11 ივნისი 2025, 18:01 / სანდო წყარო

ვატო შაქარიშვილი: ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამერიკის პოლიტიკაზე კონტროლი დაამყარეს. მათი საქმიანობის შესახებ ადამიანებს, რომ არ სცოდნოდათ აკონტროლებდნენ ნებისმიერ აზრს, რომელიც მათ ამხელდა, მიაწერდნენ კონსპირაციულ თეორიას, პრორუსულ ნარატივს

ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

„ოლიგარქიულმა ოჯახებმა მოახერხეს და ამერიკის პოლიტიკაზე სრული კონტროლი დაამყარეს, შექმნეს რა მძლავრი ქსელი, რასაც “დიფ სთეითი“ ეწოდება, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტია არის სენატისა თუ კონგრესის უმრავლესობაში და რომელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ფორმალურად ხელისუფლებაში“, - წერს ვრცელ პოსტს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ამერიკის პოლიტიკაზე, ანალოგური პროექტის განხორციელება დაიწყეს ამერიკის ფარგლებს მიღმა.

„ოლიგარქიული ოჯახები აფინანსებდნენ პრეზიდენტების, გუბერნატორების, სენატორებისა და კონგრესმენების კამპანიებს. შემდგომში ისინი, უკვეთავდნენ სასურველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ფინანსურ ინტერესებში შედიოდა და რომლებიც კიდევ უფრო ამყარებდნენ მათ კონტროლს არამარტო ეკონომიკაზე არამედ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე. ისინი ქმნიდნენ ხელოვნურ კრიზისებს, სადაც შესაძლოა დროებით კარგავდნენ ფულს, მაგრამ იღებდნენ სხვა ტიპის სარგებელს, ძალაუფლების განმტკიცების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მათი მიზნების და საქმიანობის შესახებ ადამიანებს არ სცოდნოდათ სიმართლე, ისინი აკონტროლებდნენ ინფორმაციულ ნაკადებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ნებისმიერ აზრს, რომელიც მათ ამხელდა, მიაწერდნენ კონსპირაციულ თეორიას ან პრორუსულ ნარატივს.

მას შემდეგ, რაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ამერიკის პოლიტიკაზე, ანალოგური პროექტის განხორციელება დაიწყეს ამერიკის ფარგლებს მიღმა. ამერიკული სპეც სამსახურები წარმოადგენდნენ „დიფ სთეითის“ მთავარ დასაყრდენ ძალას, რომლის მეშვეობითაც მათი ძალაუფლების ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა. ამისათვის იყენებდნენ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ბერკეტებს. ახდენდნენ ომების პროვოცირებას, აწყობდნენ ე.წ. რეჟიმ ჩეინჯებს თუ კონკრეტულ ქვეყანაში არ იყო მათი სასურველი ხელისუფლება და შემდეგ მათივე მოყვანილი მმართველი ძალების ხელით ამ ქვეყნებს სრულად მათზე დამოკიდებულს ხდიდნენ. ჯონ პერკინსი საკუთარ წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ გვიყვება თუ რაში მდგომარეობდა მისი დავალება, რომელსაც იღებდა ამერიკის სპეც-სამსახურებისგან - „ჩემი მუშაობა, იმაში მდგომარეობს, რომ ვუბიძგო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, გახდნენ იმ ფართო ქსელის ნაწილნი, რომელიც შეერთებული შტატების კომერციული ინტერესების წინსვლას უწყობს ხელს. ისინი ვალების მახეში უნდა გაებნენ, რაც მათი ლოიალურობის გარანტია, როცა დაგვჭირდება, ადვილად შევძლებთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საჭიროებისთვის მათ გამოყენებას.“ სამწუხაროდ, ჩვენივე ქვეყნის, ასევე უკრაინის და სხვა ქვეყნების უახლესი ისტორიის მაგალითზე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პერკინსის წიგნიდან ეს ერთი აბზაცი რეალურად აღწერს „დიფ სთეითის“ პოლიტიკას“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

09 ივლისი 2025, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს

„ის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ჰქვია ეუთო/ოდირი დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, აბსოლუტურად უვნებელყოფილია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

09 ივლისი 2025, 14:15

მსოფლიო

პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისსა და პარტიის ლიდერების ოფისებში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების შეხვედრებზე უცხო ქვეყნებში: „მაღალი შეხვედრების" ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უცხო ქვეყნებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების - პეტრე ცისკარიშვილისა და ლევან სანიკიძის შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

09 ივლისი 2025, 13:47

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა.

09 ივლისი 2025, 13:29

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:26

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის - ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

09 ივლისი 2025, 13:21

რეგიონი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრნენ და ეკოლოგიის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:15

ტაბლოიდი

Mattel-მა წარადგინა ბარბი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს

„ბარბი პირველი ტიპის დიაბეტით მნიშვნელოვანი მომდევნო ნაბიჯია ჩვენს გზაზე, რომლის მიზანიცაა, რომ ყოველმა ბავშვმა ბარბიში საკუთარ თავს ამოიცნოს“, - განაცხადა Mattel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბარბის მიმართულების ხელმძღვანელმა კრისტა ბერგერმა Yahoo-სთან ინტერვიუში.

09 ივლისი 2025, 13:13

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა, სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

09 ივლისი 2025, 12:51

რეგიონი

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.

09 ივლისი 2025, 12:45

ტექნოლოგიები

კვლევა: მყინვარების დნობამ შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს🌋

მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.

09 ივლისი 2025, 12:43

რეგიონი

ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, Capacity 4 Nutrition (C4N) ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მრჩეველი, ნუტრიციოლოგი ბრიჯიტ ფენი ეწვია. C4N ინიციატივა ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური მთავრობის (BMZ) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად პარტნიორ ქვეყნებში კვებითი მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

მაია ომიაძე

09 ივლისი 2025, 12:40

ეკონომიკა

მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია

„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

09 ივლისი 2025, 12:33

საზოგადოება

გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

09 ივლისი 2025, 12:28

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გეკა გელაძე

09 ივლისი 2025, 12:22

სამართალი

შს მინისტრი: გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები

„გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში“.

09 ივლისი 2025, 12:18

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ვიდეომასალაზე: საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:04

ეკონომიკა

2025 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ანა წითლიძე

09 ივლისი 2025, 12:00

პოლიტიკა

ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

09 ივლისი 2025, 11:56

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის მუსიკალური პოემა „ტატო“ გაიმართა

სპექტაკლად ქცეული ორმოქმედებიანი თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის განვლილ ხანმოკლე ცხოვრებასა და ბედისწერაზე მოგვითხრობს. ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლებულია ყველა პერსონაჟი, ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა. კოსტიუმირებული წარმოდგენა საოპერო, საესტრადო და ხალხური მუსიკის სინთეზია. სპექტაკლისთვის ოცდაერთი ახალი სიმღერა დაიწერა.