13 ივნისი 2025, 10:59 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, აქტივობა იქნება მაღალი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს.

დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.

„როდესაც „ხალხის ძალამ" პირველად ვთქვით, რომ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი „მეგობრები" ატარებდნენ საქართველოს მიმართ, ხშირად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, გვახსოვს ეს განცხადება როგორი შოკი იყო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ დღეს ყველა ხედავს, რომ ის, რასაც 3 წლის წინ „ხალხის ძალა“ ამბობდა, სრული სიმართლეა და ამას ადასტურებს თუნდაც ევროპელი ლიდერების განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ჰერჩინსკი მომავალ არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ შეაფასებს დადებითად, რადგან ის არის მიკერძოებული ადამიანი, რომელიც იტყუება და ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს. ცუდია რომ ასეა, მაგრამ მისი აზრი ვერ იქნება ჩვენთვის საინტერესო მანამ, სანამ ის არ გახდება ობიექტური. ამიტომაც, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს და დარწმუნებული იყავით, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან. სამი წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ განცხადებების კეთება, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი „მეგობრები“ ატარებდნენ საქართველოს მიმართ, ხშირ შემთხვევაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, გვახსოვს როგორი შოკი იყო საზოგადოებისთვის. პირადად თქვენ რომ გაიხსენოთ, რას ფიქრობდით, ალბათ იგივე განცდები გქონდათ, მაგრამ გავიდა დრო და რასაც თავის დროზე „ხალხის ძალა“ ვამბობდით, დღეს ფაქტებით დასტურდება, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე. ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ გაწირეს უკრაინა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დაუფარავად ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ უკრაინაში ომი უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს, რადგან, თუ ომი მალე დასრულდება, რუსეთი გაძლიერდება და ჩვენთვისაც მოიცლისო.

შესაბამისად, რაც დიდხანს გაგრძელდება ომი, უკრაინისა და უკრაინელების განადგურება, ჩვენ [ევროპელები] მით მეტხანს ვიქნებითო მშვიდად. იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ჩვენც, დასავლელი ლიდერებისთვის, ჩვენი ოპოზიციისთვის და „ენჯეოებისთვის“ რომ დაგვეჯერებინა და საგარეო და საშინაო ზეწოლებისთვის რომ არ გაგვეძლო. როდესაც 3 წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, გაიხსენეთ რა განცდები გქონდათ, რამდენად წარმოუდგენელი ჩანდა ეს მაშინ - კეთილი ევროპელები და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამას იფიქრებენო? ახლა კი გაირკვა, რომ თურმე სწორედ ასე ფიქრობენ და ამის გაკეთებას ცდილობდნენ. ეს კარგად ჩანს ევროპელი ლიდერების ზემოთქმული განცხადებებიდანაც და ტრამპის ადმინისტრაციის მხილებებიდანაც, რომლებიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთ-უკრაინის ომის პროვოცირებასა და ამ ომში სხვა ქვეყნების ჩათრევის მცდელობაში ამხელენ“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

14 ივლისი 2025, 14:15

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციაზე: საზოგადოებისთვის ინტერესის სფერო რაც არის, ამას გაეცემა პასუხები, რადგან გამოძიება ჩატარდება. საზოგადოება გაიგებს რა პროცესები იყო, გახარიამ რა თქვა და რა არ თქვა სწორად.

ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სასამართლოდან არის მოთხოვნა 20 ივნისის საქმეზე გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 20 ივნისის აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.

14 ივლისი 2025, 14:09

სამართალი

20 ივნისს განვითარებული მოვლენების სურათის აღდგენის მიზნით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ირაკლი კუპრაძე

14 ივლისი 2025, 13:58

პოლიტიკა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

14 ივლისი 2025, 13:46

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

14 ივლისი 2025, 13:36

კულტურა

My Chemical Romance-მა ახალი ტურნე ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი კონცერტით გახსნა

My Chemical Romance 2001 წელს, ნიუ-ჯერსიში ჩამოყალიბდა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომია Welcome to the Black Parade, რომელმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. 12-წლიანი კარიერის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, თუმცა 2014 წელს გამოსულ მათ საუკეთესო ჰიტების ალბომში აქამდე უცნობი კომპოზიცია Fake Your Death მოხვდა.

14 ივლისი 2025, 13:15

რეგიონი

15 ივლისს, კურორტ ბეშუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმცაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: კონცერტი, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ხალხური რეწვისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.

14 ივლისი 2025, 13:13

რეგიონი

დავით სონღულაშვილი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

14 ივლისი 2025, 13:01

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს

მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა - დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.

ანდრეი ერმაკი და კიტ კელოგი

14 ივლისი 2025, 12:25

მსოფლიო

კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, იარაღი, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება - ბევრი თემაა სასაუბროდ,“ - დაწერა ერმაკმა.

დან იოგენსენი

14 ივლისი 2025, 12:17

მსოფლიო

ევროკომისარი იორგენსენი: 2024 წელს ევროკავშირმა გაცილებით მეტი ფული რუსულ გაზზე დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე

„2024 წელს რუსული გაზისთვის გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება იყო. მეტი ყურადღება გვმართებს, რათა არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავერთოთ. ამიტომაც აუცილებელია ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია“, - განაცხადა იორგენსენმა.

ლევან მოსეშვილი

14 ივლისი 2025, 12:15

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ

საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.

14 ივლისი 2025, 11:59

ეკონომიკა

2025 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურნენ, ასევე რეკორდულია შესრულებული ავიარეისების ოდენობა

სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:55

მსოფლიო

ტეხასში გრანდ კანიონთან ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

ტეხასის შტატში, გრანდ კანიონთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი სიცხისა და ქარის გამო 4 ივლის გაჩენილი ხანძრის ფართობმა მოიმატა და დღეს უკვე 2 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა.

14 ივლისი 2025, 11:51

მსოფლიო

კენტუკიში ბაპტისტურ ეკლესიასთან სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლი ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმას მოჰყვა, მანამდე კი უცნობმა კაცმა ცეცხლი პოლიციის ოფიცერს გაუხსნა, რომელმაც ის შესამოწმებლად ქალაქის აეროპორტთან ახლოს გააჩერა. ოფიცერი დაიჭრა, დამნაშავე კი ავტომობილით ბაპტისტური ეკლესიისკენ გაიქცა. სამათალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ შეძლეს

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2025, 11:47

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას გაფორმდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიმდინარე კვირაში შედგება. შტატების მიერ ინიცირებული, 60-დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანას და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს.

ბორის პისტორიუსი

14 ივლისი 2025, 11:38

მსოფლიო

გერმანია უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის სისტემისა და Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას არ გეგმავს

„გერმანიის კუთვნილი Patriot-ის ტიპის 12 სისტემიდან 3 უკრაინას გადავეცით, 2 პოლონეთს იჯარით მივაწოდეთ, ერთს სწავლებისას ვიყენებთ. დარჩენილი 6 კი მართლაც ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ნატოს მიზნების გათვალისწინებით, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ნამდვილად ვეღარ მივცემთ მეტს “, - განაცხადა მინისტრმა.

14 ივლისი 2025, 11:31

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის კომპლექსებს გაუგზავნის

„ჯერ არ შემითანხმებია რაოდენობა, მაგრამ კიევი მიიღებს Patriot-ის სისტემებს. ისინი უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება, რადგანაც პუტინის ქმედებები ბევრს აკვირვებს. დღისით ლამაზად საუბრობს, საღამოს კი უკრაინას ბომბავს. ეს პრობლემაა და მე ეს არ მომწონს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

14 ივლისი 2025, 11:25

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი დონეცკის ოლქში კიდევ ორი სოფლის დაკავების შესახებ იუწყება, ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ ავიაიერიშები უკრაინის სამხედრო საწარმო კომპლექსზე, დრონების მართვის მოსამზადებელ ცენტრსა და დროებით დისლოკაციის პუნქტებზე მიიტანა, ასევე უკრაინისთვის მიწოდებული პატრიოტის ტიპის ორი სისტემა გაანადგურა.

14 ივლისი 2025, 11:25

საზოგადოება

2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

14 ივლისი 2025, 11:24

საზოგადოება

GCCA: საქართველოში 2025 წლის მეორე კვარტალში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.