12 ივნისი 2025, 17:48 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: მივეჩვიეთ იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და არაპირდაპირი გზით აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათთან დაახლოებულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

რეალურად, ის შემთხვევა, რაც ბრიტანეთის საელჩოსთან მიმართებით მოხდა, არ იყო სიურპრიზი ჩვენთვის. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, ბოლო 2 წელი განსაკუთრებით, მივეჩვიეთ იმას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და არაპირდაპირი გზით აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათთან დაახლოებულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ დაფინანსებას პირდაპირი ან ირიბი გზით იყენებენ იმისთვის, რასაც დასავლეთში პოლარიზაციას ეძახიან და რისი აღკვეთისკენ საქართველოს წლებია მოუწოდებენ.

„სამწუხაროდ თვითონ უშუალოდ არიან ჩართულები საქართველოს მოსახლეობას შორის პოლარიზაციის გაღრმავებაში. დღისთვის ძალიან კარგად ვიცით, რომ საგარეო დაფინანსების დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ოპოზიციურად განწყობილი მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლის მიზანიც „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იყო და ამ მიზნით არაფერზე ამბობდნენ უარს, მათ შორის ადამიანებს შორის სიძულვილის გაღვივებასაც არ ერიდებოდნენ. ეს კამპანია დღესაც გრძელდება.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პრაქტიკულად ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ანომალიური მოვლენა უახლოეს მომავალში დასრულდება, რასაც საელჩოების, დონორების ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა ჰქვია, რაც პირდაპირ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. მათ ეს ყველაზე კარგად იციან. მათ ასევე კარგად იციან, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ევროკავშირში ან ბრიტანეთში, თუ საქართველოს საელჩო სხვა ქვეყანაში დააფინანსებდა ოპოზიციურად და ამ შემთხვევაში რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილ სუბიექტებს, რაც მიუღებელია და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ბითაძემ.

ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. მსგავსი სახის განცხადებები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ ცრუ ნარატივების საფუძველი ხდება.

12 ივლისი 2025, 20:16

სპორტი

თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.

12 ივლისი 2025, 18:14

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს.

დავით ქართველიშვილი

12 ივლისი 2025, 18:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მკაფიოდ გავლებულია ხაზები ევროპასა და ევროკავშირს შორის, ევრობიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის. არადა ეს ხაზი გადის სწორედ იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლა

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით, მაგრამ ეს ნებისმიერი გზა დღეს გადის ევროპარლამენტის რეზოლუციების, ევროკომისიების და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებების დონეზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკისა და სტრატეგიულ მიდგომებზე საუბრისას.

ირაკლი ხელაძე

12 ივლისი 2025, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ელაპარაკო ხელის გადაგრეხით და შანტაჟის ენით, ვინაიდან ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივამ პოლიტიკური ლიდერების შეწყალების შესახებ გააჩინა ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამ პროცესში არ შემოვიდნენ, რადგან პრეზიდენტს არალეგიტიმურს უწოდებენ. ხელაძემ აღნიშნავს, რომ პარტიების გარკვეული ნაწილი ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

ირაკლი ხელაძე

12 ივლისი 2025, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები

რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით.

12 ივლისი 2025, 17:37

სპორტი

ბათუმი კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“ მასპინძლობს

ბათუმი მასპინძლობს კარატეს მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს „ოფენ თბილისი“, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

12 ივლისი 2025, 17:32

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი. მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებზე.

12 ივლისი 2025, 17:17

მსოფლიო

გრანდ კანიონში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ში, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ნაწილში ტყის ხანძრების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძარი არიზონას ტყის მასივში 4 ივლისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა და ათობით ჰექტარი ფართობი მოიცვა.

სერ პატრიკ სანდერსი

12 ივლისი 2025, 17:13

მსოფლიო

ბრიტანელი გენერალი: გაერთიანებული სამეფო მომდევნო 5 წელში რუსეთთან შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს

„თუ რუსეთი უკრაინაში ომს შეაჩერებს, მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა რამდენიმე თვეში მას ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს შეზღუდული შეტევა ნატოს წევრ ქვეყანაზე, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და ეს 2030 წლისთვის მოხდება“, - განაცხადა გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 ივლისი 2025, 17:05

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს

„მკაცრი მეორადი სანქციებია საჭირო ყველა იმ პირების მიმართ, ვინც რუსეთს დრონების წარმოებაში ეხმარება და ნავთობის გაყიდვით სარგებელს იღებს. საჭიროა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ასევე ინვესტიციები დრონებში, რომლებიც უკვე იძლევა კარგ შედეგებს. ეს ომი მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლება შეჩერდეს. ჩვენ ველით პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც სიცოცხლეებს გადაარჩენს“, - დაწერა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2025, 16:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე 30%-იანი ტარიფი დააწესა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი ფორმით აცნობა.

12 ივლისი 2025, 16:32

ჯანდაცვა

სკრინინგის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ასევე შეეხო ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობას, მიმართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებს.

12 ივლისი 2025, 16:12

რეგიონი

20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (სოფ. დიოკნისი) ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 2025 წლის 20 ივლისამდე ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 1 საათიანი ინტერვალებით.

12 ივლისი 2025, 16:08

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2025, 16:02

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.

თამარ ჩიბურდანიძე

12 ივლისი 2025, 16:00

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე. რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ეს საკითხი ასე მკვეთრად არავის დაუყენებია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრას, სადაც აღინიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო ექსპერტიზის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და სახელმწიფო სტრუქტურებსა და აკადემიურ-სამეცნიერო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარება, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

გიორგი სოსიაშვილი

12 ივლისი 2025, 15:54

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო ნორმების შეხსენება გვიხდება. ისინი არაერთხელ წარმოჩინდნენ ჩვენი ხალხის წინაშე, როგორც ვენის კონვენციის უხეშად დამრღვევები

სამწუხაროა, რომ ელემენტარული საკანონმდებლო ნორმების შეხსენება გვიხდება ამ ადამიანებისთვის და ისინი არაერთხელ წარმოჩინდნენ ჩვენი ხალხის წინაშე, როგორც ვენის კონვენციის უხეშად დამრღვევები,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2025, 15:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ან არშემდგარი ქვეყანა, არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს

სირცხვილია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლისთავზე ამბობს, რომ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ან არშემდგარი ქვეყანა, ან რაღაცა არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მეუფე შიო

12 ივლისი 2025, 15:37

საზოგადოება

მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობასთან დაკავშირებით წირვა აღავლინა

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მეუფე შიომ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა