მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველო აკეთებს ისეთ რამეს, რასაც ვთქვათ არ აკეთებენ დასავლური ქვეყნები, ან მიუღებელია დასავლური ინსტიტუტებისთვის თუ დასავლეთისთვის

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ძალიან ხშირად ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველო აკეთებს ისეთ რამეს, რასაც ვთქვათ, არ აკეთებენ დასავლური ქვეყნები, ან მიუღებელია დასავლური ინსტიტუტებისთვის თუ დასავლეთისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მიმართ ევროპელი ბიუროკრატების მიდგომაზე საუბრისას.
„ამ დროს აღმოაჩენ, რომ უფრო მეტად მძიმე კანონები შეიძლება არსებობდეს იმ ქვეყნებში, უფრო მეტად ხისტი მეთოდებით იცავდეს ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ხოლმე ის კრიტიკა, რომელიც მოდის საქართველოს მისამართით.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ აღარ ერიდებიან მოქალაქეების შანტაჟს. ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ასახელებენ პირდაპირ უვიზო მიმოსვლის ინსტრუმენტს, როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ იმ არჩევანისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე

15 ივლისი 2025, 15:07
პოლიტიკა
თევდორე მღვდლის10 ნომერში მცხოვრები: იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა. ასე, რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ
იყო ჩანაცვლების პროგრამაზე საუბარი მაგრამ სრულად არ იყო მოსახლეობა თანახმა. ასე, რომ ეს პროგრამა ვერ განხორციელდა სამწუხაროდ, - განაცხადა თევროდე მღვდლის ქუჩის 10 ნომერში მცხოვრებმა.

15 ივლისი 2025, 15:02
რეგიონი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაულთან დაკავშირებით , ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში , საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო წირვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

15 ივლისი 2025, 15:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს დროშას რომ ხედავენ იყურებიან, სხვა ქვეყნის დროშა აკლდებათ თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კრუნჩხვები. სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოსდით მზე და მთვარე
საქართველოს დროშას რომ ხედავენ იყურებიან, სხვა ქვეყნის დროშა აკლდებათ თვალში და თუ არ დაინახეს, ემართებათ კრუნჩხვები. სხვა ქვეყნის დროსაზე სწორდებიან, სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე ამოსდით მზე და მთვარე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.

15 ივლისი 2025, 15:00
საზოგადოება
გივი ჩხარტიშვილი ავარიული შენობის ჩამონგრევაზე: 94 ადამიანია ათ სასტუმროში გადანაწილებული. მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა. არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე
94 ადამიანია ათ სასტუმროში გადანაწილებული. მიმდინარეობს მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების გამოტანა. არის ავარიული სადარბაზოები, სადაც ვერ მოხდება შესვლა სამაშველოს გარეშე, - განაცხადა თბილისის საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.

15 ივლისი 2025, 14:55
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და მოსამართლეები არ სჭირდება - რატომ უწესებენ სანქციებს ორ მოსამართლეს? რათა სხვები დააშინონ
კაია კალასმა და ევრობიუროკრატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულება, სასამართლო და მოსამართლეები არ სჭირდება და ევრობიუროკრატიამ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ დანაშულისთვის რა ზომის სასჯელია პროპორციული თუ არაპროპორციული, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

15 ივლისი 2025, 14:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მზარდი ან ჭარბი მიგრაციული ნაკადები არ დავუშვათ
„ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომ უკანონო მიგრაცია არ იყოს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ყოფნის ვადა აქვთ გადაცილებული, პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კანონმდებლობა, რომ უფრო გაადვილდეს დეპორტაცია. ეს მთლიანად მსოფლიოსთვის ზოგადი გამოწვევაა და მათ შორის ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის წინაშე, რომ არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ჭარბი მიგრაციული ნაკადები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

15 ივლისი 2025, 14:50
პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი: ღრმად ვწუხვართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივნის, არტიომს უშულსკისის განცხადებით, ოფიციალური რიგა ღრმად წუხს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო.

15 ივლისი 2025, 14:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვინ უნდა იყოს გახარიასა და ხაზარაძის მერობის კანდიდატი, რომ სერიოზულად აღვიქვათ?! ხომ შეუძლებელია, რომ მათი წიაღიდან, ან მათი ინიციატივით რაიმე სერიოზული წამოვიდეს?!
საქმე გვაქვს თაღლითთან და სიტუაციურ მატყუარასთან - მათი მხრიდან რა უნდა იყოს ისეთი იდეა, ან ინიციატივა, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დაიმსახუროს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიაზე საუბრისას.

15 ივლისი 2025, 14:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება
ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს ადამიანების აზრებით. ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება, - ასეთია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასება, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე, რომ მას სამარტოო საკანში პროვოკაცია მოუწყვეს და სცემეს.

15 ივლისი 2025, 14:37
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის გაძლიერების მომხრეა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმი უნდა გააძლიეროს.

15 ივლისი 2025, 14:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას მანამდე არსებული თავდასხმების გამო, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს და ემუქრება სადამსჯელო ღონისძიებებით
ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომლებიც აღმოჩნდა სრული დეზინფორმაცია და ცილისწამება, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს და ემუქრება ქართველ მოსამართლეებს სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებით, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

15 ივლისი 2025, 14:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს კაია კალასი ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები - ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას
„როგორც ჩანს კალასისთვის დამწვრობამიღებული პოლიციელი ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის, წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს - არაფერს წარმოადგენს, როგორც ჩანს კალასისთვის არაფერს წარმოადგენს, როდესაც საქართველოს პარლამენტს წვავდნენ. როგორც ჩანს ის ვერ აცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები. ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

15 ივლისი 2025, 14:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა - მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას
ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას.

15 ივლისი 2025, 14:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრონები. წითელზეც და შავზეც უნდათ, რომ დადონ. გაყვეს პარტიები. ორი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ორი - არა. ფიქრობენ, რომ იქნებ რომელიმე ფსონმა გაამართლოს
აზარტული თამაშის სტილში მოქმედებენ მათი უცხოელი პატრონები. წითელზეც და შავზეც უნდათ, რომ დადონ. გაყვეს ოთხი ბარიერ გადალახული პარტია. ორი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს და ფიქრობენ, რომ იქნებ, რომელიმე ფსონმა გაამართლოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ და გახარიას პარტიას შორის გაფორმებულ არჩევნების თანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით.

15 ივლისი 2025, 14:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ - ასე რომ, მისი წერილი სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტის წერილია კაია კალასის მიმართ
საჯაროდ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დაქირავებული, მაკკეინის ინსტიტუტის ლობისტი საქართველოში და ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის წერილის კომენტირებისას, რომლითაც მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალას მიმართა.

15 ივლისი 2025, 14:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „სადგურის მოედანზე“ ავარიულ კორპუსში მომხდარ ნგრევაზე ოპოზიციის სპეკულაციებზე: არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიებით
ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან. ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „სადგურის მოედანზე“ მდებარე ავარიული შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე.

15 ივლისი 2025, 14:08
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროსაბჭოსთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროსაბჭოსთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივლისი 2025, 14:03
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა ესკო-ს ახალი ხელმძღვანელი თორნიკე ყაზარაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) ახალი გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

15 ივლისი 2025, 13:53
პოლიტიკა
კახა კალაძე: არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.

15 ივლისი 2025, 13:46
პოლიტიკა
კახა კალაძე არჩევნების ჩაშლის საკითხზე: არავის ვურჩევ შიმშილობას, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელია. წარმოუდგენელია, ამით რა შედეგი უნდა მიიღონ
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.