04 ივლისი 2025, 00:29 / სანდო წყარო

პრემიერი: ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო, კანონი დაიცავს პოლიციას და ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, კანონი დაიცავს პოლიციას, სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ გასული ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა გამოიარა, რომელიც გარედან დაგეგმილი და კოორდინირებული იყო და რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს პოლიციელებზე თავდასხმა წარმოადგენდა.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც უზღუდავდა ადამიანებს პოლიციელებზე თავდასხმას, ეს მონათლეს, როგორც ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, დემოკრატიული უკუსვლა და ა.შ. შენ უნდა გქონდეს იმის უფლება, რომ ხელი გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს და იმან რეაქცია არ უნდა მოგცეს. ეს არის „დემოკრატია“ მათ გაგებით და თუ ამას ზღუდავ, ეს ყოფილა არადემოკრატიული ნაბიჯი. რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რა არის - უნდა გაარტყა პოლიციელს, შეაფურთხო პოლიციელს, პოლიციელი უნდა იყოს დაკნინებული. ასეთი პოლიციელის შექმნა უნდოდათ მათ თავის დროზე გახარიას მეშვეობით, როცა აჰყავდა მაგალითად პანკისში სპეცრაზმი და შეურაცხყოფილს უწევდა წამოსვლა სპეცრაზმს პანკისიდან. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ასეთი მენეჯმენტი იყო, აგენტურა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაში. გახსოვთ ბასიანის მოვლენები, სხვა მოვლენები, როცა შეგნებულად, კონკრეტული აგენტი შეურაცხყოფილს ტოვებდა პოლიციელებს. ეს არის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - კანონი არ უნდა იცავდეს პოლიციელს არც შეფურთხებისგან, არც ხელის გარტყმისგან, არც შეურაცხყოფისგან, არაფრისგან და შენ თუ ამისგან იცავ პოლიციელს, ეს არის თურმე არადემოკრატიული ნაბიჯი. ეს ხომ სირცხვილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რევოლუციების მეორე ინსტრუმენტია ქვეყანაში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება გარედან და ამას აკეთებენ სოცმედიის, მედიის თუ უამრავი სხვა საშუალებით.

„პოლიტიკოსებზე, სამართალდამცავებზე ქუჩაში თავდასხმა, შეურაცხყოფა, უშვერი სიტყვებით გინება, ფურთხება და ა.შ. არის დემოკრატია და ამას თუ უპირისპირდები, ეს ყოფილა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები. ძალოვანი სტრუქტურები არის ის, რაზეც დგას ნებისმიერი ჯანმრთელი სახელმწიფო. როგორც კი შენ ვიღაცას აძლევ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინების საშუალებას, მაშინვე იშლება სახელმწიფო და ამას ცდილობდნენ ოთხი წლის განმავლობაში და უფრო ადრეც მთელი ამ წლების განმავლობაში. კანონი დაიცავს პოლიციას. კანონი დაიცავს სამართალდამცავ უწყებებს და კანონი დაიცავს ჩვენს საზოგადოებას სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან. ეს არ ხდება მარტო საქართველოში.

ხშირად ვიხსენებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცნობილ 10-წუთიან ვიდეოჩანაწერს, სადაც ის დეტალურად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სლოვაკეთში. ზუსტად იგივე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, სიძულვილის ხელოვნურად გაღვივება, ხელწერა არის ერთი და იგივე. ყველაფერი გარედან თავსმოხვეული. ჩვენ გვინდა სიძულვილი ან სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება? როდესაც ჩვენ ვიცავთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებს, როდესაც ვიცავთ საზოგადოებას სიძულვილის გაღვივებისგან, ამას უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს. ჩვენი ვალია ამ ქვეყნის წინაშე, რომ დავიცვათ სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებისგან ჩვენი საზოგადოება და არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ სოციალური ინსტიტუტები, მათ შორის ჩვენი ეკლესია. რამხელა გარედან დაფინანსებული კამპანიები ჰქონდათ ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის იდენტობა. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ვერ მივცემთ. როცა ამას ვიღაცები უწოდებენ დემოკრატიულ უკუსვლას, ეს ძალიან კარგად მეტყველებს მათ განზრახვაზე. მათ უნდათ, ოთხი მცდელობის შემდეგ კიდევ ერთი, რევოლუციის მეხუთე მცდელობა მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ვერ ეღირსებიან. სახელმწიფო ბოლომდე გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს. ეს არის ის უალტერნატივო გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, მათ შორის იმ კანონების მიღებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა გასული თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 00:32

რეგიონი

უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თიანეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ონდჟეი დოსტალი

08 ივლისი 2025, 23:55

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს

მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ონდჟეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

ჰანს ნოიჰოფი

08 ივლისი 2025, 23:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა

ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა.

08 ივლისი 2025, 23:31

პოლიტიკა

სამართალდამცველზე ძალადობა დაუშვებელია. თავდასხმა აშშ-ში და მკაცრი რეაგირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეერთებულ შტატებში მსგავსი გაფრთხილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ტეხასში სასაზღვრო პატრულის ოფისს თავს დაესხნენ, შედეგად ორი ოფიცერი და პატრულის ერთი თანამშრომელი დაშავდნენ. შეიარაღებული თავდამსხმელი კი, პოლიციამ საპასუხო სროლის დროს მოკლა.

დანილო დელა ვალე

08 ივლისი 2025, 23:24

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით

უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, დანილო დელა ვალემ.

ანდრაშ ლასლო

08 ივლისი 2025, 22:59

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ

საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

08 ივლისი 2025, 22:41

პოლიტიკა

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2025, 22:20

პოლიტიკა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე: გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

08 ივლისი 2025, 22:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი

თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

08 ივლისი 2025, 22:11

პოლიტიკა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძეზე: ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი

გვიხარია, რომ თორნიკე რიჟვაძის გამოჯანმრთელება კარგი მიმართულებით ვითარდება, - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.

08 ივლისი 2025, 22:09

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: თორნიკე რიჟვაძე იყო კონტაქტური, ადეკვატური და აქვთ უკეთესობის იმედი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ძალიან გახარებულები ვართ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

08 ივლისი 2025, 21:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 21:25

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა დაამტკიცა.

გიორგი გვიმრაძე

08 ივლისი 2025, 21:23

პოლიტიკა

გიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში

პირდაპირ თქვან ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გვიმრაძე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 21:19

მსოფლიო

ტრამპი: პუტინით კმაყოფილი არ ვარ - ის უამრავ ადამიანს კლავს

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის კმაყოფილი“ ვლადიმირ პუტინით და აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველკვირეული მსხვერპლი ახლა 7 000 ადამიანს აღწევს.

08 ივლისი 2025, 21:01

კულტურა

კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - ირენ ციციშვილი, ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი, ტიერი ბერიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი, ლევილის პროექტის მენეჯერი თამარ კვარაცხელია.

მამუკა ხაზარაძე

08 ივლისი 2025, 20:59

პოლიტიკა

კრიტიკის შიში და ფული - რას ყიდულობდა „ლელო“ პოლიტიკაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიცია თვითდაზიანებით არის დაკავებული. ცეცხლი ამჯერად, „ნაციონალებმა“ გახსნეს ლელოს მისამართით.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2025, 20:50

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს.

08 ივლისი 2025, 20:49

პოლიტიკა

ევროპელი დეპუტატი ეუთოს დასკვნის წინააღმდეგ. მიიღებს თუ არა ევროპარლამენტი სააკაშვილის მეგობრების მორიგ პროექტს?„ქრონიკის" სიუჟეტი

რა ფასი აქვს ევროპისთვის ეუთოს დასკვნას, ეს ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესმაც აჩვენა. კენჭისყრისთვის ამზადებენ დოკუმენტს, სადაც ეუთოს აღიარებული არჩევნების ფონზე, ხელახალი არჩევნებია მოთხოვნილი.

ალექსი ახვლედიანი

08 ივლისი 2025, 20:48

სამართალი

სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

საქმე ეხება საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.