14 ივნისი 2025, 18:49 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

ექსპერტი იმ წარმატებულ ეკონომიკურ პროექტებზე წერს, რომელიც საქართველოში უკვე განხორციელდა
ან ახლა ხორციელდება და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს პროექტებია ბრიუსელის რეზოლუციების მიზეზი, რადგან ევროპა ხვდება - საქართველო მათ ხელიდან დაუსხლტა.

"მათემატიკაში ტერმინი „შედარებითი ანალიზი“ ნიშნავს კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც ერთმანეთს ადარებენ ორ ან მეტ მათემატიკურ ობიექტს, რათა გამოავლინონ: მსგავსებები და განსხვავებები, უპირატესობები და ნაკლოვანებები, ეფექტიანობა სხვადასხვა პირობებში, გამოყენებადობა კონკრეტულ ამოცანებზე. პოლიტიკაშიც მისი გამოყენება საკმაოდ თვალსაჩინოს ხდის საერთო სურათის დანახვას.
მაგალითად, შევადაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული, საქართველოში და ევროკავშირის ცენტრში პარალელურად და ერთდროულად მიმდინარე პროცესები. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირდა 291 ახალი ჩინური კომპანია და აქტიურად მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი ქვეყანაში ცნობილი და მძლავრი საწარმოო ციკლების რელოკაციის განხორციელების მიზნით, რაც ქვეყანას რეგიონული ინდუსტრიული ჰაბის ფუნქციას და დამატებით სამუშაო ადგილებს შესძენს.
წარმატებულად ფუნქციონირებს ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა„ჰუალინგი“
(სრული სახელწოდება − Hualing Free Industrial Zone, ასევე ცნობილი როგორც Hualing FIZ), რომელიც 2015 წელს შეიქმნა ჩინური კორპორაცია Hualing Group-ის მიერ ქუთაისის შემოგარენში. იგი განლაგებულია 36 ჰექტარზე და ერთ-ერთია იმ რამდენიმე თავისუფალ ზონას შორის, რომლებიც მოქმედებს საქართველოში (მაგ., ფოთში, თბილისში და სხვაგან).
„ჰუალინგი“ ინტეგრირებულია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო კორიდორებში, რომლებიც აკავშირებს ევროპას და აზიას „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში. ეს არის ოფშორული ზონა საგადასახადო შეღავათებით, სადაც რეგისტრირებული კომპანიები გათავისუფლებული არიან ძირითადი გადასახადებისგან (დღგ, მოგების, შემოსავლის, დივიდენდების და სხვა) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ექსპორტზე გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ზონას მართავს Hualing Group, რომელსაც საქართველოს მთავრობისგან აქვს ექსკლუზიური კონცესია 30 წლის ვადით. მის ზონაში განლაგებულია მსუბუქი მრეწველობა (ტექსტილი, შეფუთვა), ნედლეულის გადამუშავება, ტექნიკისა და ელექტრონიკის აწყობა, ლოგისტიკური ცენტრები, საკვები და სამშენებლო მასალების წარმოება.ზონაში მოქმედებენ რეზიდენტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან და საქართველოდანაც.
განსაკუთრებით ის კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ.
Hualing Group ასევე ახორციელებს სხვა მსხვილ პროექტებს საქართველოში, მაგალითად: Hualing Tbilisi Sea Plaza თბილისში (საცხოვრებელი, სავაჭრო და სასტუმრო კომპლექსი). მთლიანობაში, ეს პროექტი თავსდება საქართველოს გეოეკონომიკურ კონცეფციაში − როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ლოგისტიკური და საინვესტიციო პლატფორმა. იგი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილი. ამ დღეებში თბილისში გაიხსნა ე.წ. მშრალი პორტი − Tbilisi Dry Port, რომელიც გახდა პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი დედაქალაქში. მისი მშენებლობა განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია AD Ports Group-ის მხარდაჭერით, რომელიც ფლობს პროექტის 60%-ს. პორტი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კილომეტრში და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ავტომაგისტრალებსა და ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რაც მას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. პირველ ეტაპზე პორტს შეუძლია წლიურად 100 ათასი კონტეინერის მიღება/გადამუშავება. პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ, მისი გამტარუნარიანობა გაიზრდება 200–250 ათას კონტეინერამდე წელიწადში. მშრალი პორტის ფართობი შეადგენს 28 ჰექტარს, სადაც განთავსებულია A და B კლასის საწყობები, ასევე საბაჟო სასაწყობე ინფრასტრუქტურა.
Tbilisi Dry Port მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ე.წ. შუა დერეფნის) ფარგლებში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას და ევროპას. პორტი გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთიანებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან. იგი უზრუნველყოფს ეფექტიან კონტეინერულ მიმოსვლას, განსაკუთრებით ჩინეთიდან და შორეული აზიიდან შემოსული ტვირთებისთვის. პორტი ასევე გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.

აპრილში, 2025 წელს „ანაკლიის საზღვაო პორტის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, რომ ტალღმჭრელი ბეტონის „X-ბლოკების“ საწარმოო საამქრო ექსპლუატაციაში გაიშვება ზაფხულში, რითაც შესაძლებლობა იქნება, ტალღმჭრელი ბლოკები დამზადდეს პირდაპირ პორტის სამშენებლო მოედანზე, ხოლო მათი განლაგება ზღვისპირა ზოლში, პირველ მონაკვეთზე (1370 მეტრი) დაგეგმილია უკვე ა.წ. შემოდგომაზე. საქართველოსთვის ეს იქნება „საუკუნის პროექტი“, რომელიც პირველ ეტაპზე შესაძლებლობას მისცემს 600 ათასი კონტეინერის მიღება/გადამუშავებას. 2025 წლის 24 მაისს უჰანიდან (Wuhan Central Station) გამოვიდა China‑Europe Railway Express − სატვირთო შემადგენლობა, რომლის კონტეინერები შეიცავენ მსუბუქ ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო დანადგარებს და სამშენებლო მასალებს, საერთო ღირებულებით დაახლოებით 14.82 მილიონი იუანი (რამდენიმე მილიონი დოლარი). მატარებელი გადაადგილდება შემდეგ მარშრუტზე: ჩინეთი → ყაზახეთი → კასპიის ზღვა → აზერბაიჯანი → საქართველო (ფოთი ან თბილისი). გადაზიდვის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 18 დღეს. 2025 წელს დაგეგმილია დაახლოებით 300-კონტეინერიანი ბლოკ-მატარებლის გაგზავნა ჩინეთიდან შუა დერეფნით, ხოლო ტვირთის მიტანა საქართველოს პორტებამდე, საშუალოდ, 12 დღემდე შემცირდება…
რომ არ დამავიწყდეს, რაში მდგომარეობს „შედარებითი ანალიზი“ − ამ პროცესების ფონზე ევროპარლამენტმა რასა იუკნავიჩიენეს მორიგი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო, ხოლო „კოლექტიური ხაზარაძე“ მისთვის „მტკივნეული“ გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგას: მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში. ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა. ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ხოლო „ხაზარაძეების“ მოტივატორია, იმ პოლიტიკურ ბაქანზე მარტო არ დარჩნენ, რომლის გასწვრივ და მათ გარეშე, ქვეყნის კეთილდღეობის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ჩაივლის…"- წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2025, 13:46

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

14 ივლისი 2025, 13:36

კულტურა

My Chemical Romance-მა ახალი ტურნე ჯგუფის ყველაზე ხანგრძლივი კონცერტით გახსნა

My Chemical Romance 2001 წელს, ნიუ-ჯერსიში ჩამოყალიბდა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომია Welcome to the Black Parade, რომელმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო. 12-წლიანი კარიერის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, თუმცა 2014 წელს გამოსულ მათ საუკეთესო ჰიტების ალბომში აქამდე უცნობი კომპოზიცია Fake Your Death მოხვდა.

14 ივლისი 2025, 13:15

რეგიონი

15 ივლისს, კურორტ ბეშუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმცაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია: კონცერტი, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ხალხური რეწვისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.

14 ივლისი 2025, 13:13

რეგიონი

დავით სონღულაშვილი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

14 ივლისი 2025, 13:01

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს

მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა - დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.

ანდრეი ერმაკი და კიტ კელოგი

14 ივლისი 2025, 12:25

მსოფლიო

კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, იარაღი, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება - ბევრი თემაა სასაუბროდ,“ - დაწერა ერმაკმა.

დან იოგენსენი

14 ივლისი 2025, 12:17

მსოფლიო

ევროკომისარი იორგენსენი: 2024 წელს ევროკავშირმა გაცილებით მეტი ფული რუსულ გაზზე დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე

„2024 წელს რუსული გაზისთვის გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება იყო. მეტი ყურადღება გვმართებს, რათა არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავერთოთ. ამიტომაც აუცილებელია ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია“, - განაცხადა იორგენსენმა.

ლევან მოსეშვილი

14 ივლისი 2025, 12:15

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ

საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.

14 ივლისი 2025, 11:59

ეკონომიკა

2025 წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრებს მოემსახურნენ, ასევე რეკორდულია შესრულებული ავიარეისების ოდენობა

სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:55

მსოფლიო

ტეხასში გრანდ კანიონთან ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

ტეხასის შტატში, გრანდ კანიონთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი სიცხისა და ქარის გამო 4 ივლის გაჩენილი ხანძრის ფართობმა მოიმატა და დღეს უკვე 2 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა.

14 ივლისი 2025, 11:51

მსოფლიო

კენტუკიში ბაპტისტურ ეკლესიასთან სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლი ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმას მოჰყვა, მანამდე კი უცნობმა კაცმა ცეცხლი პოლიციის ოფიცერს გაუხსნა, რომელმაც ის შესამოწმებლად ქალაქის აეროპორტთან ახლოს გააჩერა. ოფიცერი დაიჭრა, დამნაშავე კი ავტომობილით ბაპტისტური ეკლესიისკენ გაიქცა. სამათალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ შეძლეს

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2025, 11:47

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიმდინარე კვირას გაფორმდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიმდინარე კვირაში შედგება. შტატების მიერ ინიცირებული, 60-დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, ღაზის სექტორის გარკვეულ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანას და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს.

ბორის პისტორიუსი

14 ივლისი 2025, 11:38

მსოფლიო

გერმანია უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის სისტემისა და Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას არ გეგმავს

„გერმანიის კუთვნილი Patriot-ის ტიპის 12 სისტემიდან 3 უკრაინას გადავეცით, 2 პოლონეთს იჯარით მივაწოდეთ, ერთს სწავლებისას ვიყენებთ. დარჩენილი 6 კი მართლაც ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ნატოს მიზნების გათვალისწინებით, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ნამდვილად ვეღარ მივცემთ მეტს “, - განაცხადა მინისტრმა.

14 ივლისი 2025, 11:31

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის კომპლექსებს გაუგზავნის

„ჯერ არ შემითანხმებია რაოდენობა, მაგრამ კიევი მიიღებს Patriot-ის სისტემებს. ისინი უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება, რადგანაც პუტინის ქმედებები ბევრს აკვირვებს. დღისით ლამაზად საუბრობს, საღამოს კი უკრაინას ბომბავს. ეს პრობლემაა და მე ეს არ მომწონს“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

14 ივლისი 2025, 11:25

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთი დონეცკის ოლქში კიდევ ორი სოფლის დაკავების შესახებ იუწყება, ოკუპანტი ქვეყანა აცხადებს, რომ ავიაიერიშები უკრაინის სამხედრო საწარმო კომპლექსზე, დრონების მართვის მოსამზადებელ ცენტრსა და დროებით დისლოკაციის პუნქტებზე მიიტანა, ასევე უკრაინისთვის მიწოდებული პატრიოტის ტიპის ორი სისტემა გაანადგურა.

14 ივლისი 2025, 11:25

საზოგადოება

2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

14 ივლისი 2025, 11:24

საზოგადოება

GCCA: საქართველოში 2025 წლის მეორე კვარტალში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

14 ივლისი 2025, 11:18

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 11:14

სამართალი

შსს: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს

პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.

14 ივლისი 2025, 11:04

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე რამდენიმე ადამიანს მოუსმენს

სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. ხუთ აგვისტომდე სამ-სამ კაციანი შემადგენლობით მოუსმენენ გამოსაკითხ პირებს. ბოლო სხდომა გაიმართება სწორედ ხუთ აგვისტოს. შემდეგ კი მომზადდება დადგენილება, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.