12 ივნისი 2025, 15:52 / სანდო წყარო

ვატო შაქარიშვილი: ცხადია, 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ვერ იქნება იმ ფსიქოლოგიური სტრესის კომპენსაცია, რაც მარიამ ლაშხის მცირეწლოვან შვილებს მიაყენეს - საჩივარი იყო მცდელობა, დაეცვა სხვები და სხვისი შვილები

ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

ცხადია, 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ვერ იქნება იმ ფსიქოლოგიური სტრესის კომპენსაცია, რაც მარიამ ლაშხის მცირეწლოვან შვილებს მიაყენეს. მარიამის მხრიდან საჩივარიც იყო მცდელობა, დაეცვა სხვები და სხვისი შვილები, რომ თანამედროვე შიგ ევროპელმა ჰუნვეიბინებმა აღარ გაბედონ ასეთი ამორალური თავდასხმები, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა, ნაც-აქტივისტების მხრიდან საჯარო მოხელეებზე თუ საზოგადოების სხვა წევრებზე ამორალური თავდასხმები, რამაც დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა და ამ ყველაფრის უკან მდგომ უცხოურ ძალებს მადაც გაუზარდა.

„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ევრო-ამერიკულმა ფონდებმა გაზარდეს ამ მიმართულებით დაფინანსება, განცხადებებით ახალისებდნენ ოჯახებში მივარდნას, ქუჩებში გინებას, შეურაცხყოფას და ამ ყველაფერს „გამოხატვის თავისუფლებად“ ნათლავდნენ. ამის პარალელურად აღნიშნული ჯგუფები ორგანიზებულად აწარმოებდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს სოციალური ქსელების გამოყენებით, ასაჯაროებდნენ კონკრეტული მოხელეების მისამართებს და სხვა პირად ინფორმაციებს.

მთელი ეს პროცესი ემსახურება ერთ მიზანს, რომ რამენაირად მოხერხდეს დაპირისპირების გაღვივება, რასაც როგორც შანსს ხედავენ, იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყანაში სტაბილურობა, მიიღონ არეულობა და ამ გზით მაინც მოახერხონ ხელისუფლების შეცვლა.

ისტერია, რაც მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესების დაწყებამ გამოიწვია, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მათი „ევროპისკენ მისწრაფება“ დიდი ტყუილია, რადგან სწორედ ევროპული, დასავლური პრაქტიკაა, ამგვარ ქმედებებზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მაგალითად, The Times-ის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ბრიტანეთში 12.183 მოქალაქე(დღეში საშუალოდ 33!) გაასამართლეს და მათ შორის ნაწილს, 6 თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. დიდ ბრიტანეთში საკითხს არეგულირებს კომუნიკაციების კანონის 127-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დანაშაულად ითვლება შეურაცხმყოფელი, უცენზურო, უხამსი ან მუქარის შემცველი ტექსტების გაგზავნა/გამოქვეყნება საჯარო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების გამოყენებით.

ასეა, თვითონ უნდათ გამჭვირვალობაც, უსაფრთხოებაც, კეთილდღეობაც, სტანდარტების დაცვა მედიასა თუ საზოგადოებაში... ის შეურაცხყოფა, რაც დასჯადია გერმანიაში, საფრანგეთსა თუ ბრიტანეთში, ჩვენ ქართველებს საამურ სიმღერად უნდა ჩაგვესმოდეს… ეს არის მათი დამოკიდებულება ყველაფერში, რაც ჯოზეფ ბორელმა ერთ წინადადებაში გამოხატა, როდესაც თქვა: „ევროპა, აყვავებული ბაღია და ყველაფერი დანარჩენი ჯუნგლები”…

ცხადია„ 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ვერ იქნება იმ ფსიქოლოგიური სტრესის კომპენსაცია, რაც მარიამ ლაშხის მცირეწლოვან შვილებს მიაყენეს. მარიამის მხრიდან საჩივარიც იყო მცდელობა, დაეცვა სხვები და სხვისი შვილები, რომ თანამედროვე შიგ ევროპელმა ჰუნვეიბინებმა აღარ გაბედონ ასეთი ამორალური თავდასხმები. მათ არ აჩერებს არც მორალი, არც ეთიკა, არც მიმტევებლობა, აუცილებელია მათ ყოველ ასეთ გამოხტომაზე მკაცრი სამართლებრივი რეაგირება, არა ერთჯერადად, არამედ სისტემურად და თუ ადმინისტრაციული ზომები ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, შესაძლოა კანონის გამკაცრება და სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობის დაწესება.

იხილეთ ევროპული პრაქტიკა:
🇩🇪 გერმანია - კრიმინალური პასუხისმგებლობა (StGB §§185–187) + NetzDG კანონი ჯარიმები, 1-5 წლამდე პატიმრობა
🇫🇷 საფრანგეთი - კრიმინალური კოდექსი (injure, diffamation, cyberharcèlement) 1 წლამდე პატიმრობა + €15 000 ჯარიმა
🇮🇹 იტალია - ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ჯარიმები ან პატიმრობა (განსაზღვრული პირობებით)
🇪🇸 ესპანეთი - სისხლის სამართლის კოდექსი: Art. 208–210 (injurias y calumnias) ჯარიმები ან პატიმრობა 6 თვემდე
🇵🇱 პოლონეთი - Art. 216 Penal Code – საჯარო შეურაცხყოფა, მათ შორის ინტერნეტით ჯარიმა ან პატიმრობა 1 წლამდე
🇳🇱 ნიდერლანდები - ცილისწამება და შეურაცხყოფა კრიმინალურია ჯარიმები ან 6 თვემდე პატიმრობა
🇸🇪 შვედეთი - “გადაჭარბებული შეურაცხყოფა” დასჯადია (förtal, grovt förtal) ჯარიმები ან პატიმრობა 2 წლამდე
🇫🇮 ფინეთი - Online ბულინგი და ჰარასმენტი შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად
პატიმრობა ან პირობითი სასჯელი
🇩🇰 დანია - ცილისწამება/შეურაცხყოფა – სისხლის სამართლის დანაშაულია პატიმრობა ან ჯარიმები
🇧🇪 ბელგია - Hate speech და ბულინგი ინტერნეტში დასჯადია 6 თვემდე პატიმრობა ან ჯარიმები
🇦🇹 ავსტრია - Online ბულინგი ("Cybermobbing") და ცილისწამება სისხლის სამართლის კოდექსით 1 წლამდე პატიმრობა
🇨🇿 ჩეხეთი - ცილისწამება და ონლაინ ჰარასმენტი სისხლის სამართლის დანაშაულია, 1 წლამდე პატიმრობა
🇸🇰 სლოვაკეთი - საჯარო შეურაცხყოფა და ცილისწამება დასჯადია, 2 წლამდე პატიმრობა
🇸🇮 სლოვენია - Hate speech და defamation საჯაროდ დასჯადია, ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა
🇭🇷 ხორვატია - ცილისწამება და ბულინგი ინტერნეტით დასჯადია, პატიმრობა ან პირობითი სასჯელი
🇬🇷 საბერძნეთი - Penal Code Articles 361-367 – პირადი შეურაცხყოფა, ცილისწამება, პატიმრობა ან ჯარიმა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

ყველა სიახლე

ელენე ხოშტარია

12 ივლისი 2025, 20:31

პოლიტიკა

რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს. თავად ელენე ხოშტარია ამ ფაქტზე კითხვას შეურაცხყოფით პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული ტრანში ამ თვეში მილიონ რუბლს აჭარბებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2025, 20:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ზოგიერთი „ენჯეოს“ დაფინანსებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2025, 20:27

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და გამოძიება გენერალურ პროკურატურაში - ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი 2019 წლის 20 ივნისს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ხელახალ გამოძიებას გეგმავს.

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2025, 20:25

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და იძულებული იქნება ითხოვის ურთიერთობების დალაგება

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში დროებით გადავიდეთ საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

12 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. მსგავსი სახის განცხადებები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ ცრუ ნარატივების საფუძველი ხდება.

12 ივლისი 2025, 20:16

სპორტი

თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.

12 ივლისი 2025, 18:14

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს.

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2025, 18:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მკაფიოდ გავლებულია ხაზები ევროპასა და ევროკავშირს შორის, ევრობიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის. არადა ეს ხაზი გადის სწორედ იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლა

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, მაგრამ ეს ნებისმიერი გზა დღეს გადის ევროპარლამენტის რეზოლუციების, ევროკომისიების და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებების დონეზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკისა და სტრატეგიულ მიდგომებზე საუბრისას.

ირაკლი ხელაძე

12 ივლისი 2025, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ელაპარაკო ხელის გადაგრეხით და შანტაჟის ენით, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივამ პოლიტიკური ლიდერების შეწყალების შესახებ გააჩინა ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამ პროცესში არ შემოვიდნენ, რადგან პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელაძემ აღნიშნავს, რომ პარტიების გარკვეული ნაწილი ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

ირაკლი ხელაძე

12 ივლისი 2025, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები

რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით.

12 ივლისი 2025, 17:37

სპორტი

ბათუმი კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“ მასპინძლობს

ბათუმი მასპინძლობს კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

12 ივლისი 2025, 17:32

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი. მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებზე.

12 ივლისი 2025, 17:17

მსოფლიო

გრანდ კანიონში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ში, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ნაწილში ტყის ხანძრების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი არიზონას ტყის მასივში 4 ივლისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა და ათობით ჰექტარი ფართობი მოიცვა.

სერ პატრიკ სანდერსი

12 ივლისი 2025, 17:13

მსოფლიო

ბრიტანელი გენერალი: გაერთიანებული სამეფო მომდევნო 5 წელში რუსეთთან შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს

„თუ რუსეთი უკრაინაში ომს შეაჩერებს, მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა რამდენიმე თვეში მას ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს შეზღუდული შეტევა ნატოს წევრ ქვეყანაზე, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და ეს 2030 წლისთვის მოხდება“, - განაცხადა გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 ივლისი 2025, 17:05

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს

„მკაცრი მეორადი სანქციებია საჭირო ყველა იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთს დრონების წარმოებაში ეხმარება და ნავთობის გაყიდვით სარგებელს იღებს. საჭიროა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ასევე ინვესტიციები დრონებში, რომლებიც უკვე იძლევა კარგ შედეგებს. ეს ომი მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება შეჩერდეს. ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს“, - დაწერა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2025, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე 30%-იანი ტარიფი დააწესა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი ფორმით აცნობა.

12 ივლისი 2025, 16:32

ჯანდაცვა

სკრინინგის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ასევე შეეხო ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობას, მიმართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებს.

12 ივლისი 2025, 16:12

რეგიონი

20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (სოფ. დიოკნისი) ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 2025 წლის 20 ივლისამდე ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 1 საათიანი ინტერვალებით.

12 ივლისი 2025, 16:08

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2025, 16:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.