ამერიკელი ჟურნალისტი სკოტ ჰორტონი: ვიცი რომ ჩემი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დიდი ხანია, 90 - იანი წლებიდან ერევა თქვენს საქმეებში, ანაწილებს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს, იძლევა დაპირებებს და იწვევს დიდ პრობლემებს

სკოტ ჰორტონი
ფოტო: flickr.com
„არ გეწყინოთ, მაგრამ საქართველოს ინტერესები ჩემი საქმე არ არის, ის ძალიან შორს მდებარეობს ჩვენგან, ვიცი რომ ჩემი [ამერიკის შეერთებული შტატების] მთავრობადიდი ხანია, 90 - იანი წლებიდან ერევა იქ, ირჩევს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს, იძლევა დაპირებებს და იწვევს დიდ პრობლემებს“, - განაცხადა თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა ჟურნალისტმა სკოტ ჰორტონმა.
მისი თქმით, რუსეთის ჩამოშორება თავისი ყოფილი გავლენის სფეროდან ვაშინგტონში მთავარ მიზნად ითვლებოდა.
„ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლდათ, რათა თავიდან აერიდებინათ აზერბაიჯანული გაზის გადინება ჩრდილოეთით რუსეთის მიმართულებით ან სამხრეთით ირანის მიმართულებით. ჯოჯრ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის პირობებში კი გადაწყდა, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან ზედმეტად დაახლოებული იყო, ვინაიდან ის მათთან აფხაზეთის საკითხზე კომპრომისებზე მიდიოდა, ამავე დროს გაზპრომთან ხელშეკრულებებს აფორმებდა და ის გაწევრიანდა დსთ - ში. შევარდნაძე უნდა წასულიყო.
USAID, NED და დანარჩენებმა რეჟიმის ცვლილების ინდუსტრიიდან, ათობით მილიონი დოლარი დახარჯეს, რომ მხარი დაეჭირათ იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ მიხეილ სააკაშვილის აღზევებას და 2003 წლის ვარდების რევოლუციას , რომლის შედეგადაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. ეს პროცესი მოიცავდა სოროსის ფრონტის თავისუფლების ინსტიტუტს, რომელიც ლიბერტარიანულ ინსტიტუტში არ უნდა აგერიოთ. მოგეხსენებათ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთშია დაბადებული, არა საქართველოში, ის იმ დროისთვის ახალმა რეჟიმმა ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრად ჩამოიყვანა, 2003 წლის მთავრობის გადაყენების შემდეგ. მან მოგვიანებით თავად განაცხადა და მე მას ვციტირებ : „ეს ორგანიზაციები დემოკრატიზაციის აკვანს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით სოროსის ფონდი. უდავოა, რომ ამ ფონდის გარშემო არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განახორციელეს 2003 წლის რევოლუცია. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენათა ანალიზი რევოლუციით არ შემოიფარგლება, ნათელია, რომ რევოლუციის შემდეგ, სოროსის ფონდი და არასამთავრობოები ინტეგრირებული იქნენ ხელისუფლებაში. სოროსის ბიზნეს პარტნიორი კახა ბენდუქიძე კი გახდა ეკონომიკის მინისტრი. ალექსანდრე ლომაია, „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორი კი - განათლების მინისტრი, გიგა ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კი პარლამენტში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გახდ.
„კორუფციის წინააღმდეგ“ ბრძოლისას ისინი ხელფასს სოროსის ფონდისგან იღებდნენ, მათ შორის სააკაშვილიც. ვციტირებ: “მე ძალიან მომწონს საქართველოში რაც მოხდა და მეტად ვამაყობ ჩემი წვლილით“. სწორედ ეს განაცხადა სოროსმა ეუთოს სხდომაზე. როგორ მიეცით მას ნება, რომ გამხდარიყო თქვენი პრეზიდენტი, ჩემთვის წარმოუდგენელია, თუმცა, ეს ხომ დიდი რაოდენობით უცხოური ფინანსების დამსახურებაა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ბატონი სააკაშვილის სასამართლო პროცესი უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე მისი ოპონენტების მაშინ, როდესაც იგი ძალაუფლებაში იყო. ვიმედოვნებ, მას ციხეში არ აწამებენ ისე, როგორც ამას მისი რეჟიმი აკეთებდა. ასეთ მხეცურ მოპყრობას არავინ იმსახურებს. ვფიქრობ, თუ არა რომ თქვენი სახელმწიფოსთვის რუსეთის დომინირების ქვეშ ყოფნა, უმჯობესი იქნებოდა ან რომელიმე სხვა მსხვილი ძალაუფლების? რა თქმა უნდა - არა. თუმცა მიმაჩნია, რომ აშშ-ის ჩარევა თქვენს ქვეყანაში არცერთ ჩვენს ინტერესებში არ შედის.
მოვისმინე, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირება, რათა შეიტყონ შესაძლებელია თუ არა ურთიერთობების გადატვირთვ,ა როდესაც საქმე ეხება საქართველოსადმი ამერიკულ პოლიტიკას. მე კი ვიტყოდი, რომ ფრთხილად იყავით თქვენი სურვილების ჩაფიქრებისას. ალბათ უკეთესია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ ჰქონდეს საქართველოს შესახებ პოლიტიკა, მათ შორის სასარგებლო ურთიერთობაც, რომელსაც კუდი ექნება გამობმული.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც შესაძლოა დგახართ, როგორც მცირე ზომის სახელმწიფო, მსხვილი სახელმწიფოების პაექრობის ფონზე, არსებულ რესურსებთან მიმართებით თქვენი ხელსაყრელი თუ არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება თქვენი დამოუკიდებლობის გარანტორი, სწორედ ამიტომაც არ იმყოფებიან ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში, სწორედ ამიტომ არ მიდის წინ ნატოში გაწევრიანების პროცესი ჯორჯ ბუშის მიერ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შემუშავებული სულელური დეკლარაციის შემდეგ. შესაძლოა, რომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაც, გარედან პირდაპირი კონტროლის დამყარების თავიდან აცილების გზა. მას შემდეგაც კი, როდესაც რუსეთი ჩაერია, რომ 2008 წელს შეეცვალა სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ძალადობრივად რეინტეგრაციის მცდელობა, მოსკოვს არც ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის სადენი გაუნადგურებია და არც ტანკები შეუყვანია თბილისში, მადლობა ღმერთს. ამავე დროს, პუტინსა და მედვედევს ბევრი მიზეზი ჰქონდათ, ნამდვილად ჰქონდათ შესაბამისი წინაპირობაც, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ; პრეზიდენტ ბუშს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ ჩაერეოდა, მიუხედავად მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის პროტესტისა, რომელიც როკის გვირაბიდან გამომავალ რუსულ კოლონებზე დარტყმას მოითხოვდა, მესამე მსოფლიო ომს რისკავდა, მადლობა ღმერთს, რომ ჯორჯ ბუშის ცივი, გამჭრიახი გონების დამსახურებით, ყოველ შემთხვევაში დიკ ჩეინისთან შედარებით, უბედურება თავიდან ავიცილეთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაცია შესაბამისად უპასუხებდა ამ დარტყმას, თქვენ აუცილებლად დაკარგავდით დამოუკიდებლობას, როდესაც ჯორჯ ბუში საბოლოო ჯამში უკან დაიხევდა, მადლობა ღმერთს, რომ ეს არ მოხდა. თქვენთვის საუკეთესო გზაა, რომ რუსეთის ფედერაციაში კვლავ მიაჩნდეთ, რომ თქვენზე თავდასხმა არ არის საჭირო და მას ეს გაუმართლებლად ძვირი დაუჯდება. თავისთავად, USAID, NED, IRI და სოროსის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფები საკმაოდ ბევრ რესურსს ხარჯავენ ამჟამინდელი მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომ ჩამოაშორონ ხელისუფლებას.
დარწმუნებული ვარ, რომ მუდმივი პროტესტის პროფესიონალები, აქციებზე დასაქმებულები, როგორც მათ ჩემი კოლეგა უწოდებს, გნებავთ ვუწოდოთ მათ უცხო გავლენის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ნამდვილად აქვთ სადარდებელი, ეს ლოგიკურია ნებისმიერისთვის, ვინც უცხოური რეჟიმისგან ელის მხარდაჭერას, მათ ხომ სერიოზულად სხვა აღარავინ უყურებს საბოლოო ჯამში. ჩემს სათქმელს თავს ასე მოვუკრავ, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენგან მეტისმეტად შორსაა, ბევრი არაფერი აქვს აქ დასაკარგი, თუკი თქვენი სტატუსი შეიცვლება. მას არ აქვს საკმარისი მოტივაცია, რომ რამე მოიმოქმედოს. როდესაც რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს მთები გადალახა, ბევრი ამერიკელი შოკში იყო, მათ ეგონათ, რომ ჩვენი ჯორჯია იყო თავდასხმის ქვეშ, ჯორჯიის შტატი, რომელიც სამხრეთ კაროლინასა და ფლორიდას შორის მდებარეობს, მათ ან თქვენს შესახებ არაფერი იცოდნენ ან ეს უბრალოდ ვერ გაიგეს, რატომ უნდა ყოფილიყო თქვენს სახელმწიფოზე თავდასხმა, დღის მთავარი სიახლე კოლორადოში ან ილინოისში. რუსეთის მიერ უეცრად ამერიკაზე თავდასხმა უფრო ლოგიკურ ახსნად მიაჩნდათ. ამის გათვალისწინებით, თქვენ გაცილებით უკეთესად იქნებით, თუ ამ ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სათანადო კურსს აირჩევთ თქვენი ქვეყნისთვის. რადგან თუკი ყველაზე უარესი რამ მოხდება, ძალიან დიდი შანსია, რომ აქედან არავინ მოვიდეს თქვენთან და ჩაერიოს. დაე დიდხანს იცოცხლოს საქართველომ და თქვენმა დამოუკიდებლობამ, დაე თავისუფლება თქვენთვის ყოველთვის უზენაესი მიზანი იყოს“, - განაცხადა მან.
ყველა სიახლე

18 ივლისი 2025, 00:58
მსოფლიო
თეთრი სახლი: სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფეხებზე მცირე შეშუპებისა და ერთ ხელზე სისხლჩაქცევების გამო სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი იუწყება თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით.

18 ივლისი 2025, 00:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა
ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 ივლისი 2025, 00:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომმა ბრიუსელი ევროპული კალაპოტიდან ამოაგდო - მშვიდობის პროექტი მილიტარისტულ პროექტად გადაიქცა
„დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობის პროექტი გადაიქცა მილიტარისტულ პროექტად. ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყნის გამალებული ლტოლვას შეიარაღებისკენ და ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის პროექტად იყო ჩაფიქრებული დღეს ფაქტობრივად მილიტარისტული გზით მიდის, რაც მისთვის არაორგანულია და ამიტომაც არის, რომ გარკვეულ ექსტრემალურ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

18 ივლისი 2025, 00:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რომელიმე ქვეყნის ელჩს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება
დავესესხები ეუთო/ოდირის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნების არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევენ უცხო ქვეყნები, ეს იქნება დემოკრატიის დასასრული. რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 ივლისი 2025, 00:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა
სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება საქართველოსთან გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

18 ივლისი 2025, 00:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო ნაკლებად იქნება რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის - ეს არის ქართული დემოკრატიის გაჯანსაღების ფორმულა
„რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი იქნება საარჩევნო სიაში, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ლიდერებს - მოსთხოვონ იმ ელჩებსა და უცხო პოლიტიკოსებს, რომლებმაც ისინი შეაგულიანეს, რომ შეიძლება არ აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში. როდესაც პოლიტიკოსი კონსტიტუციას არღვევს, თუ ის არ არის სალომე ზურაბიშვილი, მათ არ ეპატიებათ. სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ევროკავშირის მხრიდან ეპატია, რომ პირდაპირ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

18 ივლისი 2025, 00:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მოგვაგებინეთ დიდი ქალაქი, რომ შემდეგ მოვაწყოთ ობსტრუქცია. წალენჯიხის მერი რომ გაიფიცა, ასე გაიფიცოს თბილისის მერი და ობსტრუქცია მოუწყოს საკუთარ ქალაქს
თვითმმართველობის არჩევნებს ისეთი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. საქმე ეხება კომუნალურ საკითხებს, გზას, სკვერებს, სპორტულ მოედნებს და ა.შ., რომელიც რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას.

18 ივლისი 2025, 00:03
პოლიტიკა
შალვა პაპაუშვილის თქმით, 2022 წელს, მოლდოვამ რუსეთთან დაკავშირებით ბრიუსელის რეკომენდაციები გაითვალისწინა, საქართველომ კი არა, რის შედეგადაც მოლდოვას 2022 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, მაშინ, როცა საქართველოს - 11%-იანი ზრდა
„გამოდგა, რომ არავინ იზრუნებს შენს ინტერესებზე შენ გარდა. არავინ იზრუნებს შენს ხალხზე, შენ გარდა. აი ეს არის შედეგი, ჩვენ რომ ავყოლოდით ბრიუსელის რეკომენდაციებს და რჩევებს და მოთხოვნებს. ჩვენ რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის პირდაპირი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვარი, წავსულიყავით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ესკალაციაზე, არაფერს ვამბობ სამხედრო ესკალაციაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს
ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.

17 ივლისი 2025, 23:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას
„2023 წელს, სანამ გამჭვირვალობის კანონს დავაინიცირებდით, წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ - იმ ფონდის, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვიფინანსებდა, დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მომწერა, ვერ გავასაჯაროებთო, თუმცა პირად საუბარში მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. რომ ვუთხარი, მეც მაჩვენე მეთქი, არაო, არ მაჩვენა - ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს დამიმალა, რას აფინანსებს ევროკავშირი საქართველოში, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკრაინაში დაწყებულ ომს მოჰყვა, როდესაც საქართველომ „უარი თქვა ესკალაციაზე, სანქციებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც აზიანებს საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:54
პოლიტიკა
პაპუაშვილი მოლდოვასა და საქართველოზე: მე ვუყურებ ფაქტებს - რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები
მე ვუყურებ ფაქტებს, საქართველო -მოლდოვა - რა მოსდის ქვეყანას ეკონომიკას, როდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყანას ქვეყნის ეკონომიკას როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც მოლდოვაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

17 ივლისი 2025, 23:54
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად
პირდაპირ გვაშინებენ, რომ ევროკავშირი არის ბუა - ვიზის აუცილებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ დაგვტანჯავს, გაგვაწვალებს, მოგვეპყრობიან არაადამიანურად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არსებულ შესაძლო რისკებზე საუბრისას.

17 ივლისი 2025, 23:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი
ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციებით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 ივლისი 2025, 23:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა სირცხვილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე,- განაცხადა „იმედი LIVE-ში" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი, რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

17 ივლისი 2025, 23:24
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: უკრაინაში 50 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, რუსეთს ძალიან მაღალი ტარიფები და მეორადი სანქციები დაუწესდება
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა განუსაზღვრა, რათა უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმებას ან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

17 ივლისი 2025, 23:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესით და ასევე, პატივს სცემენ სხვა ქვეყნების ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებაზე, რომ დიპლომატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის არჩევნებზე, სამართლიანობაზე და ლეგიტიმაციაზე მსჯელობისგან თავი უნდა შეიკავონ.

17 ივლისი 2025, 22:33
სპორტი
ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე იასპარეზებენ
„ტორპედომ“ სტუმრად 1:1 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში „ორდაბასის“ 5:4 სძლია. გორის „დილამ“ განმეორებით მატჩში „რასინგი“ 1:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:1 დაამარცხა.

17 ივლისი 2025, 22:09
სპორტი
აკაკი ქემერტელიძე სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ირანელი აბბას იბრაჰიმზადეჰი დაამარცხა.