imedi /  21 ივნისი 2025, 22:43 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე: ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტის აზრით, ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ დაზვერვის ბუნების შეცვლას.

„თუ ჩვენში ჩაიარა უკვე „ვიწრო-კუთხურმა“ ეიფორიამ: „რაჭველი ქალი დაინიშნა ყველაზე საიდუმლო თანამდებობაზე!“, ცოტა დავწყნარდეთ: დიდი ალბათობით ბიოლოგიურად ის არაა ქართველი, უბრალოდ მის მამას ქართული გვარი მამინაცვლისგან (ბლეიზის ბაბუისგან) ერგო. ამას სჯობს განვიხილოთ მის დანიშვნასთან დაკავშირებული ზოგადი საფრთხეები და პროფესიულ დონეზე თუ არ მოვემზადებით მომავალი შეტევების მოსაგერიებლად, ლოცვები მაინც გავაძლიეროთ. მაშ ასე, 116 წლის შემდეგ პირველად ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელად ქალი დაინიშნა. ლიბერალური დღის წესრიგი დაკმაყოფილებულია, სათაურებიც აჭრელებულია, პუბლიკა ტაშს უკრავს. მაგრამ რაც მოხდა, ამის ძირითადი არსი არა გენდერულ ინკლუზიურობაში, არამედ თვით მმართველობის გენეტიკაში მდგომარეობს. ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას.

დღეს წარმატებულ აგენტებს სულ უფრო ხშირად არა ადამიანები წარმოადგენენ, არამედ ე.წ. „პრედიქტიული“ მოდელები, რომლებიც გამოიყენებენ ისტორიულ მონაცემებს ქცევისა და შედეგების სამომავლო პროგნოზირებისთვის. საქართველოს მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს, რა ფატალურ შეცდომებს უშვებენ „ადამიანი-აგენტები“, რომლებიც ჩვენს დასამარცხებლად საქართველოს შესწავლის ისტორიულ ასპექტებს უგულებელყოფენ. ამიტომ, ჩვენნაირი „კერკეტი კაკლებისთვის“ ძალაუფლების განხორციელება, სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმარების ველიდან − ისტორიული და მენტალური მონაცემების მოდულაციისა და ტრანსფორმაციის სფეროში გადადის.

მეტრეველი − არა პრეცედენტია, არამედ მასშტაბური ცვლილების მარკერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ის წლების განმავლობაში სწორედ Q განყოფილებას ხელმძღვანელობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს განყოფილება ჯეიმს ბონდის შესახებ სერიალთან ასოცირდება, სინამდვილეში Q − არა ფანტაზია, არამედ MI6-ის ლოგიკაში, სახელმწიფოს ტექნიკური ძალის გულის ფუნქციის მატარებელია. სწორედ აქ იბადება ინსტრუმენტები, რომლებიც განაპირობებენ ინფორმაციის უფრო სწრაფად მართვას, ვიდრე ვინმე მოასწრებს მისი დამახინჯების დაფიქსირებას.

მეტრეველის ხელმძღვანელობით Q აღარ არის უბრალოდ საინჟინრო ლაბორატორია. ის აზრობრივი და ინტელექტუალური ომების არქიტექტურად იქცა. აქ მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მოდულები, რომლებიც წინმსწრებად პროგნოზირებენ არასტაბილურობის აფეთქებებს მთელი პლანეტის მასშტაბით. აქ იქმნება ნეიროქსელების ისეთი სკრიპტები, რომლებიც ქცევითი შაბლონების ამოცნობას სწავლობენ. აქ ავტომატიზებულია „სოციალური პანიკის“ მართვა ციფრულ კლასტერებში, რომლებიც აღიქმებიან როგორც ლოკალურები, სინამდვილეში კი ცენტრალიზებულად იმართებიან.

კინემატოგრაფიულ მეხსიერებასთან შედარებით, Q განყოფილება აღარ აწარმოებს ტექნიკურ მოწყობილობებს − ის კონსტრუირებს ალგორითმების მითოლოგემებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტრეველი განათლებით არა ინჟინერი, არამედ სოციალური ანთროპოლოგია − პირიქით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალია. სწორედ ეს არის გარღვევის წერტილი ძველ დაზვერვასა და მის ახალ ფორმას შორის. ანთროპოლოგია − ეს არის რიტუალების, ძალაუფლების ენებისა და აზრობრივი სტრუქტურების მეცნიერება. ჩვენს შემთხვევაში − ეს არის მოწინააღმდეგის მხრიდან ქართული ბუნების (ძლიერი და მოწყვლადი წერტილებით) შესასწავლად აუცილებელი გასაღები. თანამედროვე სამყაროში სწორედ ანთროპოლოგია ხდება კიბერ-ჯაშუშობის ცენტრალური ინსტრუმენტი, რადგან სწორედ ის ხსნის, როგორ მოძრაობენ მასები ციფრულ მედიაში, როგორ ვრცელდება „მემები“, როგორ მოდელირდება ფეიკებისა და ჭორების მიგრაცია − და რატომ არის ეს პროცესები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი „ბანალური“ საველე ანგარიში.

კი, ბატონო, მეტრეველის გამზრდელი ბაბუის ფესვები საქართველოშია − და ესეც არ არის „შემთხვევითი დამთხვევა“. სწორედ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი დიდი ხანია იქცა ჰიბრიდული ომების სცენარების, ციფრული გადატრიალებებისა და პროქსი-ჩარევების საცდელ პოლიგონად. სწორედ აქ მიმდინარეობდა იმ კონსტრუქციების გამოცდა, სადაც სამხედრო ჩარევა ციფრულ არქიტექტურას უთმობს ადგილს. პირველად MI6-ს არა ოპერატიული ფიგურა, არამედ კულტურული აფეთქებების არქიტექტორი უხელმძღვანელებს.

Q განყოფილება ახლა − ეს არის ისტორიული სიმულაციების ლაბორატორია. ისინი მხოლოდ მოვლენებს არ აანალიზებენ − ისინი წინასწარ განჭვრეტენ, თავიდან გაუშვებენ მათ გადატვირთულ ტრაექტორიებს, ჩაერევიან თვით დროის სტრუქტურაში. რეალობაში ეს ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მღელვარებების პროგნოზისთვის, ემოციური ტრიგერების ავტომატურ შექმნას საინფორმაციო შეტევებისთვის, და რაც მთავარია − პრევენციულ მუშაობას. ზე-ემოციურ ქართულ საზოგადოებაში უკვე დღეს ჩანს ამ მართვადი მღელვარებების კვალი, რაც ასევე არაა „შემთხვევითი დამთხვევა“. საქმე აღარ არის უბრალოდ „ომის შეჩერებაში“, არამედ მის მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში გადატანასა და მისი შედეგების სათავისოდ წინასწარ მართვაშია.

ნამდვილი ბრძოლის ველი დღეს − ეს არის ბრძოლა იმ ალგორითმებზე, რომლითაც სხვები დაინახავენ სამყაროს. წმინდა ფორმალურად, Q განყოფილება რუს და ჩინელ ჰაკერებს ებრძვის. სინამდვილეში კი, ის ებრძვის რეალობის აღწერის ნებისმიერ სხვა ფორმას, რომელიც არ ექვემდებარება ანგლოსაქსურ მოდელს. ამიტომ, ამ ბრძოლაში დღევანდელი საქართველო მოწინააღმდეგის სახით, მოწინავე პოზიციებზეა. დღეს ეს ბრძოლა მიმდინარეობს ასევე ციფრული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც პლატფორმების უნივერსალიზმს უქმნის საფრთხეს.

მეტრეველი − ეს უბრალოდ „ქალი მოვიდა სათავეში“ კი არაა, არამედ იმის სიმბოლოა, რომ დაზვერვა წყვეტს მოძველებული და დრომოჭმული კლასიკური შპიონაჟის ინსტიტუტს, თუნდაც ჩვენი „აკაცუკების“ სახით. დაზვერვა ყალიბდება პლატფორმად, რომელიც შეძლებს აზრების, მონაცემებისა და ემოციების ერთიან ზემოქმედებად პროეცირებას. მსოფლიომ ვერც კი შეამჩნია, როგორ დაემსგავსა დღეს MI6 − Google-ს, ოღონდ სახელმწიფო გადატრიალებებზე ლიცენზიით…“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2026, 01:46

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას განიხილავს

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ხვდება, რათა ირანის ომში შემდგომი ნაბიჯები განიხილოს, მათ შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება მას შემდეგ, რაც კვირას ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი

12 მაისი 2026, 01:34

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან საკადრისი პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან „საკადრისი“ პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას.

12 მაისი 2026, 00:57

საზოგადოება

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით გამოცხადდა.

12 მაისი 2026, 00:40

მსოფლიო

CNN: ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა

ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ირანთან ომის დაწყების შემდეგ ბენზინსა და დიზელზე ფასების მკვეთრმა მატებამ ამერიკელ მომხმარებლებს 37 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

12 მაისი 2026, 00:40

საზოგადოება

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება

სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.

ერიკ ტრამპი

12 მაისი 2026, 00:29

მსოფლიო

ერიკ ტრამპი: მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ რენდერს - თბილისის გულში, საუკეთესო მდებარეობით, ეს ცათამბჯენი მალე გახდება ღირსშესანიშნაობა, ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და მოუთმენლად ველით მის განხორციელებას!

ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი, ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ს ოფიციალურ პროექტს აქვეყნებს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი

12 მაისი 2026, 00:10

საზოგადოება

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

დღესასწაულთან დაკავშირებით ახლად არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

11 მაისი 2026, 23:55

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება, ეტაპობრივად განხორციელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მაისი 2026, 23:33

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ „ევროპის ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს“, ევროკავშირმა გამოავლინა საკუთარი მორალური გაკოტრება

მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ „ევროპის ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს“ და ცივილიზაციის დასაცავად ებრძვიან ირანსა და სხვაგან მყოფ ჯიჰადისტ შეშლილებს, ევროკავშირმა გამოავლინა საკუთარი მორალური გაკოტრება ისრაელის მოქალაქეებსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის ყალბი სიმეტრიის გავლებით, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

კაია კალასი

11 მაისი 2026, 23:14

მსოფლიო

„შემიძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს“ - კაია კალასი აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მომავალი დიალოგის შემთხვევაში, მას შეუძლია ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს.

ანდრიი ერმაკი

11 მაისი 2026, 22:39

მსოფლიო

უკრაინული მედია: 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით საქმეზე ანდრიი ერმაკს ბრალი წარუდგინეს

ერმაკის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ „ენერგოატომს“ უკავშირდება.

11 მაისი 2026, 22:17

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ და ოლივიე კურტომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა კლინიკურ სექტორზეც. საუბარი შეეხო მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებსაც, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ.

დონალდ ტრამპი

11 მაისი 2026, 22:12

მსოფლიო

Fox News: ტრამპი სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ვენესუელის 51-ე შტატად გადასაქცევად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ანექსიას შეეცდება. მან Fox News-ს განუცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ნაბიჯს ამ ქვეყნის აშშ-ის 51-ე შტატად გადასაქცევად.

11 მაისი 2026, 22:08

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას - ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია

„როდესაც ქვეყნის იდენტობას შეარყევ და შეეცდები, რწმენაში მყოფ ადამიანში რწმენა შეარყიო, ის ადვილად სამართავია. ესენი ამ ფორმულით მოქმედებენ. მაგრამ, მათ არ იციან, ან იციან და არ უნდათ რომ გაიაზრონ ის ისტორია და გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მაისი 2026, 22:06

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

11 მაისი 2026, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ცაგარეიშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მოუსმინეს.

დავით ფაცაცია ელი კოენი

11 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ, მინისტრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

11 მაისი 2026, 21:55

საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ასევე გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

პეტრ კუბერნატი

11 მაისი 2026, 21:53

საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი: ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს. ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას თავის წმინდა მისიაში

ვულოცავ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, ვუსურვებ მას სიბრძნეს, ძალასა და წინამძღოლობას მის წმინდა მისიაში, - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა.

11 მაისი 2026, 21:52

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე“.