოლიტიკური ბაზის გარეშე, ევროც ჩამოყალიბდა არასტაბილურ ვალუტად. ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უწოდებს „პოსტქრისტიანულ იმპერიას“ და ემხრობა „ნაციების ევროპას“. ბრიტანელი ნეოკონსერვატიული პოლიტოლოგი დუგლას მიურეი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი „გასაწყვეტია“ კულტურული იდენტობის დაკარგვის გამო. ფრანგი ინტელექტუალები - ალენ დე ბენუა, ერიკ ზემური და სხვები, საუბრობენ ქრისტიანული დასავლეთის დაბრუნების აუცილებლობაზე.
მოვლენათა სავარაუდო სცენარების განვითარება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
რეგიონებისა და დეცენტრალიზებული კავშირების ევროპა - ევროკავშირი იშლება და მის ნაცვლად ჩნდება ახალი გეოპოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებიც დაფუძნებულია ისტორიულ-კულტურულ ერთობებზე (მაგ.: სკანდინავია, ცენტრალური ევროპა, „ლათინური“ ევროპა), ეკონომიკურ ზონებზე (მაგ.: დუნაის ლიგა, ბალტიის კავშირი) და რელიგიურ თუ ცივილიზაციურ სიახლოვეზე (კათოლიკური, მართლმადიდებელი, პროტესტანტული ევროპა);
ნაციონალური სუვერენიტეტების დაბრუნება - სახელმწიფოები იბრუნებენ სრულ სუვერენიტეტს და ამავდროულად, ინარჩუნებენ ორმხრივ და მრავალმხრივ პარტნიორობას (როგორიც იყო ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება ევროკავშირის შექმნამდე);
ახალი „ჰარტლენდი“ – „შუაგული მიწა“, „საყრდენი წერტილი“, „გეოგრაფიული ღერძი“ - ზოგი გეოპოლიტიკოსის (მაგ. სტივ ბენონის) ხედვით იქმნება ახალი კონტინენტური ალიანსი რომიდან მოსკოვამდე, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსერვატიულ ღირებულებებზე, ქრისტიანობაზე, ანტიგლობალიზმსა და ანტიამერიკანიზმზე (მისი იდეოლოგიურად მოწამლული ფორმატის სახით);
გეოპოლიტიკური „წინასწარმეტყველებები“ - ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე ჟაკ დელორი (1990-იან წლებში) საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ევროკავშირი დაიშლება, თუკი ის არ გადაიქცევა „სულიერ პროექტად“ და დარჩება მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების ფარგლებში. პროფესორი ჯონ ლაფლანდი (დიდი ბრიტანეთი) ამბობდა, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირი „გაიყინება“, თუ დაკარგავს საკუთარ „გულს“, ანუ საფრანგეთს ან გერმანიას;
პრაქტიკული ნიშნები (2020-2025) - სლოვაკეთი, უნგრეთი და დღეიდან უკვე პოლონეთიც, აქტიურად ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის ცენტრალიზაციას და აყალიბებენ ალტერნატიულ კავშირებს (მაგ.: ვიშეგრადის ოთხეული, სამი ზღვის ინიციატივა). საფრანგეთსა და გერმანიაში მზარდია მასობრივი პროტესტები (ყვითელი ჟილეტები, ფერმერები, მიგრაციის საწინააღმდეგო მოძრაობები), რაც მიუთითებს ევროკავშირის მიმართ ლეგიტიმურობის დაკლებაზე. შეიმჩნევა ევროსკეპტიკური პარტიების ზრდა: AfD გერმანიაში, RN საფრანგეთში, PiS პოლონეთში, VOX ესპანეთში, Chega პორტუგალიაში და სხვა.
ალტერნატიული ხედვა ევროკავშირის მომავალზე ეფუძნება იდეას - ევროპაში სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაბრუნების შესახებ. ასეთი ხედვა არ გამორიცხავს გაერთიანებას, მაგრამ ეს იქნება ნაციონალურ თანასწორობაზე დამყარებული ალიანსი და არა - ტექნოკრატიული ზემოქმედება. ასეთი იდეები ჯერ კიდევ მარგინალურია ბრიუსელში, მაგრამ პოპულარობას იძენს რიგ წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით არსებული კრიზისების ფონზე. არა − „ევროსაბჭოთა კავშირს“ და ცალსახად კი − განახლებულ ევროპას“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 14:21
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო დაზვერვის უფროსის თქმით, რუსულ დაზვერვასთან კონტაქტი არასოდეს შეუწყვეტია
ლერნერის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის დაზვერვის სამსახურის დირექტორთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების განკარგულება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო. მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო ორ ქვეყანას შორის დაზვერვის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის.

09 ივლისი 2025, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს
„ის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ჰქვია ეუთო/ოდირი დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, აბსოლუტურად უვნებელყოფილია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

09 ივლისი 2025, 14:15
მსოფლიო
პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა
საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისსა და პარტიის ლიდერების ოფისებში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:50
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების შეხვედრებზე უცხო ქვეყნებში: „მაღალი შეხვედრების" ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უცხო ქვეყნებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების - პეტრე ცისკარიშვილისა და ლევან სანიკიძის შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

09 ივლისი 2025, 13:47
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა.

09 ივლისი 2025, 13:29
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:26
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის - ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

09 ივლისი 2025, 13:21
რეგიონი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრნენ და ეკოლოგიის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:15
ტაბლოიდი
Mattel-მა წარადგინა ბარბი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს
„ბარბი პირველი ტიპის დიაბეტით მნიშვნელოვანი მომდევნო ნაბიჯია ჩვენს გზაზე, რომლის მიზანიცაა, რომ ყოველმა ბავშვმა ბარბიში საკუთარ თავს ამოიცნოს“, - განაცხადა Mattel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბარბის მიმართულების ხელმძღვანელმა კრისტა ბერგერმა Yahoo-სთან ინტერვიუში.

09 ივლისი 2025, 13:13
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა, სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

09 ივლისი 2025, 12:51
რეგიონი
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.

09 ივლისი 2025, 12:45
ტექნოლოგიები
კვლევა: მყინვარების დნობამ შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს🌋
მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.

09 ივლისი 2025, 12:43
რეგიონი
ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, Capacity 4 Nutrition (C4N) ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მრჩეველი, ნუტრიციოლოგი ბრიჯიტ ფენი ეწვია. C4N ინიციატივა ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური მთავრობის (BMZ) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად პარტნიორ ქვეყნებში კვებითი მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

09 ივლისი 2025, 12:40
ეკონომიკა
მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია
„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

09 ივლისი 2025, 12:33
საზოგადოება
გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

09 ივლისი 2025, 12:28
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:22
სამართალი
შს მინისტრი: გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
„გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში“.

09 ივლისი 2025, 12:18
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ვიდეომასალაზე: საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:04
ეკონომიკა
2025 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

09 ივლისი 2025, 12:00
პოლიტიკა
ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.