სოზარ სუბარი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის მიღებული.
სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში.
„ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი, მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, ისევე, როცა NGO “სამართლიანი არჩევნები” USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.
დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა - ანტისახელმწიფოებრივი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

14 ივლისი 2025, 13:15
რეგიონი
15 ივლისს, კურორტ ბეშუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმცაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: კონცერტი, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ხალხური რეწვისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.

14 ივლისი 2025, 13:13
რეგიონი
დავით სონღულაშვილი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

14 ივლისი 2025, 13:01
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს
მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა - დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.

14 ივლისი 2025, 12:25
მსოფლიო
კიტ კელოგი კიევში ჩავიდა
„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, იარაღი, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება - ბევრი თემაა სასაუბროდ,“ - დაწერა ერმაკმა.

14 ივლისი 2025, 12:17
მსოფლიო
ევროკომისარი იოგენსენი: 2024 წელს ევროკავშირმა გაცილებით მეტი ფული რუსულ გაზზე დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე
„2024 წელს რუსული გაზისთვის გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება იყო. მეტი ყურადღება გვმართებს, რათა არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავერთოთ. ამიტომაც აუცილებელია ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია“, - განაცხადა იოგენსენმა.

14 ივლისი 2025, 12:15
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: 2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ
საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.

14 ივლისი 2025, 11:59
ეკონომიკა
2025 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურნენ, ასევე რეკორდულია შესრულებული ავიარეისების ოდენობა
სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:55
მსოფლიო
ტეხასში გრანდ კანიონთან ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
ტეხასის შტატში, გრანდ კანიონთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი სიცხისა და ქარის გამო 4 ივლის გაჩენილი ხანძრის ფართობმა მოიმატა და დღეს უკვე 2 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა.

14 ივლისი 2025, 11:51
მსოფლიო
კენტუკიში ბაპტისტურ ეკლესიასთან სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მსხვერპლი ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმას მოჰყვა, მანამდე კი უცნობმა კაცმა ცეცხლი პოლიციის ოფიცერს გაუხსნა, რომელმაც ის შესამოწმებლად ქალაქის აეროპორტთან ახლოს გააჩერა. ოფიცერი დაიჭრა, დამნაშავე კი ავტომობილით ბაპტისტური ეკლესიისკენ გაიქცა. სამათალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ შეძლეს

14 ივლისი 2025, 11:47
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას გაფორმდება
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიმდინარე კვირაში შედგება. შტატების მიერ ინიცირებული, 60-დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანას და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს.

14 ივლისი 2025, 11:38
მსოფლიო
გერმანია უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის სისტემისა და Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას არ გეგმავს
„გერმანიის კუთვნილი Patriot-ის ტიპის 12 სისტემიდან 3 უკრაინას გადავეცით, 2 პოლონეთს იჯარით მივაწოდეთ, ერთს სწავლებისას ვიყენებთ. დარჩენილი 6 კი მართლაც ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ნატოს მიზნების გათვალისწინებით, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ნამდვილად ვეღარ მივცემთ მეტს “, - განაცხადა მინისტრმა.

14 ივლისი 2025, 11:31
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის კომპლექსებს გაუგზავნის
„ჯერ არ შემითანხმებია რაოდენობა, მაგრამ კიევი მიიღებს Patriot-ის სისტემებს. ისინი უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება, რადგანაც პუტინის ქმედებები ბევრს აკვირვებს. დღისით ლამაზად საუბრობს, საღამოს კი უკრაინას ბომბავს. ეს პრობლემაა და მე ეს არ მომწონს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

14 ივლისი 2025, 11:25
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი დონეცკის ოლქში კიდევ ორი სოფლის დაკავების შესახებ იუწყება, ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ ავიაიერიშები უკრაინის სამხედრო საწარმო კომპლექსზე, დრონების მართვის მოსამზადებელ ცენტრსა და დროებით დისლოკაციის პუნქტებზე მიიტანა, ასევე უკრაინისთვის მიწოდებული პატრიოტის ტიპის ორი სისტემა გაანადგურა.

14 ივლისი 2025, 11:25
საზოგადოება
2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

14 ივლისი 2025, 11:24
საზოგადოება
GCCA: საქართველოში 2025 წლის მეორე კვარტალში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

14 ივლისი 2025, 11:18
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:14
სამართალი
შსს: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს
პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.

14 ივლისი 2025, 11:04
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე რამდენიმე ადამიანს მოუსმენს
სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. ხუთ აგვისტომდე სამ-სამ კაციანი შემადგენლობით მოუსმენენ გამოსაკითხ პირებს. ბოლო სხდომა გაიმართება სწორედ ხუთ აგვისტოს. შემდეგ კი მომზადდება დადგენილება, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

14 ივლისი 2025, 10:46
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

14 ივლისი 2025, 10:19
რეგიონი
ხონის სათემო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსების დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს
ხონის სათემო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსების დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს, - ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.