04 ივლისი 2025, 01:00 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციული ნაბიჯები და ახალი ეკონომიკური ინიციატივები უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ანტიკორუფციული ნაბიჯები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,4%, გასული ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა იყო 9,4%, რითაც საქართველო პირველ ადგილზეა ფართო რეგიონში და ევროპაში.

„სიღარიბე 11,8%-დან შემცირდა 9,4%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო შარშან 90 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. მარტო შარშან საქართველოში შეიქმნა 68 ათასი სამუშაო ადგილი. ვიღაცები ძალიან ნერვიულობენ ამაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა პარამეტრებს აღარ შევეხები და ცდილობენ, წარმოაჩინონ ეს ყველაფერი, როგორც სიყალბე, ათასი უსაფუძვლო სპეკულაციური განცხადება მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით. სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ მთავარი არის ბიუჯეტი და გადასახადები.

მაგალითისთვის, 2020 წელს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საქართველოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით შეიტანეს 3 მილიარდ 80 მილიონი ლარი, რაც შეეხება 2025 წლის გეგმას, ეს არის 8 მილიარდ 55 მილიონი. 6 თვის მონაცემებით, ეს გეგმაც გადაჭარბებით სრულდება, ანუ მინიმუმ 8 მილიარდ 100 მილიონზე გავალთ წლის ბოლოს საშემოსავლო გადასახადის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 2,6-ჯერ გაიზარდა ჯამში ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლები, შრომის ანაზღაურება. მე ხომ არ შემაქვს ეს დამატებითი 5 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ერთობლიობა, რომლებსაც ან გაეზარდათ ხელფასი, ან დამატებით დასაქმდნენ. მარტივად აისახება ეს ყველაფერი.

მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში 185 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, მარტო შარშან გაჩნდა 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. საშუალო ხელფასი გაიზარდა 2170 ლარამდე და შედეგი რა არის, რომ ეს ადამიანები გადასახადებს იხდიან. გადასახადებს ხომ ვერ გააყალბებ, ბიუჯეტი ხომ ივსება? მოსახლეობის ფართო ფენას მოიცავს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ესეც არ არის საკმარისი. მართალია, სიღარიბე 2,4%-ით შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ 9,4%-ია, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი მაჩვენებელია. 350 ათასი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს უნდა განულდეს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და შესაბამისად ამოცანა. ამ მიმართულებით მივდივართ სწრაფი ტემპით. მთავარია, ეს ტემპი არ დავაგდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანტიკორუფციული ნაბიჯები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები, უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში იმასთან შედარებით, რასაც ამბობს სავალუტო ფონდი.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ ზრდის კუთხით პირველ ადგილს ფართო რეგიონში და ევროპაში შემდეგი 6 წლის განმავლობაში და მათი საშუალო პროგნოზი არის წელიწადში 5,2%, თუმცა ვფიქრობთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ, როგორც ამას წინა წლებში ვახერხებდით, შევძლებთ სავალუტო ფონდის პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. ჩვენ თუ მოვახერხებთ საშუალოდ 6,5% ზრდის შენარჩუნებას, სიღარიბე ძალიან სწრაფი ტემპით შემცირდება და განულდება საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში. ტემპი გვაქვს კარგი, მიმართულება გვაქვს სწორი, მთავარია, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

შოთა თხელიძე

13 ივლისი 2025, 23:02

პოლიტიკა

შოთა თხელიძე: ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად რეგიონში ვიმყოფებით - ამიტომ თავიდან არიდება ნებისმიერ კონფლიქტში ამა თუ იმ სახით ჩართულობისა, არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს საკუთარი ეგზისტენციალობა

ჩვენ ვცხოვრობთ გეოპოლიტიკურად ტრანზიციულ ეპოქაში. თუ აქამდე გარკვეულწილად საერთაშორისო სისტემა იყო სტაბილური, ქვეყნები შეთანხმებული იყვნენ გარკვეულ სამართლებრივ წესრიგზე, გარკვეულ ნდობაზე იყო დაფუძნებული საერთაშორისო სტრუქტურა, ახლა ვართ ამ სტრუქტურის მორღვევის ეპოქაში, - განაცხადა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

რატი იონათამიშვილი

13 ივლისი 2025, 22:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

სოზარ სუბარი

13 ივლისი 2025, 22:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას

სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.

დიმიტრი ხუნდაძე

13 ივლისი 2025, 21:54

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არეალი არის არეულ-დარეულობა და რადიკალიზმი, ამიტომ კონსტრუქციული ველი მათთვის არ არის პერსპექტიული

რადიკალური ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არეალი არის არეულ-დარეულობა და რადიკალიზმი, ამიტომ კონსტრუქციული ველი მათთვის არ არის პერსპექტიული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

13 ივლისი 2025, 21:50

საზოგადოება

რა ძალისხმევის გაწევა უწევს თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფს“, რომ დედაქალაქის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს - „ხაზზეა მოქალაქე“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გარდა დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა, თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფს“ უდიდესი სამუშაოს ჩატარება უწევს: ნარჩენების მართვის მომსახურება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება, თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა, სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ასევე მოვლა-პატრონობა, გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.

13 ივლისი 2025, 21:35

პოლიტიკა

მშვიდობა ცეცხლის რკალში - „იმედის კვირის“ სპციალური რეპორტაჟი მშვიდობიან საქართველოზე, რომელიც ცეცხლის შუაგულში გამარჯვებისთვის იბრძვის

რა გამოწვევების პირობებში უწევს ბრძოლა საქართველოს სტაბილურობისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის პირობებში და უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, საქართველოს გარშემო ვითარება სულ უფრო მძიმდება.

13 ივლისი 2025, 21:21

პოლიტიკა

ვის და რა მიზნით სურს ეუთო/ოდირის დასწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - პოლიტიკური ვაჭრობა ეუთო/ოდირით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ვის და რა მიზნით სურს ეუთო/ოდირის დასწრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაშინ როცა ოპოზიცია და მათი გარე პატრონები პარტნიორები დღემდე არ აღიარებენ იმავე მისიის დასკვნას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

13 ივლისი 2025, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რობინ დანიგანზე: ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას

ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას. ეს რა თქმა უნდა, ეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო სიტუაციასაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა რობინ დანიგანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას.

13 ივლისი 2025, 20:55

პოლიტიკა

კრახის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი - მარიონეტის ბუნდოვანი გეგმა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იმასაც კი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჰყავდეს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი - თვითგამოცხადებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

13 ივლისი 2025, 20:45

პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა - პაიკების რებრენდინგი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა - „ნაცმოძრაობა“ დღეს უკვე თავად „ნაცმოძრაობისთვისაც“ მიუღებელია, რაც კარგად გამოჩნდა იმ რებრენდინგის მცდელობაში, რომელიც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ძველი სახეებით ახალი პოლიტიკური თამაში დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია.

13 ივლისი 2025, 20:38

პოლიტიკა

ამერიკელი დიპლომატის ბოლო ინტერვიუ მედიასაშუალებასთან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსება შეუჩერა - დანიგანის წაგებული თამაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ამერიკელი დიპლომატის ბოლო ინტერვიუ მედიასაშუალებასთან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსება შეუჩერა, მიანიშნებს მთავარ რამეს: ეს იყო ბოლო მცდელობა შებრუნებული რეალობის ჩვენებისა.

ნიკოლოზ სამხარაძე

13 ივლისი 2025, 20:29

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს

ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

13 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, 18 ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება და „ქართული ოცნების“ საპასუხო წერილი - ირაკლი ჩიხლაძის მიმოხილვა „იმედის კვირაში“

მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, 18 ევროპელი მღალჩინოსნის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხება და „ქართული ოცნების“ საპაუხო წერილი, - „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჩიხლაძემ ბოლო პერიოდის პროცესები შეაჯამა.

13 ივლისი 2025, 18:15

სპორტი

MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა

MLS-ის მორიგ ტურში ლიონელ მესიმ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა. „ინტერ მაიამიმ“ კი, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი თამაშობს, „ნეშვილი“ 2-1 დაამარცხა.

გიორგი გულიაშვილი

13 ივლისი 2025, 18:06

სპორტი

„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა

„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს, - ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს.

13 ივლისი 2025, 17:55

მსოფლიო

გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში

გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ღაზის სექტორში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ბეით-ჰანუნი გახდა.

13 ივლისი 2025, 17:53

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოთხჯერადად უნდა იყოს წარდგენილი.

13 ივლისი 2025, 17:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ომის გაფართოების ფონზე ევროპული აქციები კლებას განაგრძობს

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ომის გაფართოების ფონზე ევროპული აქციები კლებას განაგრძობს.

13 ივლისი 2025, 17:42

მსოფლიო

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ გამოძიებებში მონაწილეობდნენ.

13 ივლისი 2025, 17:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაწესებულებებში ცვლილებები დააანონსა. გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ცნობა კი ტელეგრამ გვერდზე გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროს მართვაში ახალი ნაბიჯების გადადგმა და ამერიკასთან ურთიერთობაში „უფრო პოზიტიური დინამიკა“ არის საჭირო.