ზაზა შათირიშვილი: რადგან ომამდე ქვეყნის სათავეში აგენტურის დაბრუნება ვერ მოხერხდა, „წერტილოვანი დარტყმები“ ამოქმედდა, რაც ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. „დიფ სთეითის“ კონტროლირებადი ძალები ცდილობენ დავალების შესრულებას

ზაზა შათირიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე უსამართლო, დაუსაბუთებელმა ზეწოლამ არნახული მასშტაბი მიიღო. დღეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად იცის ამ ზეწოლის მიზანი - ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, მმართველობაში აგენტურის დაბრუნება და შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი განცხადებით, ეს სცენარი რომ „დიფ სთეითის“ მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო გაწერილი, უტყუარად დასტურდება, განსაკუთრებით ყურადსაღები კი უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომლებმაც რევოლუციური პროცესების განვითარების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ამავე დავალებას ასრულებდა „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, გიორგი გახარია, თუმცა, როგორც მისი, ისე სააკაშვილის შემთხვევაში, გარე ძალების მიერ დალაგებული გაგმა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გაიშიფრა და ხელისუფლების დამხობის მცდელობებიც წარმატებით განეიტრალდა.
„ჩვენი ქვეყნისათვის ეს დამღუპველი სცენარი რომ გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიფ სთეითის“ მიერ ომამდე იყო გაწერილი, უტყუარად არაერთი ფაქტითდასტურდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, როდესაც სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში შემოაპარეს. სტაჟიანი აგენტის დავალება არჩევნების დღეს საჯაროდ, მოულოდნელად გამოჩენა, რევოლუციური პროცესების აგორება და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა იყო. ამავე დავალებას ასრულებდა გიორგი გახარია, „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ჯერ მინისტრობის დროს აჯანჯღარებდა ქვეყანას, მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციის და ხელისუფლების რეპუტაციას, ბოლოს კი მთავრობის ჩამოშლის მიზნით, თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ორივე შემთხვევაში გარე ძალების დალაგებული გეგმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გაშიფრულ იქნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები წარმატებით განეიტრალდა,“ - აღნიშნავს შათირიშვილი.
მისივე განცხადებით, „დიფ სთეითმა“ საქართველოში ვითარების არევის მიზნით, გეგმა B აამუშავა და ომის დაწყების შემდეგ, „წერტილოვანი დარტყმები“ იმავე - ხელისუფლების დამხობის მიზნით ამოქმედდა.
„ამასობაში ომიც გაჩაღდა, ხოლო „დიფ სთეითმა“ საქართველოში პროცესების ასარევად გეგმა B აამუშავა. რადგან ომამდე ქვეყნის სათავეში აგენტურის დაბრუნება ვერ მოხერხდა, ომის დაწყებიდან „წერტილოვანი დარტყმები“ ამოქმედდა, რაც საბოლოო ჯამში იგივე მიზნით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე,„დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი შიდა თუ გარე ძალები დაჟინებით ცდილობენ დავალების შესრულებას. ყველას კარგად გვახსოვს ის პროვოკაციები და პროვოკაციული განცხადებები, რასაც ამ წლების მანძილზე ვხედავთ და ვისმენთ: მოხალისე მეომრების გაგზავნის მოთხოვნა უკრაინაში, სანქციების დაწესების კამპანია, ელჩის გაწვევა, ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები... ამ დამღუპველ ნაბიჯებზე უარის მთქმელი ადამიანების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და ასე შემდეგ...“ - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.
ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 22:53
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა „მეგობარმა" გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა - ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა „დიფ სთეითის" აგენტურის ავანტიურული სცენარი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც მოიცავდა.

15 ივლისი 2025, 22:36
მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს მეშვეობით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის პროექტში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 22:16
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას.

15 ივლისი 2025, 21:52
მსოფლიო
ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს: არავის მხარეს ვარ - კაცობრიობის მხარეს ვარ, მინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის არავის მხარეს არ არის.

15 ივლისი 2025, 21:36
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მიმართებაში პოზიცია გაამკაცრა.

15 ივლისი 2025, 21:23
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

15 ივლისი 2025, 21:21
მსოფლიო
The New York Times: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მკაცრად საუბრობს რუსეთზე, ამ საუბარს თან ახლავს ეჭვები და აკლია კონკრეტული დეტალები
პრეზიდენტ ტრამპის ახალი გეგმა, უკრაინისთვის იარაღის გაგზავნისა და პარალელურად რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისთვის მკაცრი სანქციების დაწესების მუქარა, ასახავს ომთან დაკავშირებით მის პოზიციაში მკვეთრ ცვლილებას, თუმცა მისი შეთავაზებები ძირითად დეტალებს გაურკვეველს ტოვებს, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

15 ივლისი 2025, 20:42
პოლიტიკა
არის თუ არა ალეკო ელისაშვილი „ლელოს” და „გახარიას” ალიანსის მაქსიმუმი? არსებული ინფორმაციით ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდება. „ქრონიკის" სიუჟეტი
არის თუ არა ალეკო ელისაშვილი „გახარიას“ და „ლელოს“ ალიანსის მაქსიმუმი? არსებული ინფორმაციით, ელისაშვილის ახალი როლი თბილისის მერობის კანდიდატობა იქნება.

15 ივლისი 2025, 20:39
სამართალი
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან. საქართველოდან კიდევ 26 უცხოელი გააძევეს - „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა გრძელდება. საქართველოს დატოვება ამჯერად 26 უცხოელს მოუხდა. ისე, რომ ჩვენს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ.

15 ივლისი 2025, 20:33
პოლიტიკა
უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია. ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. „ქრონიკის" სიუჟეტი
როგორც ვნახეთ, ბრიუსელი საქართველოს დასჯაზე ისევ ვერ შეთანხმდა. უვიზო მიმოსვლით შანტაჟის მორიგი უშედეგო სერია ოპოზიციის კიდევ ერთი მარცხია. ახალი ამბავი ბრიუსელიდან რეალურად არც ისე ახალია. სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა- ევროპელი ბიუროკრატებისგან ხშირად ისმის, ეს ხელისუფლებას საბჭოურ სტილს აგონებს. სოფო ბერიძე გვიერთდება

15 ივლისი 2025, 20:20
პოლიტიკა
რუსეთიდან დეპორტირებული, მძიმე დანაშაულში მხილებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან, ბუფერულ ზონაში იმყოფებიან. რას ამბობს შსს? - „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე დანაშაულებში მხილებული და რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვართან ბუფერულ ზონაში რჩებიან. რა გზით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას, ჯერ გაურკვეველია.

15 ივლისი 2025, 20:12
საზოგადოება
ტრაგედია - ოპოზიციისთვის პოლიტიკური საზრდო. „ქრონიკის" სიუჟეტი
ტრაგედიას სადგურის მოედანთან ორი ადამიანი ემსხვერპლა და 1 დაშავდა. ვიდრე მაშველები ცხედრებს ეძებდნენ, ოპოზიციამ უბედური შემთხვევის სათავისოდ გამოძიებაც მოასწრო, მერიაზე თავდასხმაც და პოლიტიკური სპექტაკლის დადგმაც.

15 ივლისი 2025, 20:00
მსოფლიო
კაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება.

15 ივლისი 2025, 19:38
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანმა უარყო, რომ ტრამპმა ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე თავდასხმისკენ მოუწოდა.

15 ივლისი 2025, 19:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.

15 ივლისი 2025, 19:25
რეგიონი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ-ზე (სოფ. შუასოფელი), დაგეგმილი ლითონის მილის მოწყობის სამუშაოების გამო 2025 წლის 15 ივლისის 23:00სთ-დან 16 ივლისის 06:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

15 ივლისი 2025, 19:20
პოლიტიკა
საქართველოსა და კორეის ცენტრალურ ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

15 ივლისი 2025, 19:13
პოლიტიკა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

15 ივლისი 2025, 19:04
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
„ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამოხატულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტებში. ესაა საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული ტრენინგები, ასევე საგრანტო კომპონენტები, რომლებიც ეხმარება ექსპორტიორებს პროდუქციის სერტიფიცირებაში, ბრენდინგში, ახალ ბაზრებზე შესვლის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაში და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ქართველი ექსპორტიორებისთვის აორგანიზებს. საუბარია სურსათზე, ტექსტილსა და სხვადასხვა სახის საექსპორტო მიმართულებაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

15 ივლისი 2025, 18:56
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ბრიუსელმა სავიზო თემით მანიპულირების იარაღი რომ გამოიყენოს, საქართველოს წინააღმდეგ ასამოქმედებელი სხვა იარაღი აღარ დარჩება
იმედი მაქვს ბრიუსელში გაიმარჯვებს საღი აზრი, იმიტომ, რომ ვიზების შეჩერების საკითხი არის ფაქტობრივად ბოლო იარაღი, რაც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს სავიზო შეთანხმების გაუქმების გარდა საქართველოზე ზემოქმედების სხვა იარაღი.