ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს: ყველას შურს საქართველოსი -7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია

ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი - 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ამასთანავე, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, - ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევების გაზიარებას უნგრეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გვჭირდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ევროპულ დელეგაციას - საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. საქართველოს მიღწევების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შედეგები არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს, ალბათ, არ იყო იოლი. ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური „მეინსტრიმ ლიბერალები“ ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორც ახლაა, რა იქნებოდა. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს, ბრუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია არის ჩვენთვის საერთო. ჩვენც გვინდა მსგავსი ეკონომიკური ზრდა, დრო მოვა და ჩვენც გვექნება“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 12:51
რეგიონი
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.

09 ივლისი 2025, 12:45
ტექნოლოგიები
კვლევა: მყინვარების დნობამ შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს🌋
მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.

09 ივლისი 2025, 12:40
ეკონომიკა
მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია
„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

09 ივლისი 2025, 12:33
საზოგადოება
გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

09 ივლისი 2025, 12:28
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:22
სამართალი
შს მინისტრი: გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
„გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში“.

09 ივლისი 2025, 12:18
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ვიდეომასალაზე: საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალაზე განცხადებას ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 12:04
ეკონომიკა
2025 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით, +4,525 ვიზიტით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

09 ივლისი 2025, 12:00
პოლიტიკა
ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუქ-გვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, თანაპარტიელებთან, ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

09 ივლისი 2025, 11:56
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის მუსიკალური პოემა „ტატო“ გაიმართა
სპექტაკლად ქცეული ორმოქმედებიანი თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის განვლილ ხანმოკლე ცხოვრებასა და ბედისწერაზე მოგვითხრობს. ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლებულია ყველა პერსონაჟი, ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა. კოსტიუმირებული წარმოდგენა საოპერო, საესტრადო და ხალხური მუსიკის სინთეზია. სპექტაკლისთვის ოცდაერთი ახალი სიმღერა დაიწერა.

09 ივლისი 2025, 11:48
მსოფლიო
მეცნიერების შეფასებით, ევროპაში სიცხის ტალღამ დაახლოებით 2 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
„კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაზარდა და ეს სიცხე გაცილებით უფრო საშიში გახდა“, - თქვა იმპერიული კოლეჯის მკვლევარმა დოქტორმა ბენ კლარკმა.

09 ივლისი 2025, 11:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებაზე: უცხოელ პარტნიორებთან აშავებდა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - წარმოუდგენელი იყო, ამ შემადგენლობით, პოზიტიური საქმის კეთებაზე ფიქრიც კი
გიორგი გამსახურდია საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, თორნიკე ფარულავას სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება სოციალურ ქსელში.

09 ივლისი 2025, 11:42
თავდაცვა
წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა
„დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ“.

09 ივლისი 2025, 11:40
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი: მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გვაძლევს შესაძლებლობას ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა ის უპირატესობა, რაც ქვეყანას გააჩნია
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ BPO სექტორის ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი ეწვია.

09 ივლისი 2025, 11:32
ეკონომიკა
6 თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 11:29
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ანდრაშ ლასლოს განცხადებას ეხმიანება
„აბსურდის თეატრი პორნოლიბერალების შესრულებით! ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ფაიზერის 40 მილიარდიანი და სხვა მრავალი კორუფციული გარიგებების გამო მისი იმპიჩმენტის პროცედურის პარალელურად განიხილება დემოკრატიის უკან დახევა საქართველოში! ოლე-ოლა“, - წერს გოგა ხაინდრავა.

09 ივლისი 2025, 11:28
მსოფლიო
ტემი ბრიუსი: შეერთებულ შტატებს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის დახმარებაზე
„შეერთებულ შტატებს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის დახმარებაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ეს მხოლოდ ერთი ასპექტი, ერთ კონკრეტული სიტუაცია იყო, რომელიც უკვე შეიცვალა. თავდაცვის მდივანმა განმარტა, რომ არსებობს სხვა, ძლიერი ვარიანტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გასაძლიერებლად“, - განმარტა მან.

09 ივლისი 2025, 11:17
სპორტი
დავით მსხალაძე კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასის გამარჯვებულია
ბულგარეთმა კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს თასს უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა დავით მსხალაძემ (+85 კგ) - მან ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა რუმინელი ვლად უნკუ დაამარცხა.

09 ივლისი 2025, 11:17
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ და „რეალის“ შეხვედრაზე: თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მზად ვართ თამაშისთვის
„ფიფა 2025“ წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ნიუ-ჯერსიში მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

09 ივლისი 2025, 11:17
მსოფლიო
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. 160-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.