11 ივნისი 2025, 17:56 / სანდო წყარო

ვატო შაქარიშვილი: „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის დაანონსებამ, მართლაც იქონია მოკლევადიანი ეფექტი, მაგრამ ეს ყველაფერი არის აწ უკვე გაშიფრული ინსტრუმენტების ჩამოწერა იმისათვის, რომ უცვლელი მიზნის მისაღწევად ახალი მექანიზმები აამუშაო

ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილის მოსაზრებას იზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას და ამ გზით ქვეყნების გადაყვანას სრულად კორპორაციულ მმართველობაზე.

მისი თქმით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მოახერხეს და ამერიკის პოლიტიკაზე სრული კონტროლი დაამყარეს, შექმნეს რა მძლავრი ქსელი, რასაც „დიფ სთეითი“ ეწოდება, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტია არის სენატისა თუ კონგრესის უმრავლესობაში და რომელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ფორმალურად ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ამერიკის პოლიტიკაზე, ანალოგური პროექტის განხორციელება დაიწყეს ამერიკის ფარგლებს მიღმა.

შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში უდიდესი მასშტაბის შემოტევისგან თავის დაცვაში მნიშვნელოვნად დაეხმარა საზოგადოების ინფორმირებულობა და მომავალშიც, ოლიგარქიული ოჯახების რეალურ მიზნებსა და განახლებულ ტაქტიკაზე სიმართლის ცოდნა იქნება მყარი გარანტია, რომ აღნიშნულმა ძალებმა ვეღარასოდეს შეძლონ წაგვართვან სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა მათი კორპორაციული ინტერესებისთვის გამოიყენონ.

„ძალიან საინტერესო, სიღრმისეული მსჯელობა შესთავაზეს საზოგადოებას ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და შემდგომში ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას და ამ გზით ქვეყნების გადაყვანას სრულად კორპორაციულ მმართველობაზე. რაც არ უნდა ეცადოს ვინმე ეს ყოველივე კონსპირაციულ თეორიებს დაუკავშიროს და ინფანტილური ქილიკით თემის მნიშვნელობა დააკნინოს, ეს რეალობაა და პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა და საკითხის გარშემო სიმართლის ცოდნა. ოლიგარქიული ოჯახებისგან მომავალი საფრთხე არ არის ახალი გამოწვევა ამერიკისთვის, ჯერ კიდევ 1948 წელს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უილიამ ო. დუგლასმა განაჩინა, რომ „ძალაუფლება, რომელიც ეკონომიკას აკონტროლებს უნდა იყოს ხალხის წარმომადგენელი ანუ არჩეული ადამიანების ხელში და არა ინდუსტრიული ოლიგარქების ხელში.“ აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში „ფორბსის“ სიაში მყოფი უმდიდრესი ამერიკული ოჯახების ქონება 1007%-ით არის გაზრდილი. ფაქტობრივად არ არსებობს ეკონომიკის სფერო, რომელსაც ისინი არ ფლობენ და არ აკონტროლებენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია კორპორაცია „ბლექროკი,“ რომელიც ერთდროულად ფლობს წილებს სამხედრო სამრეწველო კომპანიებში, ფარმაცევტულ ბიზნესში, ტექნოლოგიების სფეროში, მედიაში, ენერგეტიკაში, კვების ბიზნესში, საფინანსო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო სეგმენტში და ა.შ. და ა.შ. შეგახსენებთ, რომ „ბლექროკი“ ზუსტად იმ პერიოდში გახდა შვეიცარიული ბანკის აქციონერი, როდესაც „კრედიტ სუისი“ უკანონოდ არ უბრუნებდა კუთვნილ თანხას ბიძინა ივანიშვილს. “ბლექროკი“ საქართველოს ბაკებშიც გამოჩნდა, მაშინ როდესაც გასაჯაროვდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული გეგმები ქართული ეკონომიკის ჩამოქცევის შესახებ. „ბლექროკი“ ერთის მხირვ დაინტერესებულია უკრაინის ომის გახანგრძლივებით, რათა აშშ-ის ბიუჯეტიდან უკრაინაში გასაგზავნად რაც შეიძლება მეტი იარაღის შესყიდვა მოხდეს, ასევე „ბლექროკს“ უკვე აქვს ხელი მოწერილი უკრაინის ომის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის განხორციელებაზე, რაც უკრაინის ეკონომიკური ანექსიის საშუალებას მისცემს.

აღნიშნული უმსხვილესი კორპორაცია, ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია ოლიგარქიული ოჯახების ხელში. ოლიგარქიულმა ოჯახებმა მოახერხეს და ამერიკის პოლიტიკაზე სრული კონტროლი დაამყარეს, შექმნეს რა მძლავრი ქსელი, რასაც “დიფ სთეითი“ ეწოდება, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტია არის სენატისა თუ კონგრესის უმრავლესობაში და რომელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ფორმალურად ხელისუფლებაში. ოლიგარქიული ოჯახები აფინანსებდნენ პრეზიდენტების, გუბერნატორების, სენატორებისა და კონგრესმენების კამპანიებს. შემდგომში ისინი, უკვეთავდნენ სასურველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ფინანსურ ინტერესებში შედიოდა და რომლებიც კიდევ უფრო ამყარებდნენ მათ კონტროლს არამარტო ეკონომიკაზე არამედ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე. ისინი ქმნიდნენ ხელოვნურ კრიზისებს, სადაც შესაძლოა დროებით კარგავდნენ ფულს, მაგრამ იღებდნენ სხვა ტიპის სარგებელს, ძალაუფლების განმტკიცების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მათი მიზნების და საქმიანობის შესახებ ადამიანებს არ სცოდნოდათ სიმართლე, ისინი აკონტროლებდნენ ინფორმაციულ ნაკადებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ნებისმიერ აზრს, რომელიც მათ ამხელდა, მიაწერდნენ კონსპირაციულ თეორიას ან პრორუსულ ნარატივს.

მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ამერიკის პოლიტიკაზე, ანალოგური პროექტის განხორციელება დაიწყეს ამერიკის ფარგლებს მიღმა. ამერიკული სპეც სამსახურები წარმოადგენდნენ „დიფ სთეითის“ მთავარ დასაყრდენ ძალას, რომლის მეშვეობითაც მათი ძალაუფლების ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა. ამისათვის იყენებდნენ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ბერკეტებს. ახდენდნენ ომების პროვოცირებას, აწყობდნენ ე.წ. რეჟიმ ჩეინჯებს თუ კონკრეტულ ქვეყანაში არ იყო მათი სასურველი ხელისუფლება და შემდეგ მათივე მოყვანილი მმართველი ძალების ხელით ამ ქვეყნებს სრულად მათზე დამოკიდებულს ხდიდნენ. ჯონ პერკინსი საკუთარ წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ გვიყვება თუ რაში მდგომარეობდა მისი დავალება, რომელსაც იღებდა ამერიკის სპეც-სამსახურებისგან - „ჩემი მუშაობა, იმაში მდგომარეობს, რომ ვუბიძგო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, გახდნენ იმ ფართო ქსელის ნაწილნი, რომელიც შეერთებული შტატების კომერციული ინტერესების წინსვლას უწყობს ხელს. ისინი ვალების მახეში უნდა გაებნენ, რაც მათი ლოიალურობის გარანტია, როცა დაგვჭირდება, ადვილად შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საჭიროებისთვის მათ გამოყენებას.“ სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის, ასევე უკრაინის და სხვა ქვეყნების უახლესი ისტორიის მაგალითზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პერკინსის წიგნიდან ეს ერთი აბზაცი რეალურად აღწერს „დიფ სთეითის“ პოლიტიკას.

აღნიშნულმა ძალებმა, ევროპა ეტაპობრივად გახადეს დამოკიდებული ამერიკის პოლიტიკაზე, რამაც გაამარტივა სასურველი დოქტრინის დანერგვა, რომელიც ევროპის ეკონომიკურ, ღირებულებით და მმართველობით დეგრადაციას ისახავდა მიზნად. დღეს დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ შედეგი მიღწეულია - ევროპის კონტინენტზე 3 წელზე მეტია მიმდინარეობს ომი, წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა გერმანია ეკონომიკურ რეცესიაშია, უკონტროლო მიგრაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპული ქვეყნების ეროვნული შემადგენლობა და მალე ქრისტიანი ევროპელები უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ევროპის ქვეყნებს წართმეული აქვთ სუვერენიტეტი, რომელიც სრულად არის ბრიუსელი ხელში, თავის მხრივ ბრიუსელის ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება დიფ სთეითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ნაწილია. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც დიფ სთეითს მიზნის მისაღწევად დასჭირდა სრულად გაეშიფრა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ქსელი - ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობის, ასევე ცალკეული სახელმწიფოების ხელისუფლებების სახით. ამ გამოაშკარავებამ, ოლიგარქიული ოჯახები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, ვეღარ ხერხდებოდა იმის უარყოფა, რომ ასეთი ძალები მართლაც არსებობენ და ამიტომ მათ გადაწყვიტეს თავად წამოეწყოთ ამ ყველაფერზე, როგორც პრობლემაზე საუბარი და მისი დამარცხება საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მთავარი დაპირებაც გახდა. მაგრამ პარალელურად, ტრამპის გარემოცვაში რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც მის ინაუგურაციაზე საპატიო ადგილებს იკავებდნენ და მათგან ერთ-ერთი, ილონ მასკი პრეზიდენტის კაბინეტის წევრიც კი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ 4-5 ადამიანის საერთო ქონება 1 ტრილიონ დოლარს აღემატება და ამ ქონებას ისინი სხვა ადმინისტრაციების პირობებში აგროვებდნენ. „დიფ სთეითის“ არსებობის აღიარებამ და მის წინააღმდეგ ბრძოლის დაანონსებამ, მართლაც იქონია მოკლევადიანი ეფექტი, რადგან სხვებს შორის მეც გამიჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის განცდა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მართლაც იწყებდა „დიფ სთეითის“ დემონტაჟს. ილუზიას ქმნიდა, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების დახურვა, ასევე ხმამაღალი განცხადებები, იმ ბოროტების შესახებ, რასაც „დიფ სთეითი“ ათწლეულების განმავლობაში სჩადიოდა. მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი არის აწ უკვე გაშიფრული და ფართოდ დისკრედიტირებული ინსტრუმენტების ჩამოწერა, იმისათვის რომ უცვლელი მიზნის მისაღწევად სხვა უფრო ახალი და ეფექტური მექანიზმები აამუშაონ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან სასარგებლო იყო ამ თემის გარშემო კვალიფიციური და სიღრმისეული მსჯელობის გახსნა, ზაზა შათირიშვილის და დავით ქართველიშვილის მხრიდან. საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში უდიდესი მასშტაბის შემოტევისგან თავის დაცვაში მნიშვნელოვნად დაეხმარა საზოგადოების ინფორმირებულობა და მომავალშიც, ოლიგარქიული ოჯახების რეალურ მიზნებსა და განახლებულ ტაქტიკაზე სიმართლის ცოდნა იქნება მყარი გარანტია, რომ აღნიშნულმა ძალებმა ვეღარასოდეს შეძლონ წაგვართვან სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა მათი კორპორაციული ინტერესებისთვის გამოიყენონ“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 13:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების შეხვედრებზე უცხო ქვეყნებში: „მაღალი შეხვედრების" ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უცხო ქვეყნებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების - პეტრე ცისკარიშვილისა და ლევან სანიკიძის შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

09 ივლისი 2025, 13:47

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა.

09 ივლისი 2025, 13:29

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:26

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის - ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

09 ივლისი 2025, 13:21

რეგიონი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრნენ და ეკოლოგიის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:15

ტაბლოიდი

Mattel-მა წარადგინა ბარბი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს

„ბარბი პირველი ტიპის დიაბეტით მნიშვნელოვანი მომდევნო ნაბიჯია ჩვენს გზაზე, რომლის მიზანიცაა, რომ ყოველმა ბავშვმა ბარბიში საკუთარ თავს ამოიცნოს“, - განაცხადა Mattel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბარბის მიმართულების ხელმძღვანელმა კრისტა ბერგერმა Yahoo-სთან ინტერვიუში.

09 ივლისი 2025, 13:13

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა, სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

09 ივლისი 2025, 12:51

რეგიონი

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.

09 ივლისი 2025, 12:45

ტექნოლოგიები

კვლევა: მყინვარების დნობამ შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს🌋

მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.

09 ივლისი 2025, 12:43

რეგიონი

ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, Capacity 4 Nutrition (C4N) ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მრჩეველი, ნუტრიციოლოგი ბრიჯიტ ფენი ეწვია. C4N ინიციატივა ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური მთავრობის (BMZ) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად პარტნიორ ქვეყნებში კვებითი მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

მაია ომიაძე

09 ივლისი 2025, 12:40

ეკონომიკა

მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია

„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

09 ივლისი 2025, 12:33

საზოგადოება

გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

09 ივლისი 2025, 12:28

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გეკა გელაძე

09 ივლისი 2025, 12:22

სამართალი

შს მინისტრი: გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები

„გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში“.

09 ივლისი 2025, 12:18

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ვიდეომასალაზე: საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:04

ეკონომიკა

2025 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ანა წითლიძე

09 ივლისი 2025, 12:00

პოლიტიკა

ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

09 ივლისი 2025, 11:56

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის მუსიკალური პოემა „ტატო“ გაიმართა

სპექტაკლად ქცეული ორმოქმედებიანი თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის განვლილ ხანმოკლე ცხოვრებასა და ბედისწერაზე მოგვითხრობს. ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლებულია ყველა პერსონაჟი, ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა. კოსტიუმირებული წარმოდგენა საოპერო, საესტრადო და ხალხური მუსიკის სინთეზია. სპექტაკლისთვის ოცდაერთი ახალი სიმღერა დაიწერა.

09 ივლისი 2025, 11:48

მსოფლიო

მეცნიერების შეფასებით, ევროპაში სიცხის ტალღამ დაახლოებით 2 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

„კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაზარდა და ეს სიცხე გაცილებით უფრო საშიში გახდა“, - თქვა იმპერიული კოლეჯის მკვლევარმა დოქტორმა ბენ კლარკმა.

გიორგი გამსახურდია

09 ივლისი 2025, 11:44

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებაზე: უცხოელ პარტნიორებთან აშავებდა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - წარმოუდგენელი იყო, ამ შემადგენლობით, პოზიტიური საქმის კეთებაზე ფიქრიც კი

გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.