ირაკლი ზარქუა: მაიდანი არის დღის წესრიგში ისევ, არ მოხსნილა. კიდევ უფრო მძაფრდება უკრაინაში ომი. შესაბამისად, ეს არის ამათი დაკვეთა, რომ რამენაირად ისევ ქაოსში, როგორც არის უკრაინა, გადაიყვანონ ჩვენი სახელმწიფო

ირაკლი ზარქუა
ფოტო: ვიდეოკადრი
ეს ბერკეტი ამათ სულ ჰქონდათ. მათ შორის გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ კანდიდატის სტატუსი, იყო მოლაპარაკებების გახსნა და იყო ასევე, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოყენებული იქნას წინასაარჩევნოდ შანტაჟისთვის.
ირაკლი ზარქუას თქმით, შანტაჟის მცდელობები მუდმივად იყო, თუმცა ადეკვატურად მოაზროვნე ევროპელი ლიდერების დამსახურებით ბრიუსელმა ვერ შეძლო გეგმის განხორციელება.
მისი განცხადებით, რადიკალებს კვლავ აქვთ შეკვეთა, რომ საქართველოში გადმოიტანონ მაიდანი.
„მადლობა ღმერთს იქ არიან ადეკვატურად მოაზროვნე ევროპელი ლიდერები, რომლებმაც ეს ჩაშალეს. მაგრამ თემა რა არის? ბერკეტი. ეს არის შანტაჟი, დაშინება ქართული საზოგადოების და ამ მავნებლობისთვის არის გარკვეული ნაწილი რადიკალების ჩასული [ბრიუსელში] და კიდევ ახალი ინსტრუქციები მიიღონ და არიონ ეს ქვეყანა.
მაიდანი არის დღის წესრიგში ისევ, არ მოხსნილა. ნახეთ უკრაინის თემა. კიდევ უფრო მძაფრდება იქ ომი შესაბამისად, ეს არის ამათი დაკვეთა, ეს არის ამათი ამოცანა, რომ რამენაირად ისევ ქაოსში, როგორც არის უკრაინა, გადაიყვანონ ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ყველა სიახლე

12 ივლისი 2025, 20:56
პოლიტიკა
საქართველო როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი - საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ყოველწლიურ ფორუმზე. „ქრონიკა“ ხორვატიიდან
საქართველო როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი - საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.

12 ივლისი 2025, 20:41
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ალოობის პროცესს გაეცნენ და მეხორბლე-ფერმერებს შეხვდნენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხორბლის 200 000-ს ტონამდე მოსავალს ელის. მარცვლეული კულტურის აღებისა და დაბინავების პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნენ.

12 ივლისი 2025, 20:40
პოლიტიკა
როგორი უნდა იყოს საქართველო - სომხეთის თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროში - სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორი უნდა იყოს საქართველო - სომხეთის თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროში. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა და ქართველ კოლეგებს შეხვდა.

12 ივლისი 2025, 20:31
პოლიტიკა
რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს. თავად ელენე ხოშტარია ამ ფაქტზე კითხვას შეურაცხყოფით პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს.

12 ივლისი 2025, 20:29
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ზოგიერთი „ენჯეოს“ დაფინანსებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2025, 20:27
სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და გამოძიება გენერალურ პროკურატურაში - ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი 2019 წლის 20 ივნისს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ხელახალ გამოძიებას გეგმავს.

12 ივლისი 2025, 20:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და იძულებული იქნება ითხოვის ურთიერთობების დალაგება
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში დროებით გადავიდეთ საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

12 ივლისი 2025, 20:18
პოლიტიკა
17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. მსგავსი სახის განცხადებები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ ცრუ ნარატივების საფუძველი ხდება.

12 ივლისი 2025, 20:16
სპორტი
თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.

12 ივლისი 2025, 18:14
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს.

12 ივლისი 2025, 18:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მკაფიოდ გავლებულია ხაზები ევროპასა და ევროკავშირს შორის, ევრობიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის. არადა ეს ხაზი გადის სწორედ იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლა
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, მაგრამ ეს ნებისმიერი გზა დღეს გადის ევროპარლამენტის რეზოლუციების, ევროკომისიების და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებების დონეზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკისა და სტრატეგიულ მიდგომებზე საუბრისას.

12 ივლისი 2025, 17:43
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ელაპარაკო ხელის გადაგრეხით და შანტაჟის ენით, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივამ პოლიტიკური ლიდერების შეწყალების შესახებ გააჩინა ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამ პროცესში არ შემოვიდნენ, რადგან პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელაძემ აღნიშნავს, რომ პარტიების გარკვეული ნაწილი ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

12 ივლისი 2025, 17:42
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები
რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით.

12 ივლისი 2025, 17:37
სპორტი
ბათუმი კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“ მასპინძლობს
ბათუმი მასპინძლობს კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

12 ივლისი 2025, 17:32
საზოგადოება
მეუფე იაკობი: ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი. მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებზე.

12 ივლისი 2025, 17:17
მსოფლიო
გრანდ კანიონში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
აშშ-ში, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ნაწილში ტყის ხანძრების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი არიზონას ტყის მასივში 4 ივლისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა და ათობით ჰექტარი ფართობი მოიცვა.

12 ივლისი 2025, 17:13
მსოფლიო
ბრიტანელი გენერალი: გაერთიანებული სამეფო მომდევნო 5 წელში რუსეთთან შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს
„თუ რუსეთი უკრაინაში ომს შეაჩერებს, მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა რამდენიმე თვეში მას ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს შეზღუდული შეტევა ნატოს წევრ ქვეყანაზე, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და ეს 2030 წლისთვის მოხდება“, - განაცხადა გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა.

12 ივლისი 2025, 17:05
მსოფლიო
ზელენსკი: ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს
„მკაცრი მეორადი სანქციებია საჭირო ყველა იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთს დრონების წარმოებაში ეხმარება და ნავთობის გაყიდვით სარგებელს იღებს. საჭიროა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ასევე ინვესტიციები დრონებში, რომლებიც უკვე იძლევა კარგ შედეგებს. ეს ომი მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება შეჩერდეს. ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს“, - დაწერა ზელენსკიმ.

12 ივლისი 2025, 16:58
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე 30%-იანი ტარიფი დააწესა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი ფორმით აცნობა.

12 ივლისი 2025, 16:32
ჯანდაცვა
სკრინინგის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ასევე შეეხო ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობას, მიმართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებს.