პრემიერი: 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას.
„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე

11 ივლისი 2025, 16:04
სამართალი
პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:54
მსოფლიო
The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წელს ინიცირებული რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:54
სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 20-21 ივნისის საქმის ფარგლებში, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:46
მსოფლიო
საფრანგეთის არმიის მეთაური: უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება წყდება - უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ტიერი ბურკარდმა განაცხადა, რომ რუსეთი „მუდმივ საფრთხეს“ წარმოადგენს.

11 ივლისი 2025, 15:33
მსოფლიო
კრემლი მაკრონის განცხადებაზე: ჩვენთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა ჩვენს საზღვრებთან
კრემლმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმები „მზად არის“, თუკი მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

11 ივლისი 2025, 15:19
მსოფლიო
საფრანგეთის არმიის მეთაური: საფრანგეთი ევროპაში რუსეთის მთავარი მტერია
საფრანგეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა ტიერი ბურკარდმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროპაში რუსეთის „მთავარი მტერია“.

11 ივლისი 2025, 15:11
მსოფლიო
რუბიო აცხადებს, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის შანსები მაღალია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალაიზიაში ჩინელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

11 ივლისი 2025, 15:05
ეკონომიკა
ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.

11 ივლისი 2025, 15:03
მსოფლიო
მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პარასკევს კუალა-ლუმპურში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 14:47
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული
11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

11 ივლისი 2025, 14:45
რეგიონი
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის შედეგად, იმ განმცხადებლებს, რომელთა განაცხადები პროგრამის კრიტერიუმებთან იყო შეუსაბამო უარი ეცნობათ.

11 ივლისი 2025, 14:44
ეკონომიკა
ლევან მუხუზლა: წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა
„წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში ეს არის იმ ბაზრებზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფირებას. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც აქტიურად ვიყენებთ, ეს არის იქაური ჯგუფების გამასპინძლება, სტუმრობა საქართველოში. ისინი ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ქართულ უნიკალურ ტექნოლოგიებს. ეს ჯგუფები შედგება სპეციალისტებისგან, იმპორტიორებისგან, რომლებიც შემდგომში ქართული ღვინის რეალიზაციას ახდენენ“, - აღნიშნა მუხუზლამ.

11 ივლისი 2025, 14:42
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ახალი ბრენდინგით ფოთი გპირდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას - ქალაქს, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და აერთიანებს საზღვაო ძალას კულტურულ უნიკალურობასთან
ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარუდგინა.

11 ივლისი 2025, 14:41
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. კამპანიები, რომლებიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს
მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი პატრონების დავალებით მიმდინარეობს.

11 ივლისი 2025, 14:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორები ცდილობენ, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახლა ეს სპექტაკლი მიმდინარეობს
შიდა პაექრობა არის რა თქმა უნდა, შიდა კონკურენცია არსებობს; ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ ფავორიტი იყოს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

11 ივლისი 2025, 14:34
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.

11 ივლისი 2025, 14:28
მსოფლიო
Reuters: „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლმა ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე იარაღის ჩაბარება დაიწყო
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლმა ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე იარაღის ჩაბარება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 14:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არჩევნების შემდგომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით სამართლებრივად აუცილებლად გაუქმდება. რაც შეეხება იმ თავისუფალ ველს, რომელიც მოცარიელდება, აუცილებლად შეივსება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებით
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდგომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკური ველიდან „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები სამართლებრივი საფუძვლით, პოლიტიკური ველიდან გაქრნენ.

11 ივლისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ლიეტუვაში დრონის შეფრენაზე: ჩვენ გვიბიძგებენ, რომ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი მაშინ, როდესაც თვითონ ერთი ხელნაკეთი აპარატის გადაფრენის დროს სად იმალებიან, კაცმა არ იცის
ჩვენ გვიბიძგებენ, რომ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი მაშინ, როდესაც თვითონ ერთი ხელნაკეთი აპარატის გადაფრენის დროს სად იმალებიან, კაცმა არ იცის, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ბელორუსიდან დრონის შეფრენის შემდეგ ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში გადაიყვანეს.

11 ივლისი 2025, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლიეტუვის ხელისუფლებაზე: როგორც ამბობენ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, მაგრამ როგორც კი პატარა ჩიტუნას მაგვარი ხელნაკეთი აპარატი შეფრინდება, ამ ქვეყნების მთელი ხელისუფლება ბუნკერებში იმალება
როგორც ამბობენ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირო, მაგრამ როგორც კი პატარა ჩიტუნას მაგვარი ხელნაკეთი აპარატი შეფრინდება, ამ ქვეყნების მთელი ხელისუფლება ბუნკერებში იმალება,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერების ბუნკერებში ჩაყვანასთან დაკავშირებით.