სოზარ სუბარი: როდესაც ისმენ თუ რა წამება გაიარეს ადამიანებმა, ვერ ხვდები როგორ შეიძლება ადამიანის თავში ასეთი ბოროტება მოიხარშოს. ხვდები ერთ რამეს, რომ ესენი იყვნენ ერთად შეკრებილი სადისტები, რომლებსაც სიამოვნებდათ ადამიანების წამება

სოზარ სუბარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც ისმენ თუ რა წამება გაიარეს ამ ადამიანებმა, ვერ ხვდები როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი რამე გააკეთოს, როგორ შეიძლება ადამიანის თავში ასეთი ბოროტება მოიხარშოს, დაიგეგმოს, განხორციელდეს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ხვდები ერთ რამეს, რომ ეს არ იყო რაღაც უბრალოდ სასტიკი რეჟიმი, ესენი იყვნენ ერთად შეკრებილი სადისტები, რომლებსაც სიამოვნებდათ ადამიანების წამება და მკვლელობა.
„ქალბატონო თეა, თქვენ მართლა ხართ ინსტიტუციური მეხსიერება ჩვენი ეპოქის, როგორც ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდით ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა, როგორ პოლიტიკურ თემებს, ისე იმ არაადამიანურ ამბებს, რომლებსაც ახლა ვისმენთ კომისიაზე, რომელიც პოლიტიკა იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც, მეც, რომელიც ასევე მართლა ინსტიტუციურ მეხსიერებაში შეიძლება ვიყო ამ პერიოდის ამბების, ზოგჯერ ვართ გაოცებული და გაოგნებული იმ სისასტიკით, იმ არაადამიანურობით, რომლის მოსმენაც გვიწევს. მათ შორის იყო თუნდაც დღეს, ერთ-ერთი ასეთი ისტორია. ისტორია კია არა, ისტორიები, ძალიან ბევრი ადამიანის ტრაგედია, ადამიანების და მათი ოჯახების წევრების. 24 დაპატიმრებული და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გახდნენ უმძიმესი წამების, უსასტიკესი ზეწოლის მსხვერპლი. ლაპარაკია ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე, სადაც გარდა დაკავებული ადამიანებისა, სცემეს ბერები, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ყინწვისში მოღვაწე მლოცველ ბერებს და ადამიანებს აიძულებდნენ, რომ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებაზე, დასმენაზე, ტყუილზე, თითქოს მათ ზურგს უკან იდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თითქოს მეუფე იობი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მათ აძლევდნენ იარაღს და ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. თითქოს სადღაც, რუსეთში იყო 2 ათასი ქართულად მოლაპარაკე სპეცრაზმელი, რომელიც უნდა შემოეყვანათ საქართველოში და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. ამ დროს ამ ადამიანების უმრავლესობა, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ. ასეთ წარმოუდგენელ ისტორიებს ვისმენთ.
როდესაც ისმენ თუ რა წამება გაიარეს ამ ადამიანებმა, ვერ ხვდები როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი რამე გააკეთოს, როგორ შეიძლება ადამიანის თავში ასეთი ბოროტება მოიხარშოს, დაიგეგმოს, განხორციელდეს და ხვდები ერთ რამეს. ხვდები, რომ ეს არ იყო რაღაც უბრალოდ სასტიკი რეჟიმი, ესენი იყვნენ ერთად შეკრებილი სადისტები. სადისტები, რომლებსაც სიამოვნებდათ ადამიანების წამება და მკვლელობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 12:51
რეგიონი
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.

09 ივლისი 2025, 12:45
ტექნოლოგიები
კვლევა: მყინვარების დნობამ შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს🌋
მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.

09 ივლისი 2025, 12:40
ეკონომიკა
მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია
„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

09 ივლისი 2025, 12:33
საზოგადოება
გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

09 ივლისი 2025, 12:28
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:22
სამართალი
შს მინისტრი: გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
„გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში“.

09 ივლისი 2025, 12:18
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ვიდეომასალაზე: საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:04
ეკონომიკა
2025 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

09 ივლისი 2025, 12:00
პოლიტიკა
ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

09 ივლისი 2025, 11:56
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის მუსიკალური პოემა „ტატო“ გაიმართა
სპექტაკლად ქცეული ორმოქმედებიანი თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის განვლილ ხანმოკლე ცხოვრებასა და ბედისწერაზე მოგვითხრობს. ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლებულია ყველა პერსონაჟი, ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა. კოსტიუმირებული წარმოდგენა საოპერო, საესტრადო და ხალხური მუსიკის სინთეზია. სპექტაკლისთვის ოცდაერთი ახალი სიმღერა დაიწერა.

09 ივლისი 2025, 11:48
მსოფლიო
მეცნიერების შეფასებით, ევროპაში სიცხის ტალღამ დაახლოებით 2 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
„კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაზარდა და ეს სიცხე გაცილებით უფრო საშიში გახდა“, - თქვა იმპერიული კოლეჯის მკვლევარმა დოქტორმა ბენ კლარკმა.

09 ივლისი 2025, 11:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებაზე: უცხოელ პარტნიორებთან აშავებდა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - წარმოუდგენელი იყო, ამ შემადგენლობით, პოზიტიური საქმის კეთებაზე ფიქრიც კი
გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

09 ივლისი 2025, 11:42
თავდაცვა
წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა
„დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ“.

09 ივლისი 2025, 11:40
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი: მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გვაძლევს შესაძლებლობას ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა ის უპირატესობა, რაც ქვეყანას გააჩნია
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ BPO სექტორის ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი ეწვია.

09 ივლისი 2025, 11:32
ეკონომიკა
6 თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 11:29
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ანდრაშ ლასლოს განცხადებას ეხმიანება
„აბსურდის თეატრი პორნოლიბერალების შესრულებით! ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ფაიზერის 40 მილიარდიანი და სხვა მრავალი კორუფციული გარიგებების გამო მისი იმპიჩმენტის პროცედურის პარალელურად განიხილება დემოკრატიის უკან დახევა საქართველოში! ოლე-ოლა“, - წერს გოგა ხაინდრავა.

09 ივლისი 2025, 11:28
მსოფლიო
ტემი ბრიუსი: შეერთებულ შტატებს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის დახმარებაზე
„შეერთებულ შტატებს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის დახმარებაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ეს მხოლოდ ერთი ასპექტი, ერთ კონკრეტული სიტუაცია იყო, რომელიც უკვე შეიცვალა. თავდაცვის მდივანმა განმარტა, რომ არსებობს სხვა, ძლიერი ვარიანტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გასაძლიერებლად“, - განმარტა მან.

09 ივლისი 2025, 11:17
სპორტი
დავით მსხალაძე კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასის გამარჯვებულია
ბულგარეთმა კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასს უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა დავით მსხალაძემ (+85 კგ) - მან ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა რუმინელი ვლად უნკუ დაამარცხა.

09 ივლისი 2025, 11:17
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ და „რეალის“ შეხვედრაზე: თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მზად ვართ თამაშისთვის
„ფიფა 2025“ წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ნიუ-ჯერსიში მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

09 ივლისი 2025, 11:17
მსოფლიო
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. 160-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.