დავით ქართველიშვილი „დიფ სთეითის” მიზნებზე: კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება

დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პირველი კორპორაციული მმართველობის ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი მალე მოგვარდება, გაიზრდება ეკონომიკა, დამარცხდება კრიმინალი და შეიქმნება ილუზია, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე იდეალური ფორმა. მიზანი ნათელია - შემდგომში მმართველობის ეს ფორმა მარტივად, ოვაციით უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყანამ და ამ ქვეყნის საზოგადოებამ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, სადაც „დიფ სთეითის“ გეგმებს აანალიზებს და ევროპაში კორპორაციული მმართველობის დამყარებას მიმოიხილავს.
მისი თქმით, ყველაზე მძიმე „დიფ სთეითის“ გეგმაში ის არის, რომ კორპორაციული მმართველობა ადამიანის ცნებას და მის უფლებებს, მოთხოვნილებებსა თუ საჭიროებას საბოლოოდ გააქრობს.
„ყველაზე მძიმე ამ გეგმაში კი ის არის, რომ კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება. გამოგვიცხადებენ, რომ ისინი არიან „ღმერთკაცები“, ხოლო დანარჩენი ადამიანები მათი მომსახურე არსებები, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ არც სამშობლო, არც რწმენა, არც თავისუფლება და არც მიზნები. თანაც, ამ ყველაფერს უკვე კანონიერად, ლეგალური ფორმით გააკეთებენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 20:48
პოლიტიკა
რისთვის მიიღეს ევროპიდან ფული კონკრეტულმა არასამთავრობოებმა - საქართველოში დამალული, ბრიუსელიდან გამოააშკარავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, ყველა ის ორგანიზაცია იძებნება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან უცხოური დაფინანსება მიიღო. სიაშია არაერთ სკანდალებით ცნობილი „სამართლიანი არჩევნები”, იგივე „ისფედი”.

10 ივლისი 2025, 20:43
პოლიტიკა
ბრძოლა არჩევნების წინაღმდეგ - „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციის მორიგ სცენარს ამზადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად, დესტაბილიზაციის მორიგ სცენარზე მუშაობს. ვიდრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად რადიკალიზაციის მცდელობით არის დაკავებული, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება.

10 ივლისი 2025, 20:34
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი
ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

10 ივლისი 2025, 20:31
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება
„ეს არის მათი გამჭვირვალობა?! სადღაც, წყაროზე, ვიღაცა რომ იტყვის, „საიას“ ჩაერიცხა ერთი მილიონი, ამის იმედად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ამას ჰქვია გამჭვირვალობა?! ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:20
პოლიტიკა
ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

10 ივლისი 2025, 20:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება
მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

10 ივლისი 2025, 20:12
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:08
მსოფლიო
სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41
მსოფლიო
ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა
ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

10 ივლისი 2025, 19:03
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

10 ივლისი 2025, 18:53
მსოფლიო
მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39
რეგიონი
ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო
პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

10 ივლისი 2025, 18:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30
მსოფლიო
სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.

10 ივლისი 2025, 18:26
პოლიტიკა
ზურაბ მანჯავიძე სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე: ამ ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება
სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. ამ კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე საუბრისას.

10 ივლისი 2025, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან
თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან,- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

10 ივლისი 2025, 18:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ
შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

10 ივლისი 2025, 18:17
სპორტი
კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა - საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა. საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.

10 ივლისი 2025, 18:16
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება.