საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.
სამხედრო ქვედანაყოფში მთავარსარდალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სკოლის ისტორიის, მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობის ინვენტარი გააცნო. მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა.
სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს. საქართველოს პრეზიდენტი სამთო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნა.
„საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი თავდაცვის ძალების ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა. მიხარია, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრის შესაძლებლობაც გვქონდა. ეს არის განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი წარმატებული პროექტი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და თავდაცვის ძალებს გააჩნია შესაძლებლობა, რათა ჩვენი სამხედროები მოემზადონ მაღალ დონეზე. ამასთან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან სამხედრო სწავლებით“,- განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 14:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „სადგურის მოედანზე“ ავარიული კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე: არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიებით
ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან. ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „სადგურის მოედანზე“ მდებარე ავარიული შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე.

15 ივლისი 2025, 14:08
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროსაბჭოსთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროსაბჭოსთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 14:03
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა ესკო-ს ახალი ხელმძღვანელი თორნიკე ყაზარაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) ახალი გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

15 ივლისი 2025, 13:53
პოლიტიკა
კახა კალაძე: არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.

15 ივლისი 2025, 13:46
პოლიტიკა
კახა კალაძე არჩევნების ჩაშლის საკითხზე: არავის ვურჩევ შიმშილობას, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელია. წარმოუდგენელია, ამით რა შედეგი უნდა მიიღონ
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

15 ივლისი 2025, 13:32
საზოგადოება
კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა - 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

15 ივლისი 2025, 13:28
პოლიტიკა
კახა კალაძე: შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფაქტია იქ ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ გამგეობამ არაერთი შეხვედრა გამართა ჩანაცვლების საკითხზე
დედაქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

15 ივლისი 2025, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ განცხადებების სახით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ, არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება.

15 ივლისი 2025, 13:20
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს უკრაინის ლიდერებს ადამიანების უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოუწოდებს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უკრაინის ლიდერებს სანქციები დაუწესოს.

15 ივლისი 2025, 13:19
რეგიონი
ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

15 ივლისი 2025, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია კაია კალასის განცხადებაზე: 1 200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო
1.200 000 ამომრჩეველს გვეუბნებიან, ვინც თქვენ მოგწონთ ისინი გაყარეთ და ხელისუფლებაში დააბრუნეთ მკვლელები, პედოფილები, მანიაკები, ტერიტორიების ჩამბარებლები და უვიზოს დაგიტოვებთო, - ასე აფასებს ექსპერტი ირაკლი ლატარია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს."

15 ივლისი 2025, 13:07
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე კაი კალასის განცხადებაზე: კარგად ჩანს დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ევროკავშირი აქტიურად მოქმედებს. არც მაშინ და არც ახლა ქართველი ხალხი არავის აინტერესებს
კაია კალასი (ევროკავშირი) უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ფეხქვეშ თელავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს! კაია კალასი: "მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს" კალასის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ისე უყურებს, როგორც კოლონიას, მას არა პარტნიორად არამედ, უუფლებო სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც ვალდებულია ევრობიუროკრატების სურვილის შესაბამისად იმოქმედოს - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

15 ივლისი 2025, 13:00
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გადაზიდვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, ტარების, გადაზიდვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

15 ივლისი 2025, 12:50
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: „შეუპოვარი მებრძოლის“, რუსეთის სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ თურმე, სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყანად ხედავს - ფიქრობს, კავკასიურ ნაწილში უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა
უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

15 ივლისი 2025, 12:49
საზოგადოება
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

15 ივლისი 2025, 12:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე
სუვერენიტეტის შეუვალ დამცველ საქართველოს ემუქრება ევროკრატიის ერთ-ერთი აქტორი, კაია კალასი, რომელსაც დასავლეთში ასე ახასიათებენ - არაკომპეტენტური, არაშორსმჭვრეტელი, ევროპის ინტერესების მოწინააღმდეგე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის, მუქარას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

15 ივლისი 2025, 12:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროკომისარ კაია კალასის განცხადებით, ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს
საქართველოს დიდი ხანია აღარ ახსენებენ დასავლურ მედია და პოლიტიკურ ველზე, როგორც "შუა დერეფნის" განუყოფელ ნაწილს. როგორც წესი აღმოსავლეთის ენერგომატარებლები თავის დინებას ბაქოში ასრულებენ და შემდგომ სასწაულებრივად - რუმინეთიდან აგრძელებენ თავის დინებას. დღეს ამას დაემატა საქართველოს შავიზღვისპირეთის ნავსადგურების "გაუქმება" და ბრიუსელის ფსონის გაკეთება სომხეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში. როგორც მინიმუმ ეს არის პიროვნების დეგრადაციაზე აწყობილი საგანმანათლებლო სისტემის შედეგი, როგორც მაქსიმუმ - ამ უკვე დეგრადირებული სისტემის მსხვერპლ-მესვეურების მხრიდან, მათთვის გამაღიზიანებელი და დაუმარცხებელი საქართველოს წინააღმდეგ თავისი აგონიური უკანასკნელი შეტევის მცდელობა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკომისრის სამუშაო მაგიდაზე უკვე არსებობს ე.წ. „ანტიქართული პაკეტი“, რომელიც ორ მოსამართლეზე სანქციების დაწესებას და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მოიცავს.

15 ივლისი 2025, 12:39
სამართალი
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 12:38
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

15 ივლისი 2025, 12:27
რეგიონი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ე.წ. ნეძვის გზისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 4.1-კმ გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.