11 ივნისი 2025, 15:51 / სანდო წყარო

გიორგი ჯინჭარაძე: ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების წინ წამოწევა

გიორგი ჯინჭარაძე

გიორგი ჯინჭარაძე

ამ წლების მანძილზე ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ძალიან ბევრი გამოწვევა გვიდგას და ჩვენი სამთავრობო პროგრამაც ემსახურება ამ გამოწვევების გადაჭრას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმთავრესი მიზანი არის აფხაზეთში დაბრუნება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის ძირითადად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვის მიმართულება, მათთვის ხარისხიანი მკურნალობა და ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. მე წლების მანძილზე ჩართული ვიყავი ამ პროცესში და მოგეხსენებათ, მქონდა კავშირი პოლიკლინიკებთან. მაქვს ჩემი ხედვები, რა კუთხითაც შეგვიძლია აღნიშნული მიმართულება განვავითაროთ და ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული, ხარისხიანი სერვისი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა სამედიცინო დაწესებულებების და ამ კუთხითაც სამთავრობო დაწესებულებებთან კომუნიკაციით, თანამშრომლობით ჩვენ, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ გამოწვევასაც გადავჭრით გარკვეულწილად და ღირსეულ ინფრასტრუქტურას შევთავაზებთ ჩვენ დევნილებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ასევე განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში. ამ მიზნით გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, დევნილებს შევთავაზოთ განათლების უზრუნველყოფა მაქსიმალურად და ამ პროცესში გვინდა STEM მიმართულების განვითარება, რადგან STEM მიმართულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლების ინფრასტრუქტურა, განათლების სამინისტროში მე ვკურირებდი ინფრასტრუქტურის სააგენტოს, ასე რომ, ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს და მიზანმიმართულად უკვე გეგმა-გრაფიკიც მაქვს შემუშავებული როგორც წვრილმანი რეაბილიტაციის, ასევე სრული რეაბილიტაციის კუთხით.

ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აფხაზური ენის პოპულარიზაცია, რადგან აფხაზეთის ხმა უნდა ესმოდეს მთელ მსოფლიოს. ამ კუთხით ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი კულტურა უნდა წარმოვაჩინოთ მსოფლიო მასშტაბითაც და საქართველოშიც ასევე ბევრი კარგი აქტივობა უნდა დავგეგმოთ. ამ მიზნითაც აქტიურად იქნება მთავრობა ჩართული.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ესეც პრიორიტეტული მიმართულებაა, ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ და ხელს შევუწყობთ დევნილ მეწარმეებს, მათ განვითარებას, ყურადღება გამახვილდება დევნილ ქალთა მხარდაჭერაზე, იმიტომ რომ, ეკონომიკური მხარდაჭერა არის წინაპირობა შერიგებისა და უშუალოდ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეს პრიორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, არის ასევე ჩვენი აფხაზეთის სტრუქტურების ოპტიმიზაცია და ეს უნდა განხორციელდეს რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდ, აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, მათი შემოყვანა სისტემაში, მათზე პასუხისმგებლობის გაზრდა, რადგან ზოგადად განათლება და ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ასე რომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების წინ წამოწევა. ეს არის მოკლედ რისი თქმაც მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული, ერთობლივად მიიღწევა", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2025, 16:33

საზოგადოება

უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის კომისია საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების კურსს უნივერსიტეტებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს

ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულოდ სწავლების წესების შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზებს. წესის დამტკიცების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლიდან ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე შესაბამისი ფორმატით ისწავლება.

11 ივლისი 2025, 16:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერობები განიხილა

შეხვედრაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნა, წარმატება უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ახალი წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება.

11 ივლისი 2025, 16:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივლისი 2025, 16:06

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ფსონი სამხრეთ კავკასიაზე დევს და გლობალისტები ახალ ინტრიგას ხლართავენ ჩვენს რეგიონში, თუმცა, ყველაზე დიდ მარცხს სწორედ აქ განიცდიან

„გლობალური ომის პარტიის” პოლიტიკა არ დასრულებულა. ის ისევ უტევს მსოფლიოს და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონს. გლობალისტები, რომლებიც გრძნობენ საკუთარი ეპოქის აღსასრულს, იბრძვიან მმართველობის გახანგრძლივებისთვის. ამ ფაზაში ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ.

11 ივლისი 2025, 16:04

სამართალი

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:54

სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 20-21 ივნისის საქმის ფარგლებში, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:54

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წელს ინიცირებული რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ტიერი ბურკარდი

11 ივლისი 2025, 15:46

მსოფლიო

საფრანგეთის არმიის მეთაური: უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება წყდება - უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ტიერი ბურკარდმა განაცხადა, რომ რუსეთი „მუდმივ საფრთხეს“ წარმოადგენს.

დიმიტრი პესკოვი

11 ივლისი 2025, 15:33

მსოფლიო

კრემლი მაკრონის განცხადებაზე: ჩვენთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა ჩვენს საზღვრებთან

კრემლმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმები „მზად არის“, თუკი მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

ტიერი ბურკარდი

11 ივლისი 2025, 15:19

მსოფლიო

საფრანგეთის არმიის მეთაური: საფრანგეთი ევროპაში რუსეთის მთავარი მტერია

საფრანგეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა ტიერი ბურკარდმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროპაში რუსეთის „მთავარი მტერია“.

მარკო რუბიო

11 ივლისი 2025, 15:11

მსოფლიო

რუბიო აცხადებს, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის შანსები მაღალია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალაიზიაში ჩინელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

11 ივლისი 2025, 15:05

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.

მარკო რუბიო ვან ი

11 ივლისი 2025, 15:03

მსოფლიო

მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პარასკევს კუალა-ლუმპურში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 14:47

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული

11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

11 ივლისი 2025, 14:45

რეგიონი

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის შედეგად, იმ განმცხადებლებს, რომელთა განაცხადები პროგრამის კრიტერიუმებთან იყო შეუსაბამო უარი ეცნობათ.

11 ივლისი 2025, 14:44

ეკონომიკა

ლევან მუხუზლა: წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა

„წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში ეს არის იმ ბაზრებზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფირებას. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც აქტიურად ვიყენებთ, ეს არის იქაური ჯგუფების გამასპინძლება, სტუმრობა საქართველოში. ისინი ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ქართულ უნიკალურ ტექნოლოგიებს. ეს ჯგუფები შედგება სპეციალისტებისგან, იმპორტიორებისგან, რომლებიც შემდგომში ქართული ღვინის რეალიზაციას ახდენენ“, - აღნიშნა მუხუზლამ.

11 ივლისი 2025, 14:42

რეგიონი

ბექა ვაჭარაძე: ახალი ბრენდინგით ფოთი გპირდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას - ქალაქს, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და აერთიანებს საზღვაო ძალას კულტურულ უნიკალურობასთან

ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარუდგინა.

არჩილ გორდულაძე

11 ივლისი 2025, 14:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. კამპანიები, რომლებიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს

მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი პატრონების დავალებით მიმდინარეობს.

ლევან მაჭავარიანი

11 ივლისი 2025, 14:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გარე აქტორები ცდილობენ, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახლა ეს სპექტაკლი მიმდინარეობს

შიდა პაექრობა არის რა თქმა უნდა, შიდა კონკურენცია არსებობს; ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიფ სთეითის“ ფავორიტი იყოს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

11 ივლისი 2025, 14:34

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.