ვატო შაქარიშვილი: ლაზარეს გმირად გამოცხადებამ შვა გიორგი მინდაძის, თუ სხვა პირების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი აქტები. თუ პოლიციელის ცოცხლად დაწვას გმირობად გამოაცხადებ, იმავეს გაკეთების სურვილი სხვასაც გაუჩნდება

ვატო შაქარიშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
ლაზარეს გმირად გამოცხადებამ შვა გიორგი მინდაძის თუ სხვა პირების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი აქტები. ეს ასეა - თუ ადამიანს შეუქებ რაიმე ქმედებას, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს. თუ პოლიციელის ცოცხლად დაწვას გმირობად გამოაცხადებ და ჩამდენიც დაუსჯელი დარჩება, იმავეს გაკეთების სურვილი სხვა ახლაგაზრდასაც გაუჩნდება,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის განცხადებით, ქვით, მოლოტოვის კოქტეილით, პიროტექნიკითა, თუ სხვა საგნებით პოლიცილის დასახიჩრების რომანტიზება, თავად ამ დანაშაულზე უფრო დიდი დანაშაულია და აგენტურული ქსელი ამას შეგნებულად აკეთებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნდეს, ან კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგონ.
„ლაზარეს გმირად გამოცხადებამ შვა გიორგი მინდაძის თუ სხვა პირების მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი აქტები. ეს ასეა - თუ ადამიანს შეუქებ რაიმე ქმედებას, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს. თუ პოლიციელის ცოცხლად დაწვას გმირობად გამოაცხადებ და ჩამდენიც დაუსჯელი დარჩება, იმავეს გაკეთების სურვილი სხვა ახლაგაზრდასაც გაუჩნდება.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის რევოლუციურ პროცესებში, წინა წლის მარტის მოვლენებთან შედარებით ძალადობის მასშტაბები გაიზარდა. დაფინანსების მატებასთან, წინასწარ ტრენინგებთან და სხვა ფაქტორებთან ერთად ეს, წარსულში ანალოგიური დანაშაულის მისაბაძ ქმედებად მონათვლამ, ტაშის დაკვრამ და დაუსჯელობის სინდრომმა განაპირობა. მივიღეთ კიდევ უფრო მეტი აგრესიული ახალგაზრდა, მეტი დაშავებული პოლიციელი და უმართავი პროცესები, სადაც მაღალი იყო რისკი, რომ ყველაფერი მსხვერპლით დასრულებულიყო, რაც დამკვეთების მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
ქვით, მოლოტოვის კოქტეილით, პიროტექნიკით, თუ სხვა საგნებით პოლიცილის დასახიჩრების რომანტიზება, თავად ამ დანაშაულზე უფრო დიდი დანაშაულია!
აგენტურული ქსელი ამას შეგენებულად აკეთებს, მათ სურთ, რომ აქამდე გაბატონებული დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნდეს და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას უბიძგონ მსგსვსი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისკენ, იქნებ ვინმემ გაისროლოს კიდეც... ხომ ყველას გვახსოვს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანუ დამკვეთების გაოცება იმით, რომ მიუხედავად მასშტაბური ძალადობისა, მსხვერპლი ვერ მიიღეს...
მშობელი იქნება თუ სხვა ადამიანი, თუ ვინმეს ნამდვილად შესტკივა გული ამ ახალგაზრდებზე, პრეტენზია უნდა წაუყენოს პაველ ჰერჩინსკის, პიტერ ფიშერს, სხვა უცხოელ აქტორებს და მათ მიერ მართულ ქართველ აგენტებს, რადგან ამ ბოროტმოქმედების და ჩვენი ქვეყნის მტრების დაფინანსებული, ორგანიზებული და წახალისებულია მათი შვილების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები!“,-წერს შაქარიშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 00:32
რეგიონი
უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თიანეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

08 ივლისი 2025, 23:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს
მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ონდჟეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

08 ივლისი 2025, 23:39
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა
ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა.

08 ივლისი 2025, 23:31
პოლიტიკა
სამართალდამცველზე ძალადობა დაუშვებელია. თავდასხმა აშშ-ში და მკაცრი რეაგირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეერთებულ შტატებში მსგავსი გაფრთხილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ტეხასში სასაზღვრო პატრულის ოფისს თავს დაესხნენ, შედეგად ორი ოფიცერი და პატრულის ერთი თანამშრომელი დაშავდნენ. შეიარაღებული თავდამსხმელი კი, პოლიციამ საპასუხო სროლის დროს მოკლა.

08 ივლისი 2025, 23:24
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით
უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ.

08 ივლისი 2025, 22:59
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ
საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

08 ივლისი 2025, 22:41
პოლიტიკა
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

08 ივლისი 2025, 22:20
პოლიტიკა
პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე: გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი
გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

08 ივლისი 2025, 22:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი
თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

08 ივლისი 2025, 22:11
პოლიტიკა
პრემიერი თორნიკე რიჟვაძეზე: ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი
გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

08 ივლისი 2025, 22:09
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი: თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

08 ივლისი 2025, 21:37
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.

08 ივლისი 2025, 21:25
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა.

08 ივლისი 2025, 21:23
პოლიტიკა
გიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში
პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

08 ივლისი 2025, 21:19
მსოფლიო
ტრამპი: პუტინით კმაყოფილი არ ვარ - ის უამრავ ადამიანს კლავს
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.

08 ივლისი 2025, 21:01
კულტურა
კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი, ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი, ტიერი ბერიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი, ლევილის პროექტის მენეჯერი თამარ კვარაცხელია.

08 ივლისი 2025, 20:59
პოლიტიკა
კრიტიკის შიში და ფული - რას ყიდულობდა „ლელო“ პოლიტიკაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიცია თვითდაზიანებით არის დაკავებული. ცეცხლი ამჯერად, „ნაციონალებმა“ გახსნეს ლელოს მისამართით.

08 ივლისი 2025, 20:50
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

08 ივლისი 2025, 20:49
პოლიტიკა
ევროპელი დეპუტატი ეუთოს დასკვნის წინააღმდეგ. მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი სააკაშვილის მეგობრების მორიგ პროექტს?„ქრონიკის" სიუჟეტი
რა ფასი აქვს ევროპისთვის ეუთოს დასკვნას, ეს ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესმაც აჩვენა. კენჭისყრისთვის ამზადებენ დოკუმენტს, სადაც ეუთოს აღიარებული არჩევნების ფონზე, ხელახალი არჩევნებია მოთხოვნილი.

08 ივლისი 2025, 20:48
სამართალი
სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა
საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.