21 ივნისი 2025, 17:24 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პაველ ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად.

„ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი და ძალიან ხმაურიანი ცრუ, დესტრუქციული და ბინძური ილუზიისა და აღქმის დათესვა - ზუსტად იგივე სიტყვების ფორმულირება რამდენიმე თვის წინ გვახსოვს ჩვენ მისგან და სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის და პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებაა. მეტს ვერაფერს დავარქმევ.

სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ქვეყანაში, არამედ წევრებად. პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ეს უკვე ჩვევაში გადაუვიდათ და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საქართველოს შიდა საქმეებში მორიგ ჩარევად აფასებენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ელჩის განცხადება, არასწორი და დესტრუქციული აღქმის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობაა.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2025, 17:14

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული უკრაინელის ცხედარი დაუბრუნა

რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული უკრაინელის ცხედარი დაუბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 17:12

სამართალი

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის ფაქტებზე ორ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის ფაქტებზე ორ დაკავებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

17 ივლისი 2025, 17:04

მსოფლიო

CNN: რუსეთი დონალდ ტრამპის მიერ მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს უკრაინაში წინსვლისთვის გამოიყენებს

რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს უკრაინაში წინსვლისთვის გამოიყენებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 17:03

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მერიის ინფორმაციით, ახალ ხიბულაში რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერა.

17 ივლისი 2025, 17:01

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობას და დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალ, პერსონალური ასისტენტის პროგრამაზე. თელავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, არსებობს რიგი ბარიერები, რომლის აღმოფხვრაც სამომავლოდ დაიგეგმა.

17 ივლისი 2025, 16:58

საზოგადოება

რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ, როლანდ პრაისს შეხვდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 16:53

სპორტი

სპორტის მინისტრმა კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება მიულოცა

„რუმინეთის ქალაქ ბასკოვში გამართულ კანოეთი სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრე წივწივაძემ 500-მეტრიანი დისტანცია 1:50,915 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, 200-მეტრიანი დისტანცია კი 40,803 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა“.

პიტერ სიიარტო

17 ივლისი 2025, 16:28

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: გუშინ უკრაინაში უნგრული ეკლესია დაწვეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. კმარა!

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გუშინ უკრაინაში უნგრული ეკლესია დაწვეს.

17 ივლისი 2025, 16:14

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 16:07

პოლიტიკა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2024 წლის ანგარიში , 2025 წლის 5 თვის შედეგები და სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია გააცნო.

პროკურატურა

17 ივლისი 2025, 16:04

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 20 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 20 პირს ბრალდება წარუდგინა.

გია აბაშიძე

17 ივლისი 2025, 15:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია - ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დააზიანონ

ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია - ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დააზიანონ. ბრიუსელში ჩაბუდებული გლობალისტი ჩინოსნების გამრუდებული ხედვით, დასასჯელნი არიან ის ხალხებიც, რომლებიც პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს ირჩევენ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

17 ივლისი 2025, 15:57

მსოფლიო

ზელენსკი გონჩარენკოს: სამხედროები როტაციას შეძლებენ, როცა თქვენნაირები ფრონტზე იქნებიან

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო და ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერად დაუპირისპირდა. გონჩარენკომ პრეზიდენტს ჰკითხა, მოხდებოდა თუ არა სამხედროების დემობილიზაცია, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „სამხედროები სახლში დაბრუნდებიან, როდესაც მტრებს დავამარცხებთ“ და რომ ისინი შეძლებენ როტაციას, „როდესაც თქვენნაირი ადამიანები ფრონტზე დაეხმარებიან და არა მხოლოდ აქ“.

17 ივლისი 2025, 15:52

რეგიონი

სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

პროკურატურა

17 ივლისი 2025, 15:50

სამართალი

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

17 ივლისი 2025, 15:49

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშს დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.

17 ივლისი 2025, 15:47

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მენდირატას, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია ტრანსპორტის სექტორში არსებული და პოტენციური პარტნიორობის განხილვა.

17 ივლისი 2025, 15:37

მსოფლიო

ძლიერი წვიმის შედეგად პაკისტანში ათობით ადამიანი დაიღუპა

ქვეყნის სტიქიური უბედურებების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ჩამონგრეული შენობების ქვეშ მოყვა, დანარჩენები კი ან დაიხრჩვნენ, ან დენმა დაარტყათ.

17 ივლისი 2025, 15:24

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუქმდება

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუქმდება. ინფორმაციას Politico-ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

17 ივლისი 2025, 15:24

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ევროკავშირის წერილი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად დაიცვას LGBTQ პირების უფლებები

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს (იხ. ქვემოთ), და წინააღმდეგია მისი ტირაჟირების. ის ასევე ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლას, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის წერილს.