12 ივნისი 2025, 18:08 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: რატომ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირისას დავუახლოოთ, მათ შორის, სოციალურ სივრცეში გამოთქმული წახალისებული ზიზღის ენის მიმართ?!

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

თუ ჩვენ კანონმდებლობას ჰარმონიზაციას ვუკეთებთ სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირისას დავუახლოოთ, მათ შორის, სოციალურ სივრცეში გამოთქმული წახალისებული ზიზღის ენის მიმართ?!, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ვიღაცის დაფინანსებით, ხალხმა ერთმანეთი ლანძღოს, ამიტომ ამაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს.

„სამწუხაროდ, ჩვენი ლიბერალური კანონმდებლობისა და ტოლერანტული ხასიათიდან გამომდინარე მივედით იმ სიტუაციამდე, სადამდეც მივედით. ზოგადად რადიკალიზაცია ექსტრემიზმად გადაიქცა და ადამიანის ბულინგი და ე.წ. „შეიმინგი“ ვიღაც-ვიღაცების სახალისო საშუალებად გარდაიქმნა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ევროკავშირის წევრობაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირში წევრობის წინაპირობაა ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, რაც კანონმდებლობის მოდიფიკაციას ნიშნავს. თუ ჩვენ კანონმდებლობას ჰარმონიზაციას ვუკეთებთ იგივე გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დავუახლოოთ?! მათ შორის სოციალურ სივრცეში გამოთქმული წახალისებული ზიზღის ენის მიმართ. ჩვენ დღეს ვიხილეთ სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ზოგადად სისხლის სამართლებრივი და ზოგადად პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სოციალურ მედიაში ზიზღის კამპანიის წარმოების კუთხით. ისჯება მათ შორის გერმანიაში 5-წლამდე პატიმრობით, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფულად სანქციებზე, რომელიც ასეთ შემთხვევებში გამოიყენება. მათ შორის ვნახეთ ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის მაგალითები. ყველგან ისჯება პატიმრობით და მაღალი ჯარიმებით. რატომ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამგვარი მიმართულებით დავუახლოოთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობას, რაც ბუნებრივია იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევეჩვევით იმას, რომ ზიზღის ენა არ უნდა გამოიყენონ ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.

ჩვენ გვახსოვს თუ რა გზა გაიარა საქართველოს მოსახლეობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც კატასტროფულ მაჩვენებლამდე მივიდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე, ოჯახის წევრებზე. ასევე ხდებოდა მათი ქონების დაზიანებაც. ამის გაგრძელება არ შეიძლება, რადგან ზიზღი შობს ზიზღს და ის, რაც რეგულირდება მთელს მსოფლიოში, უნდა დარეგულირდეს საქართველოშიც. ამ ქვეყანას არ აქვს იმის რესურსი, რომ ვიღაცის დაფინანსებით, ჩვენ აქ ერთმანეთი გავლანძღოთ. ამიტომ ამაზე ჩვენ სამართლებრივი რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით მიმართა. უწყებაში შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითები. საუბარია „ფეისბუქზე“ დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ პოსტებზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 17:28

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.2%-ით გაიზარდა და 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2%-ით (34.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სერგეი რიაბკოვი

15 ივლისი 2025, 17:27

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად მზადაა.

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2025, 17:23

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია

უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, ეს თემა პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად გამოიყენონ, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

15 ივლისი 2025, 17:10

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

დენის შმიგალი

15 ივლისი 2025, 17:04

მსოფლიო

უკრაინის პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 17:01

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 16:37

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან (რეზიდენციით ქალაქი ანკარა), მაილს არმითიჯთან, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 16:27

რეგიონი

ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

გიორგი ჯინჭარაძე

15 ივლისი 2025, 16:19

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

თამარ ჩიბურდანიძე

15 ივლისი 2025, 16:09

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ასეთი შეთავაზება მერიისგან არასოდეს ჰქონია თბილისის მოსახლეობას, მაგრამ არ იყენებენ. და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, ეს მხოლოდ მათივე პასუხისმგებლობით

მერიას უჭირს ხალხთან ურთიერთობა, რადგან მოსახლეობის ნაწილი ითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ. ელოდებიან ინვესტორებს არარეალური ფასებით და ამასობაში ავარიული სახლები ინგრევა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

15 ივლისი 2025, 16:07

საზოგადოება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვალერი გერგიევი ვლადიმერ პუტინი

15 ივლისი 2025, 15:57

მსოფლიო

BBC: პუტინის მეგობარი გერგიევი იტალიაში დაპატიჟეს. პროკრემლისტური არტისტების გამოსვლებზე დაწესებული შეზღუდვა დარღვეულია?

BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუს დირიჟორს, ვალერი გერგიევს ევროპულ სცენებზე გამოსვლა აუკრძალეს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივლისი 2025, 15:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის სავიზო მიმოსვლის შემოღება -ამაზე არაერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერავინ შეეწინააღმდეგა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას რაც შეეხება, რომელიც ასევე მოვისმინეთ კალასის მხრიდან, შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის პასპორტებზე სავიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ასეთ ნაბიჯებზე როცა მიდიან ბრიუსელი და მისი ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, გასაკვირი არ არის მსგავსი მუქარები. მისი თქმით, სხვებს ედავებიან და ამ დროს თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან.

15 ივლისი 2025, 15:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის გახსნილ საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები 31 ივლისის ჩათვლით, საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობენ. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ პროექტში ჩართულია ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.

ლუკა პაატაშვილი

15 ივლისი 2025, 15:45

სამართალი

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.

ოთარ გრიგოლია

15 ივლისი 2025, 15:33

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოსახლეობის იძულებით გამოსახლების უფლება აქვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა გუშინ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე შენობის ფასადის ჩამონგრევის ფაქტს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

15 ივლისი 2025, 15:28

საზოგადოება

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.

ალექსანდრე დარახველიძე

15 ივლისი 2025, 15:26

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

მათი საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე.

15 ივლისი 2025, 15:23

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

2025 წლის გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის მე-17 და ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე გაეცნო.

15 ივლისი 2025, 15:22

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: ოპოზიციის დღის წესრიგი არის ეს - მაქსიმალურად დავაზიანოთ „ქართული ოცნება“! ამის გამო მიდიან ყველაფერზე, ნებისმიერ შანტაჟზე, ნებისმიერ სიცრუეზე

ოპოზიციის დღის წესრიგი არის ეს - რეალურად მათ დიდად არც ტრაგედია ადარდებთ, მეტსაც გეტყვით, ბევრი მათგანი ბედნიერია იმისგან, რომ ასეთი რამ მოხდა, - განაცხადა ურბანისტმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარის გამო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.