02 ივლისი 2025, 15:56 / სანდო წყარო

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

თორნიკე ჭეიშვლი

თორნიკე ჭეიშვლი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით განისაზღვრება არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი.

კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.

კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.

შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“. კერძოდ, კოდექსს ემატება ახალი თავი, რომლითაც დარეგულირდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე ბრძანების გამოცემის საკითხი.

„არალეგალური მიგრაცია დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას როგორც თანამედროვე მსოფლიოსთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოდ იბრძვის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო, უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 08:58

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში დღისით +37 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

თორნიკე ჭეიშვილი

10 ივლისი 2025, 08:40

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ამას ახლა თან ერთვის და ფონად გასდევს ის, რომ შიდა განხეთქილებამაც უკვე სრული სიმწვავით იჩინა თავი

მან ამგვარად შეაფასა ანა წითლიძის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაში „ლელოს“ დადანაშაულება. ჭეიშვილის განცხადებით, ეს განხეთქილება ქართული დემოკრატიისთვის კარგი პროცესია.

დავით მათიკაშვილი

10 ივლისი 2025, 08:28

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც USAID დაიხურა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა ევროპაში გადაინაცვლა

ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას.

10 ივლისი 2025, 08:12

რეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე წელია, მერის ინიციატივით, ზაფხულის სკოლა ფუნქციონირებს

სკოლის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

10 ივლისი 2025, 08:11

რეგიონი

ბოლნისის სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 275 000 ლარს შეადგენს.

ანა წითლიძე

10 ივლისი 2025, 08:04

პოლიტიკა

ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა

გიორგი გახარიას მორიგი მხილება - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა, მაშინ როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.

10 ივლისი 2025, 08:01

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. ვებ გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დეტალია.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2025, 03:15

მსოფლიო

The New York Times: პუტინი ტრამპს უგულებელყოფს, რადგან უკრაინაში ფრონტის გარღვევას ელის

კრემლი ღიად უგულებელყოფს დონალდ ტრამპის მოწოდებებს უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ, რადგან ვლადიმირ პუტინს სჯერა რუსული არმიის უნარის, გაარღვიოს ფრონტი და საბოლოოდ გატეხოს უკრაინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 03:04

მსოფლიო

The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის იარაღის ნაწილის მიწოდება განაახლა

ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის იარაღის ნაწილის მიწოდება განაახლა, პენტაგონის მიერ ზოგიერთი მიწოდების შეჩერებიდან ერთი კვირის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 01:30

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალი“ გაანადგურა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

10 ივლისი 2025, 01:01

მსოფლიო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში სამხედრო გაწვევის დროს ძალადობის, მედიის შეზღუდვისა და კრიტიკოსების მიმართ სანქციების შესახებ ცნობების გამო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაჰერტიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ნებისმიერი დისკუსიის ცენტრში ადამიანის უფლებები უნდა იყოს.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2025, 00:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია, გსურდეს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არ ელაპარაკო ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE“ ევროკავშირის რეგიონულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უკვე საკმაოდ რთულია გაერკვე, რა წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას კონკრეტულად საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2025, 00:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს

ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2025, 00:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ეს პროცესი, რაც შემოდგომაზე დაიწყო, ემსახურებოდა ერთადერთს, რომ ჩამოეშალათ საჯარო სამსახური, ჩამოეშალათ საგარეო უწყება, რაც ვერ განხორციელდა და ახლა იმედგაცრუებულები ცდილობენ, რომ ათასი ბრალდება გააჟღერონ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი შეფასებით, სამინისტროიში ახლა ძალიან სწორი და საჭირო პროცესი მიმდინარეობს.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ზოგადად ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, იწვევს თუ არ იწვევს ეუთო/ოდირს არჩევნებზე დასაკვირვებლად. ადგილობრივი არჩევნები, არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები. მარტივი გზა გამოინახა - იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთო. ეს პირდაპირ ითქვა

უკრაინასა და მოლდოვას, ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ [როცა] ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, ჩანს ეს პროგრესი და მოდით ნუღარ შევაფასებთ საქართველოს და ახლა ეძებენ გზებს, როგორ არ შეაფასონ საქართველო იმისათვის, რომ ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს არ გამოჩნდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანდჟეი დუდა

09 ივლისი 2025, 23:40

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა საკმარისად არ აფასებს პოლონეთის დახმარებას

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სახელმწიფოს მეთაურის რანგში თავის ბოლო ინტერვიუში კრიტიკულად ისაუბრა მოკავშირეებისა და უკრაინის დამოკიდებულებაზე პოლონეთის მიმართ, კერძოდ, ჟეშუვის აეროპორტის გავლით სამხედრო დახმარების მიწოდების კონტექსტში.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატებზე: ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა იმგვარად, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად

ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, რამ შეიძლება მოახდინოს იმგვარად გავლენა, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში და ხელისუფლებაში იყოს იმ ადამიანების ჯგუფი, არა ვინც ქართველ ამომრჩეველს სურს, არამედ ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევრობიუროკრატებზე და მათ ქმედებებზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

09 ივლისი 2025, 23:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებას“. ანუ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. არ არის ქართული საზოგადოება მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.