ბიძინა გიორგობიანი: ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად. ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ ისტერიული გამოხდომები

ბიძინა გიორგობიანი
ფოტო: ვიდეო/კადრი
ირკვევა, რომ ჩვენი მარადიული კრიტიკოსის ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკავშირის კომისია, გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა „მწვანე დღის წესრიგის“ გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება და ენერგეტიკული კარტელების ინტერესების დაცვა. საეჭვო ლობისტური კამპანიების დასაქირავებლად, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის მომსახურებისათვის - მათ შორის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების და სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი ქმედებებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი.
მისი განცხადებით, როდესაც თბილისური „პროტესტების“ ბუნებას ვაკვირდებით, აშკარად ჩანს იგივე სცენარები რაც ბრიუსელიდან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენება.
გიორგობიანი მიიჩნევს, რომ ამავე სცენარის ნაწილია ჰესების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები, ვინაიდან, ის ეკოლოგიური და გარემოსდამცველი მოძრაობები, რომლებიც მართლა ქვეყნის ინტერესებს, ლანდშაფტს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანთა საცხოვრებელ გარემოს და სოციალურ თანასწორობას იცავდნენ, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა.
„ირკვევა, რომ ჩვენი მარადიული კრიტიკოსის ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკავშირის კომისია, გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა „მწვანე დღის წესრიგის“ გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება და ენერგეტიკული კარტელების ინტერესების დაცვა.
საეჭვო ლობისტური კამპანიების დასაქირავებლად, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის მომსახურებისათვის - მათ შორის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების და სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი ქმედებებისთვის.
ამას ადასტურებს Welt am Sonntag-ის ექსკლუზიური გამოძიებები, რომლებიც აქამდე საიდუმლო დოკუმენტებზე იყო დაფუძნებული. ანგარიშის თანახმად NGO „Client Earth“, დაახლოებით 350,000 ევრო მიიღო გერმანიის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წინააღმდეგ სარჩელის შესატანად. კონტრაქტის თანახმად, ეს მიზნად ისახავდა „ოპერატორებისთვის ფინანსური და სამართლებრივი რისკის“ გაზრდას. სიმბოლური პროტესტები, როგორიცაა ბრანდენბურგში Kraftwerk Jänschwalde-ს წინ ქვანახშირის რკინიგზის პარალიზება, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი ყოფილიყო.
NGO Friends of the Earth ასევე ისარგებლა ასეთი დაფინანსებით: ანგარიშის თანახმად, მან 700,000 ევროს მხარდაჭერა მიიღო - დაგეგმილი EU-Mercosur თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩაშლა. ცინიზმის მწვერვალია, რომ სწორედ ევროკავშირის კომისიას დაევალა ოფიციალურად ამ შეთანხმების მოლაპარაკება წევრი სახელმწიფოებისა და პარლამენტის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ირკვევა, სწორედ EU კომისია აფინანსებდა ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოძრაობას, რაც თითქოს, თვითონ უნდა მიეღო.
ევროპარლამენტარების თქმით, ევროკავშირის პარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის მიერ მოძიებული შიდა დოკუმენტები ფარავენ ლობისტურ საქმიანობას, რომელიც ცდება კომისიის ოფიციალური მიზნებს. ეს დოკუმენტები მოიცავს ევროპარლამენტარებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს პესტიციდებსა და ქიმიკატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კენჭისყრების წინ.
გადახდები 2022 წლით თარიღდება და ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტის სახსრებით - მათ შორის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულით. კრიტიკოსები საუბრობენ „ევროკავშირის კომისიის ფარგლებში პარალელურ სტრატეგიაზე“, რომელიც ძირს უთხრის ძირითად ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკის მიზნებს. მოკვლევის პარალელურად საქართველოს დიდ „მეგობარ“ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენზე იზრდება ზეწოლა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიზნით.
სწორედ ზემოთქმული ლობისტების მრავალწლიანი მუშობის შედეგად გაჩერდა ყველა, უკანასკნელი თაობის და ყოვლად უსაფრთხო 37 ატომური სადგური გერმანიაში, ასევე ყველა ქვანახშირზე მომუშავე სადგური და ეს ფაქტი მეინსტრიმულ მედიაში დიდი ზეიმით აღინიშნა.
ევროპის ეკონომიკის გული გერმანია, 21 საუკუნეში დარჩა, მზის და ქარის ენერგიების ამარა, თითქმის გარდაუვალი დეინდუსტრიალიზაციის და ენერგეტიკული კოლაფსის წინაშე. აქვე უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში 57 ატომური სადგური მუშაობს და იქაურ მწვანე „აკაცუკებს“ ეს არ ადარდებთ.
სწორედ ამიტომ, როდესაც თბილისური „პროტესტების“ ბუნებას ვაკვირდებით, აშკარად ჩანს იგივე სცენარები, რაც ბრიუსელიდან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენება. ამავე სცენარის ნაწილი მგონია მე, პირადად, ჰესების წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები. ის ეკოლოგიური და გარემოსდამცველი მოძრაობები, რომლებიც მართლა ქვეყნის ინტერესებს, ლანდშაფტს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანთა საცხოვრებელ გარემოსა და სოციალურ თანასწორობას იცავდნენ, დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. დღეს კრიმინალთან გადაჯაჭვული, ფინანსური ჯგუფების შეკვეთითა და დაფინანსებით დადგმული სცენები გვხვდება“, - წერს ბიძინა გიორგობიანი.
ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 20:12
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:08
მსოფლიო
სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41
მსოფლიო
ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა
ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

10 ივლისი 2025, 19:03
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

10 ივლისი 2025, 18:53
მსოფლიო
მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39
რეგიონი
ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო
პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

10 ივლისი 2025, 18:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30
მსოფლიო
სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.

10 ივლისი 2025, 18:26
პოლიტიკა
ზურაბ მანჯავიძე სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე: ამ ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება
სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. ამ კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე საუბრისას.

10 ივლისი 2025, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან
თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან,- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

10 ივლისი 2025, 18:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ
შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

10 ივლისი 2025, 18:17
სპორტი
კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა - საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა. საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.

10 ივლისი 2025, 18:16
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება.

10 ივლისი 2025, 18:12
პოლიტიკა
ზურაბ მანჯავიძე: რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი - ეს პროცესი ჩვენმა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს
„წინააღმდეგობა გავუწიეთ ლგბტ ყბადაღებულ თემებზე, აგენტების კანონებზე, ასევე „ფარასთან“ დაკავშირებით. ერთადერთი, მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ცალ ფეხზე არ ვხტუნაობთ და კუდს არ ვუქიცინებთ, აი ამაზე არიან გაცოფებულები. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს, აქეთ გვეძახიან მონებს, რაც ძალიან სასაცილოა“, - აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.

10 ივლისი 2025, 18:11
კულტურა
ქართველი რეჟისორი მარიამ ბიწაძე ლოკარნოს კინოფესტივალის Film Foundry-სა და BaseCamp-ის მონაწილეა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით Sous la table
ის არის ევროპის კინოაკადემიის, ევროპის დოკუმენტალისტების ასოციაციის (DAE), EWA Network-ის წევრი და ასევე დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA-ს მმართველი საბჭოს წევრი. 2024 წელს მარიამი მოხვდა Forbes Georgia-ის "30 წარმატებული 30 წლამდე" სიაში კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

10 ივლისი 2025, 18:09
მსოფლიო
მერცმა განაცხადა, რომ ტრამპს ესაუბრა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების მეტი რაოდენობით მიწოდების საკითხი განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

10 ივლისი 2025, 18:08
პოლიტიკა
ზურა მანჯავიძე: ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვერ გაიცნეს ქართველი ხალხის ბუნება და უბორკილოდ დატყვევებული მონები რომ ჰყავთ აქ, აქაური არასამთავრობოების, გაყიდული მედიების და პოლიტიკოსების სახით, ჰგონიათ, მთელი ქვეყანა არის ასეთი
როგორც მანჯავიძემ აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ უბორკილოდ დატყვევებული მონები რომ ჰყავთ საქართველოში - აქაური არასამთავრობოების, გაყიდული მედიების და პოლიტიკოსების სახით, მთელი ქვეყანა არის ასეთი.

10 ივლისი 2025, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ რამე დაემართა ოპოზიციას, დაემართა მათი უთავობით და მათი ბრმა მინდობით თუ ბრმა მსახურებით უცხოელ მრჩევლებზე
იმ დაკვეთებით, რაც ასრულა ოპოზიციამ გარე პატრონებისგან, მივიღეთ ეს სარეველა, რა სარეველაც გაიზარდა ამ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

10 ივლისი 2025, 17:59
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელი უკვე დაადგა ევროსაბჭოთა კავშირის დაშლის გზას და თუ საქართველო იმავე როლს შეასრულებს რა როლიც შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლაში, ამას მხოლოდ მივესალმები
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ორგანიზაციების სიას, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, (მათ შორის არის ქართულ „ენჯეოებიც“) მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.