დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ხუთი პირი გამოჰკითხა.
კოდორის ხეობაში 2008 წლამდე განვითარებულ მოვლენებზე კომისიას ახსნა-განმარტება იმედა მაისურაძემ მისცა. მისი განცხადებით, 2006 წლის ივლისის ბოლოს, კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს, იგი თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად მსახურობდა.
როგორც იმედა მაისურაძემ აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრიაშვილისგან ხუთი დამრტყმელი ვერტმფრენის მფრინავმა დავალება მიიღო კოდორის ხეობაში ემზარ და ნორა კვიციანების სახლების განადგურების შესახებ. მისივე თქმით, მფრინავების კითხვაზე, სოფლიდან მოსახლეობა ევაკუირებული იყო თუ არა, ოპერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან პასუხი იყო, რომ მოსახლეობა სოფლიდან გაყვანილი იყო.
იმედა მაისურაძის განცხადებით, მათ ორი ფრენა შეასრულეს. პირველ შემთხვევაში, ოპერაციაში ხუთი ვერტმფრენი მონაწილეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მფრინავებმა სოფელში თეთრი ნაჭრებით ხელში ქალები და ბავშვები დაინახეს, სამიზნეებზე არ იმუშავეს და ჭურვების გასროლა რიყე ადგილზე განახორციელეს. მისივე თქმით, სენაკის ბაზაზე დაბრუნების შემდეგ, დავალების შეუსრულებლობის გამო, ორი ვერტმფრენი კვლავ კოდორის ხეობაში დააბრუნეს, თუმცა მფრინავებმა არც ამჯერად ესროლეს სამიზნეებს და დავალების შესრულების იმიტაციის მიზნით, რამდენიმე ჭურვი სკოლის ეზოში ჩამოაგდეს.
„მათი მიზანი ორი სახლის განადგურება იყო, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული შეიარაღება ზუსტი დარტყმების განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა. ასევე, უნდოდათ მსხვერპლი ყოფილიყო და შემდეგ ამ ამბავზე გაეკეთებინათ პიარი“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბაზაზე დაბრუნების შემდეგ იგი სამხედრო პოლიციამ დააკავა და ფოთში სატუსაღოში გადაიყვანა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აბრალებდნენ სამშობლოს ღალატს და ემზარ კვიციანისგან თანხის აღებას. იმედა მაისურაძის განცხადებით, 10 დღის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გააგრძელა.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის ომის შემდეგ კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე თორნიკე გერლიანი განმეორებით გამოჰკითხა. როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის 10 აგვისტოს, კოდორის ხეობიდან ქართული შენაერთების გამოსვლის შემდეგ, ხეობაში არა მარტო დიდი რაოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი, ტექნიკა და საწვავი დარჩა, არამედ საჯარისო და საპოლიციო ძალების შემადგენლობის შესახებ დოკუმენტაციაც, რაც ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა.
თორნიკე გერლიანის თქმით, ის ადამიანები, ვინც ამ სიებში იყვნენ და ასევე მათი ოჯახის წევრები, კოდორის ხეობაში ვეღარ დაბრუნდნენ, სხვები კი ხეობაში 2008 წლის ბოლომდე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
მისივე განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უშლიდა ხეობაში გადაადგილებაში, ხოლო მას შემდეგ რაც ამ უწყებამ პროვოკაციების მოწყობა დაიწყო, ოკუპანტებმა დამატებითი საგუშაგოები გახსნეს. თორნიკე გერლიანმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლის თაობაზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, დახურულ ფორმატში, ვიდეო ჩართვის საშუალებით, უჩა გუგუჩია გამოჰკითხა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, განმეორებით, ვიდეო ჩართვის ფორმატში, გიორგი გახარია გამოჰკითხა. კომისიის წევრების შეკითხვები რამდენიმე საკითხს შეეხებოდა. ერთ-ერთი საკითხი - 2019 წელს, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს გახსნას უკავშირდებოდა, რის შემდეგაც, კომისიის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავეს.
გიორგი გახარიას განმარტებით, ჩორჩანას ტყეში საგუშაგოების გახსნის გეგმა შეთანხმებული იყო ყველა შესაბამის უწყებასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც საქმის კურსში იყო.
მისი თქმით, საგუშაგოს გახსნამდე ჩორჩანას ტყის „ეფექტურ კონტროლს“ არა ქართული მხარე, არამედ საოკუპაციო ძალა ახორციელებდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში არსებული ინფორმაციით, ეს ტერიტორიები საოკუპაციოდ მზადდებოდა - აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და საოკუპაციო რეჟიმის სასაზღვრო მონიშვნების ბანერებს ათავსებდნენ. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგუშაგოს გახსნის მიზანი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირების აღდგენა. მისივე თქმით, საგუშაგოს გახსნამ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ საოკუპაციო ხაზის შეცვლაში ხელი შეუშალა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა და კომისიის წევრებმა განაცხადეს, გიორგი გახარიას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა ორი პირის შეჩერებას და არა დაკავებას.
კომისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ტყით ვეღარ სარგებლობს, რაც კომისიის სხდომაზე ერთ-ერთმა გამოკითხულმა პირმაც დაადასტურა.
ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 08:12
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე მეექვსე წელია, მერის ინიციატივით, ზაფხულის სკოლა ფუნქციონირებს
სკოლის მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის გამოცდილების შეძენა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

10 ივლისი 2025, 08:11
რეგიონი
ბოლნისის სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 275 000 ლარს შეადგენს.

10 ივლისი 2025, 08:04
პოლიტიკა
ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა
გიორგი გახარიას მორიგი მხილება - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა, მაშინ როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.

10 ივლისი 2025, 08:01
პოლიტიკა
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული, მათ შორის არიან ქართული „ენჯეოები“
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. ვებ გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დეტალია.

10 ივლისი 2025, 03:15
მსოფლიო
The New York Times: პუტინი ტრამპს უგულებელყოფს, რადგან უკრაინაში ფრონტის გარღვევას ელის
კრემლი ღიად უგულებელყოფს დონალდ ტრამპის მოწოდებებს უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ, რადგან ვლადიმირ პუტინს სჯერა რუსული არმიის უნარის, გაარღვიოს ფრონტი და საბოლოოდ გატეხოს უკრაინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 03:04
მსოფლიო
The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის იარაღის ნაწილის მიწოდება განაახლა
ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის იარაღის ნაწილის მიწოდება განაახლა, პენტაგონის მიერ ზოგიერთი მიწოდების შეჩერებიდან ერთი კვირის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 01:30
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალი“ გაანადგურა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

10 ივლისი 2025, 01:01
მსოფლიო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში სამხედრო გაწვევის დროს ძალადობის, მედიის შეზღუდვისა და კრიტიკოსების მიმართ სანქციების შესახებ ცნობების გამო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაჰერტიმ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ნებისმიერი დისკუსიის ცენტრში ადამიანის უფლებები უნდა იყოს.

10 ივლისი 2025, 00:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია, გსურდეს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არ ელაპარაკო ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE“ ევროკავშირის რეგიონულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უკვე საკმაოდ რთულია გაერკვე, რა წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომას კონკრეტულად საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ.

10 ივლისი 2025, 00:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს
ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე საუბრისას.

10 ივლისი 2025, 00:23
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ეს პროცესი, რაც შემოდგომაზე დაიწყო, ემსახურებოდა ერთადერთს, რომ ჩამოეშალათ საჯარო სამსახური, ჩამოეშალათ საგარეო უწყება, რაც ვერ განხორციელდა და ახლა იმედგაცრუებულები ცდილობენ, რომ ათასი ბრალდება გააჟღერონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი შეფასებით, სამინისტროიში ახლა ძალიან სწორი და საჭირო პროცესი მიმდინარეობს.

09 ივლისი 2025, 23:59
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით
ზოგადად ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, იწვევს თუ არ იწვევს ეუთო/ოდირს არჩევნებზე დასაკვირვებლად. ადგილობრივი არჩევნები, არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას.

09 ივლისი 2025, 23:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები. მარტივი გზა გამოინახა - იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთო. ეს პირდაპირ ითქვა
უკრაინასა და მოლდოვას, ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ [როცა] ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, ჩანს ეს პროგრესი და მოდით ნუღარ შევაფასებთ საქართველოს და ახლა ეძებენ გზებს, როგორ არ შეაფასონ საქართველო იმისათვის, რომ ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს არ გამოჩნდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

09 ივლისი 2025, 23:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

09 ივლისი 2025, 23:40
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა საკმარისად არ აფასებს პოლონეთის დახმარებას
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ სახელმწიფოს მეთაურის რანგში თავის ბოლო ინტერვიუში კრიტიკულად ისაუბრა მოკავშირეებისა და უკრაინის დამოკიდებულებაზე პოლონეთის მიმართ, კერძოდ, ჟეშუვის აეროპორტის გავლით სამხედრო დახმარების მიწოდების კონტექსტში.

09 ივლისი 2025, 23:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატებზე: ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა იმგვარად, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად
ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, რამ შეიძლება მოახდინოს იმგვარად გავლენა, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში და ხელისუფლებაში იყოს იმ ადამიანების ჯგუფი, არა ვინც ქართველ ამომრჩეველს სურს, არამედ ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევრობიუროკრატებზე და მათ ქმედებებზე საუბრისას.

09 ივლისი 2025, 23:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური
ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებას“. ანუ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. არ არის ქართული საზოგადოება მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

09 ივლისი 2025, 23:26
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩნდება განცდა, რომ პარალელური სამყარო შექმნეს, პარალელური საქართველო, სადაც სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, სადაც კვლავ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი და ქართველი ამომრჩეველი, ქართველი ხალხი არ არსებობს
ზოგადად, დოკუმენტი, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას, რეალობას საქართველოში და ჰქვია, რომ არის საქართველოზე, ძალიან რთულია შეაფასო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

09 ივლისი 2025, 23:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩამოსაყალიბებლები არიან რა ჯობს მათთვის - არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ არ მიღება. ორივე წამგებიანია იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ მთელ შენს სტრატეგიას რა თქმა უნდა ეს წამგებიანი იქნება
ჩამოსაყალიბებლები არიან რა ჯობს მათთვის - არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ მონაწილეობის არ მიღება. ორივე იდეაში წამგებიანია იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ ყველაფერს, ტყუილზე აფუძნებ მთელ შენს სტრატეგიას რა თქმა უნდა ეს წამგებიანი იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუციის იმ ნაწილზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არის საუბარი.

09 ივლისი 2025, 23:13
მსოფლიო
ტრამპი FBI-სა და CIA-ს ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ გამოძიებაზე: უდიდესი თაღლითები არიან და შესაძლოა, ამისთვის ფასიც გადაიხადონ - რაც მოხდება, მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის, ჯონ ბრენანისა და FBI-ს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ გამოძიებას გამოეხმაურა.