11 ივნისი 2025, 18:11 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: გარე აქტორებს დიდი პატრონაჟი აქვს აღებული ამ ჩვენს სრულებით განულებულ ოპოზიციაზე და რაღაც აქტივობებს ახლაც აუცილებლად მოაყოლებენ

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

როდესაც რაიმე განცხადება შეიძლება იყოს წამოსული გარედან იმ მოტივით, რომ მავნებელ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ოპოზიციას დაეხმაროს, უკვე ავტომატურად ეს განცხადება ჰაერში გაფანტული სუბსტანციასავითაა, რომელიც ჰაერში აორთქლდება და არაფერს წარმოადგენს,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

დეპუტატი თვითმმართველობის არჩევნებში მოსალოდნელი გარე ჩარევების შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიციას გარეთ ჰყავს მოკავშირეები და სწორედ მათთან გარბიან ხოლმე მათთვის ყველაზე რთულ მომენტებში. წილოსანის თქმითვე, სწორედ ასეთი რთული მომენტია ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებიც.

„ფაქტია, გარე აქტორებს დიდი პატრონაჟი აქვს აღებული ამ ჩვენს სრულებით განულებულ ოპოზიციაზე და რაღაც აქტივობებს ახლაც აუცილებლად მოაყოლებენ. დავინახეთ, რომ სრულიად სახე დაკარგული ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზეც ძალიან გასაცოდავებულად წარდგა ქართველი ხალხის წინაშე, წინასაარჩევნო კამპანიაც კი არ უწარმოებიათ, მაგრამ მთელი დაწოლის ცენტი იყო გადატანილი უცხოეთში, უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, დეკლარაციებზე, რეზოლუციებზე, მათ აქ ვიზიტებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობაზე. მოკლედ, ეს იყო მთელი ამ რაღაც დიდი სცენარის ნაწილი. ფაქტია, რომ ამ ჩვენს გაუბედურებულ და მავნებლურ ოპოზიციას გარეთ ჰყავთ მოკავშირეები, სწორედ ამ მოკავშირეებთან გარბიან ხოლმე მათთვის ყველაზე რთულ მომენტებში. ასეთი რთული მომენტი არის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდიც, როდესაც ისინი ყველაფერს იზამენ, რომ რაღაცნაირად მიაღწიონ არჩევნებამდე, ხოლო შემდგომ, გარედან დაკვეთით ვინ მიიღებს მონაწილეობას და გარედან ნაკარნახევი მითითებებით ნაწილი შემოვა არჩევნებში. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ის, რასაც აქამდე ისინი სჩადიოდნენ, ეს პირდაპირი დიაგნოზია მათი ამომრჩევლისთვის, თუ რა პოზიცია უნდა დაიჭირონ თვითმმართველობის არჩევნებში და რა თქმა უნდა, მათი მარცხი გარანტირებულია. ახლაც, გაგრძელდება გარედან დახმარებები, ამ ჩვენი მავნებელი და დამნაშავე პოლიტიკოსების გარედან მხარდაჭერა და ამაში გასაკვირი არაფერია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხვდება ყველა განცხადების უკან რა მოტივი იმალება, რა ძალა მოქმედებს, რა განზრახვაა და რას ემსახურება. როდესაც რაიმე განცხადება შეიძლება იყოს წამოსული იმ მოტივით, რომ აქ, ამ მავნებელ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ოპოზიციას დაეხმაროს, უკვე ავტომატურად ეს განცხადება ჰაერში გაფანტული სუბსტანციასავითაა, რომელიც ჰაერში აორთქლდება და არაფერს წარმოადგენს“,- აღნიშნა წილოსანმა.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2025, 22:40

პოლიტიკა

რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ

უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება.

19 ივლისი 2025, 22:08

რეგიონი

„მსოფლიო პოპულარული მუსიკა“ - „მუსიკალური ბათუმი 2025-ის“ ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებს აერთიანებს და მისი მიზანი რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებაა.

იური ლომაძე

19 ივლისი 2025, 22:03

სპორტი

იური ლომაძე სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეექვსე მედალია. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) მოიპოვეს.

ოთარ აბულაძე

19 ივლისი 2025, 22:01

სპორტი

ოთარ აბულაძე სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოსთვის უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე ეს მეხუთე მედალია. ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

19 ივლისი 2025, 21:32

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

19 ივლისი 2025, 21:05

სპორტი

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

19 ივლისი 2025, 20:05

სპორტი

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით - 22:10 სამხრეთ აფრიკის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.

ილჰამ ალიევი:

19 ივლისი 2025, 19:57

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

19 ივლისი 2025, 19:09

სპორტი

საქართველოს და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის მეორე ტაიმი მიმდინარეობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უპირისპირდება. პირდაპირი ტრანსლაცია ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაიცემა.

გიორგი ქაჯაია

19 ივლისი 2025, 18:55

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში

„ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო უკრაინაში ომის დასრულება. ასევე, ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. უცებ რიტორიკა შეიცვალა და სამხედრო დახმარებას უზრდიან, მათ არ ანაღვლებთ უკრაინაში რა მოხდება, უკრაინა მათთვის არის პოლიგონი. ყველაზე საეჭვო თამაში სწორედ ბრიუსელმა ითამაშა და იქ მოკალათებულმა ადამიანებმა“.

19 ივლისი 2025, 18:55

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 18:51

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

ღონისძიებას დაესწრო სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ამ დროისთვის დარბაზში 50-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს მეღვრეკისიდან და მიმდებარე სოფლებიდან.

 ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

19 ივლისი 2025, 18:47

საზოგადოება

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ბონდის მღვიმეში ჩატარებულ ექსპედიციაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი როგორც არქეოლოგიისთვის, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ზოგადად. ეს მღვიმე ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი როგორც არქეოლოგიისთვის, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ზოგადად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ არქეოლოგმა ნიკოლოზ თუშაბრამიშვილმა ბონდის მღვიმეში ჩატარებულ მორიგ სამუშაოებთან დაკავშირებით.

19 ივლისი 2025, 18:26

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: რატომ უნდათ გააუქმონ ვიზალიბერალიზაცია და რატომ აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, ამაზე პასუხი არ არსებობს - ყველა მაჩვენებლებით, რა კრიტერიუმებსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მოწინავე პოზიციაზე ვართ

არახალია, როდესაც ე.წ. დიფ სთეითი და ის უხილავი ხელები ცდილობენ, რომ საქართველოს სტაბილურ გარემოზე მოახდინონ ზემოქმედება. ეს წერილი იყო პირდაპირ ცეცხლზე ნავთის დასხმის ერთ-ერთი მთავარი მცდელობამ, - ასე შეაფასა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ევროკომისიის 8-პუნქტიანი რეკომენდაცია.

თორნიკე ჭეიშვილი

19 ივლისი 2025, 18:14

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან

პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებელი უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვასთან მიმართებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისიის წერილში დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

თორნიკე ჭეიშვილი

19 ივლისი 2025, 18:04

პოლიტიკა

ჭეიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე: ყველანაირი მზაობაა დისკუსიისთვის, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს აქვს ულტიმატუმის ენა, რთულია ეს არ დაუკავშირდეს მავნებლურ წამოწყებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით

„როდესაც ისინი აპელირებენ გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე, მეორე მხრივ აპელირებენ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაზე. ისმის კითხვა: რა კავშირი აქვს ამ თემებს უვიზო მიმოსვლის საკითხთან?! რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ამ კანონმდებლობის მოქმედება საქართველოში თუნდაც ევროკავშირისთვის?! რა თქმა უნდა - არავითარს. ნებისმიერი ჯანსაღი პარტნიორი უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ კონკრეტულ ქვეყანაში, რომელთანაც მას უწევს საქმიანი ურთიერთობა, აქვს უვიზო მიმოსვლა და სხვა. თუნდაც გამჭვირვალობის სტანდარტი იყოს რაც შეიძლება უფრო მაღალი“.

თორნიკე ჭეიშვილი

19 ივლისი 2025, 18:03

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე. ის, რომ ერთი ვართ მართლები და მეორე, ვესაუბრებით საზოგადოებას იმის შესახებ, რაც სიმართლესთან არის შესაბამისობაში

ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, ის, რომ ერთი ვართ მართლები და მეორე, ვესაუბრებით საზოგადოებას იმის შესახებ, რაც სიმართლესთან არის შესაბამისობაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

19 ივლისი 2025, 17:42

მსოფლიო

Reuters: სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაკარგულად ითვლება

სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, 7 ათასზე მეტი ადამიანი კი ევაკუირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 17:30

მსოფლიო

გერმანიაში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ფოიერვერკების გაშვების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ბავშვია. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

19 ივლისი 2025, 17:24

კულტურა

აბრეშუმის გალერეაში ლედი ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

აბრეშუმის გალერეაში ლედი ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია 110 ნამუშევარი. ექსპოზიციების ნახვა დღეს საღამოს 9 საათამდეა შესაძლებელი.