11 ივნისი 2025, 17:50 / სანდო წყარო

ვიქტორ ჯაფარიძე: მილიარდი მოიგოს ბანკმა და ამ დროს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, ეს დაუშვებელია

„ხომ შეიძლება, რომ მილიარდი კი არა ნახევარი მილიარდი ჰქონდეთ მოგება ბანკებს? ჰოდა დაუწიონ საპროცენტო განაკვეთს,“ - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათიას თურნავას ანგარიშის მოსმენისას.

მისივე თქმით, ბანკებს მოსახლეობა კაბალურ პირობებში ჰყავს და აუცილებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირება.

დეპუტატის განცხადებით, ბანკები მოსახლეობის ხარჯზე მილიარდიან მოგებაზე გადიან და ეს მაშინ, როცა მოსახლეობა ბაკში შესატანი თანხისთვის ყიდის ქონებას.

„მინდა დავსვა კითხვა, საკითხზე, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მესმის, რომ ჩვენი ქვეყანა რისკის ზონაშია და ამიტომ არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ როცა მილიარდზე მეტი აქვს ბანკს მოგება, იქ ალბათ საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე ბანკს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. რისკი მარტო ბანკებისთვის ხომ არ იზრდება, იზრდება მოსახლეობისთვისაც.

ხომ შეიძლება, რომ მილიარდი კი არა ნახევარი მილიარდი ჰქონდეთ მოგება ბანკებს? ჰოდა დაუწიონ საპროცენტო განაკვეთს.

მესმის, რომ ამ დროისთვის პრობლემატური სესხების წილი ქვეყანაში დაბალია, მაგრამ რეალურად ყველაფერს ყიდის მოსახლეობა იმისთვის, რომ ბანკთან პრობლემა არ ჰქონდეს. უჩნდება ერთი პრობლემა და 10-15 წელი უფუჭდება ისტორია. ახლოს არ გაიკარებს არცერთი ბანკი და ეს პრობლემა, რომ არ ჰქონდეს, მოსახლეობა იძულებულია, გაყიდოს ყველაფერი და ბოლო ლუკმა, წამლის ფული ბანკში გადაიხადოს.

რაღაც არის მოსაფიქრებელი. მილიარდი მოიგოს ბანკმა და ამ დროს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, ეს დაუშვებელია. ბანკები მოსახლეობას ძალიან კაბალურ პირობებში ამყოფებენ. წვრილი შრიფტით ნაწერ ვალდებულებებს, მოსახლეობის უმეტესობა ვერ კითხულობს. აუცილებელია მეტად ჩავერიოთ ამ ძალიან პრობლემური საკითხის მოგვარებაში,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ნათია თურნავამ ვიქტორ ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და ალბათ ჩარევა სწორიც არ იქნება, იმ მიზეზით, რომ საბანკო სფერო თავისუფალია და სწორედ ეს არის ამ სფეროს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ვალდებულებაა ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად აუცილებელია, ამ სფეროში კონკურენციის განვითარება, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

10 ივლისი 2025, 20:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება

„ეს არის მათი გამჭვირვალობა?! სადღაც, წყაროზე, ვიღაცა რომ იტყვის, „საიას“ ჩაერიცხა ერთი მილიონი, ამის იმედად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ამას ჰქვია გამჭვირვალობა?! ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

ეკა სეფაშვილი

10 ივლისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

10 ივლისი 2025, 20:08

მსოფლიო

სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41

მსოფლიო

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 19:03

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 18:53

მსოფლიო

მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39

რეგიონი

ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

დავით ქართველიშვილი

10 ივლისი 2025, 18:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30

მსოფლიო

სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.

ზურაბ მანჯავიძე

10 ივლისი 2025, 18:26

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე: ამ ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება

სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე მხარდაჭერა უნდა იყოს, რადგან აუცილებელია. ამ კანონმდებლობის შერბილებამ გამოიწვია პირიქით ამ ადამიანების გათავხედება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ სახელმწიფო ღალატის მუხლის შემოტანის ინიციატივაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 ივლისი 2025, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან

თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან,- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

10 ივლისი 2025, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

კობა ობოლაშვილი

10 ივლისი 2025, 18:17

სპორტი

კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა - საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა. საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.

დენის შმიგალი

10 ივლისი 2025, 18:16

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის აღდგენა და მოდერნიზაცია 14 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი დოლარი დაჯდება.

ზურაბ მანჯავიძე

10 ივლისი 2025, 18:12

პოლიტიკა

ზურაბ მანჯავიძე: რასაც გვიბრძანებენ იმას არ ვაკეთებთ, მათი გავლენის სფეროდან ვართ გამოსული, ამიტომ არ მოსწონთ ევროპარლამენტარებს საქართველოს ეროვნული ინტერესი - ეს პროცესი ჩვენმა გაუტეხლობამ უნდა დაასრულოს

„წინააღმდეგობა გავუწიეთ ლგბტ ყბადაღებულ თემებზე, აგენტების კანონებზე, ასევე „ფარასთან“ დაკავშირებით. ერთადერთი, მთავარი ახსნა არის ის, რომ გამოვდივართ მათი დიდი ბიძების გავლენის სფეროდან და მათ დაქნეულ თითზე ცალ ფეხზე არ ვხტუნაობთ და კუდს არ ვუქიცინებთ, აი ამაზე არიან გაცოფებულები. მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ეროვნული ღირსებით შემოსილ ადამიანებს, აქეთ გვეძახიან მონებს, რაც ძალიან სასაცილოა“, - აღნიშნა ზურაბ მანჯავიძემ.

10 ივლისი 2025, 18:11

კულტურა

ქართველი რეჟისორი მარიამ ბიწაძე ლოკარნოს კინოფესტივალის Film Foundry-სა და BaseCamp-ის მონაწილეა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით Sous la table

ის არის ევროპის კინოაკადემიის, ევროპის დოკუმენტალისტების ასოციაციის (DAE), EWA Network-ის წევრი და ასევე დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA-ს მმართველი საბჭოს წევრი. 2024 წელს მარიამი მოხვდა Forbes Georgia-ის "30 წარმატებული 30 წლამდე" სიაში კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ფრიდრიხ მერცი

10 ივლისი 2025, 18:09

მსოფლიო

მერცმა განაცხადა, რომ ტრამპს ესაუბრა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების მეტი რაოდენობით მიწოდების საკითხი განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.