11 ივნისი 2025, 13:30 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: გლობალისტები და „დიფ სთეითი“ აშშ-ში ყველაფერს იმავე „ფერადი რევოლუციების“ შაბლონების მიხედვით აკეთებენ, რაც საქართველოსთვის ჰქონდათ მომზადებული

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე პროცესებსა და ქუჩის პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„როგორი ნაცნობი სურათია ყოველივე ეს ჩვენთვის, თავისი "საზაფხულო ბანაკებით", ტრენინგებით თუ სემინარებით, სადაც ზონდერებს და დივერსანტებს ამზადებდნენ“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დიფ სთეითი აშშ-ში ფერადი რევოლუციის სცენარით მოქმედებს და ახორციელებს იმას, რა გეგმაც, მათ შორის, საქართველოში ჰქონდა.

„ძნელია გააუქმო "ბუმერანგის პრინციპი", ან ქართული ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო - ყველა შენი თავითაო". აშშ-ის უდიდეს ქალაქებში ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად მიუთითებენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი არ არის სპონტანური ქუჩის არეულობა, არამედ დაგეგმილი ოპერაციაა, რომელსაც კოორდინაციას უწევენ დემოკრატიულ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ძალები. სინქრონული აფეთქებები ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში, სადაც დემოკრატი გუბერნატორები მართავენ, სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმები, გზების ბლოკადა და ურბანული ინფრასტრუქტურის განადგურება ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კარგად დახვეწილ სცენარზე მიუთითებს.

სწორედ დემოკრატიული პარტიისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ პროტესტების მთავარი ფიგურები და ლოს-ანჯელესში „აქტივისტები“ დაიქირავეს. როგორი ნაცნობი სურათია ყოველივე ეს ჩვენთვის, თავისი "საზაფხულო ბანაკებით", ტრენინგებით თუ სემინარებით, სადაც ზონდერებს და დივერსანტებს ამზადებდნენ. გლობალისტები და "დიფ სთეიტი" დღეს უკვე აშშ-ში ყველაფერს იმავე „ფერადი რევოლუციების“ შაბლონების მიხედვით აკეთებენ, რაც მათ შორის, საქართველოსთვის ჰქონდათ მომზადებული. იმავე ტაქტიკით, ამერიკაში მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლების ზომები დისკრედიტირებულია, ხოლო აგრესიული ბრბოს ქმედებები „მშვიდობიან პროტესტად“ არის გამოცხადებული.
ამაში განსაკუთრებულ როლს კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი ასრულებს, რომელიც ღია საბოტირებას უწევს ფედერალური ძალების ქმედებებს და ფაქტობრივად მფარველობს რადიკალურ საპროტესტო ჯგუფებს. მისი მცდელობა, დაბლოკოს ეროვნული გვარდიის ლოს-ანჯელესში განლაგება და განცხადებები თეთრი სახლის მხრიდან მკაცრი ზომების „დაუშვებლობის“ შესახებ, აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური უთანხმოება, არამედ პრეზიდენტის წინააღმდეგ ღია აჯანყება. ტრამპი სრულიად სამართლიანად მოიხსენიებს ნიუსომს აჯანყების ინსპირატორად და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოუწოდებს ეროვნული გვარდიისადმი ხელის შემშლელი პირების დაუყოვნებლივ დაპატიმრებისკენ.
დემოკრატიული პარტია, რომელმაც არჩევნების შემდეგ დაკარგა გავლენის ინსტიტუციური რესურსი, ფსონს დებს კონტროლირებად ქაოსსა და სახელმწიფო აპარატის დემორალიზაციაზე მედიისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის, ძალაუფლების ვერტიკალის ფრაგმენტაციის გზით. ამ კონფიგურაციაში გევინ ნიუსომის ფიგურა ხდება მთავარი: პირველ პლანზე გადადის სწორედ მისი აგრესიული დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასთან და საჯარო კონფლიქტი თეთრ სახლთან.

კალიფორნიის გუბერნატორი ჩვენ თვალწინ იბადება, როგორც პოტენციური ახალი ლიდერი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს დემოკრატების გაცვეთილი სიმბოლოები და გააძლიეროს ელექტორატი „ავტორიტარიზმთან ბრძოლის“ რიტორიკით. მისი სწრაფად მზარდი მედიაკაპიტალი შემთხვევითი არ არის, არამედ ტრამპისა და მისი გუნდისთვის მოწინააღმდეგის მომზადების ფართო სტრატეგიის ნაწილია. ბოლოს და ბოლოს, სწორედ სიმბოლური ლიდერის ფიგურა აკლდათ დემოკრატებს გასული წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ. როგორც ჩანს კონტროლირებადი პოლიტიკური ბალანსის დამყარების მიზნით, დემოკრატების რიგებში "დიფ სთეიტმა" თავისი ფსონი უკვე გააკეთა,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2025, 22:40

პოლიტიკა

რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ

უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება.

19 ივლისი 2025, 22:08

რეგიონი

„მსოფლიო პოპულარული მუსიკა“ - „მუსიკალური ბათუმი 2025-ის“ ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებს აერთიანებს და მისი მიზანი რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებაა.

იური ლომაძე

19 ივლისი 2025, 22:03

სპორტი

იური ლომაძე სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეექვსე მედალია. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) მოიპოვეს.

ოთარ აბულაძე

19 ივლისი 2025, 22:01

სპორტი

ოთარ აბულაძე სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეხუთე მედალია. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

19 ივლისი 2025, 21:32

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

19 ივლისი 2025, 21:05

სპორტი

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

19 ივლისი 2025, 20:05

სპორტი

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით - 22:10 სამხრეთ აფრიკის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.

ილჰამ ალიევი:

19 ივლისი 2025, 19:57

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

19 ივლისი 2025, 19:09

სპორტი

საქართველოს და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის მეორე ტაიმი მიმდინარეობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უპირისპირდება. პირდაპირი ტრანსლაცია ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაიცემა.

გიორგი ქაჯაია

19 ივლისი 2025, 18:55

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში

„ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო უკრაინაში ომის დასრულება. ასევე, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. უცებ რიტორიკა შეიცვალა და სამხედრო დახმარებას უზრდიან, მათ არ ანაღვლებთ უკრაინაში რა მოხდება, უკრაინა მათთვის არის პოლიგონი. ყველაზე საეჭვო თამაში სწორედ ბრიუსელმა ითამაშა და იქ მოკალათებულმა ადამიანებმა“.

19 ივლისი 2025, 18:55

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 18:51

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

ღონისძიებას დაესწრო სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ამ დროისთვის დარბაზში 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს მეღვრეკისიდან და მიმდებარე სოფლებიდან.

 ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

19 ივლისი 2025, 18:47

საზოგადოება

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ბონდის მღვიმეში ჩატარებულ ექსპედიციაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი როგორც არქეოლოგიისთვის, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ზოგადად. ეს მღვიმე ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი როგორც არქეოლოგიისთვის, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ზოგადად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ არქეოლოგმა ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა ბონდის მღვიმეში ჩატარებულ მორიგ სამუშაოებთან დაკავშირებით.

19 ივლისი 2025, 18:26

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: რატომ უნდათ გააუქმონ ვიზალიბერალიზაცია და რატომ აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, ამაზე პასუხი არ არსებობს - ყველა მაჩვენებლებით, რა კრიტერიუმებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მოწინავე პოზიციაზე ვართ

არახალია, როდესაც ე.წ. დიფ სთეითი და ის უხილავი ხელები ცდილობენ, რომ საქართველოს სტაბილურ გარემოზე მოახდინონ ზემოქმედება. ეს წერილი იყო პირდაპირ ცეცხლზე ნავთის დასხმის ერთ-ერთი მთავარი მცდელობამ, - ასე შეაფასა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ევროკომისიის 8-პუნქტიანი რეკომენდაცია.

თორნიკე ჭეიშვილი

19 ივლისი 2025, 18:14

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან

პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებელი უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვასთან მიმართებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისიის წერილში დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

თორნიკე ჭეიშვილი

19 ივლისი 2025, 18:04

პოლიტიკა

ჭეიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე: ყველანაირი მზაობაა დისკუსიისთვის, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს აქვს ულტიმატუმის ენა, რთულია ეს არ დაუკავშირდეს მავნებლურ წამოწყებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით

„როდესაც ისინი აპელირებენ გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე, მეორე მხრივ აპელირებენ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაზე. ისმის კითხვა: რა კავშირი აქვს ამ თემებს უვიზო მიმოსვლის საკითხთან?! რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ამ კანონმდებლობის მოქმედება საქართველოში თუნდაც ევროკავშირისთვის?! რა თქმა უნდა - არავითარს. ნებისმიერი ჯანსაღი პარტნიორი უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულ ქვეყანაში, რომელთანაც მას უწევს საქმიანი ურთიერთობა, აქვს უვიზო მიმოსვლა და სხვა. თუნდაც გამჭვირვალობის სტანდარტი იყოს რაც შეიძლება უფრო მაღალი“.

თორნიკე ჭეიშვილი

19 ივლისი 2025, 18:03

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე. ის, რომ ერთი ვართ მართლები და მეორე, ვესაუბრებით საზოგადოებას იმის შესახებ, რაც სიმართლესთან არის შესაბამისობაში

ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, ის, რომ ერთი ვართ მართლები და მეორე, ვესაუბრებით საზოგადოებას იმის შესახებ, რაც სიმართლესთან არის შესაბამისობაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

19 ივლისი 2025, 17:42

მსოფლიო

Reuters: სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაკარგულად ითვლება

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7 ათასზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 17:30

მსოფლიო

გერმანიაში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 17:24

კულტურა

აბრეშუმის გალერეაში ლედი ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

აბრეშუმის გალერეაში ლედი ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია 110 ნამუშევარი. ექსპოზიციების ნახვა დღეს საღამოს 9 საათამდეა შესაძლებელი.