გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება - თავს და ბოლოს ვერ გაუგებ
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ზურაბიშვილის არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში,” - ასე აფასებს ექს-პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმას, რაზეც ზურაბიშვილი საუბრობს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ზურაბიშვილს რაც შეეხება, ძალიან რთულია სერიოზული განცხადებების გაკეთება. ამ ქალის ყოველი ახალი განცხადება წინანდელზე უფრო კომიკური ხდება - თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, ლოგიკას ვერ ჩასწვდები და ქართულს ვერ მიხვდები. რაზეც ის საუბრობს, იმას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
მე როგორ შევძლო ზურაბიშვილის განცხადების განმარტება, როცა თავად ნაცმოძრაობასა და მის ფილიალებში ვერ იგებენ მის ნათქვამს. ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი გამოდის და მოსწონს, მეორეს - არა, მესამე ნეიტრალურ პოზიციაზეა და ა.შ .
თავად ზურაბიშვილის ეს არასრულფასოვანი გამოსვლა მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ნაციონალურ მოძრაობასა და მის ფილიალებში. მდგომარეობა კი, ძალიან რთულია, იმიტომ, რომ რესურსი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ათასობით მხარდამჭერი და ასი ათასობით ამომრჩეველი ჰყავთ, რაც 2024 წლის არჩევნებმაც დაადასტურა, რევოლუციის რესურსი არ აქვთ - არეულობას მხარს არავინ უჭერს. მათივე ამომრჩევლის მინიმუმ 90 % ამ რევოლუციურ პროცესს ემიჯნება,” - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2025, 16:26
ეკონომიკა
მაია ომიაძე: მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ იმ სტრატეგიული ბაზრებიდან ჩამოდის, რომლებზეც ჩვენ განსაკუთრებით ვმუშაობთ
„ზაფხულის ტურისტული სეზონი ნამდვილად მაღალი აქტივობით გამოირჩევა და მიმდინარეობს ძალიან დიდი დატვირთულობით“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მისი თქმით, მაღალი აქტივობა შეინიშნება როგორც სასტუმროებში, ისე სხვადასხვა ტიპის ტურისტულ ობიექტებში, სადაც მრავალი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს.
04 აგვისტო 2025, 16:14
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს უმასპინძლა და მასთან ასამბლეის ქვეყნებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების გაფართოების საკითხები განიხილა.
04 აგვისტო 2025, 16:13
პოლიტიკა
გია აბაშიძე: პოლიციელზე თავდამსხმელის, მზია ამაღლობელის ვითომ ჰეროიზაცია ვერანაირად მოხდება ვერც ნაცსექტანტთა ქომაგობით და ვერც ცალკეული დიპლომატების პოლიტიკური დეფილეებით, კრიმინალმა პასუხი უნდა აგოს
„გრანტმადიდებელო“ ანტიქართველო ბრიყვებო, სინდისის პატიმარი ნიშნავს ადამიანს, რომელიც პატიმრობაშია თავისი რწმენის, მოსაზრების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის ან სხვა არაძალადობრივი მოტივით და არა დანაშაულის ჩადენის გამო. აქედან, რომლის გამო მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა ზნედაცემულნო?!, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2025, 15:54
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: „დიფ სთეითზე“ უსამშობლოების ქილიკი, კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ არა თუ არ სურთ (თითქოს და მალავენ) მისი არსებობის აღიარება, არამედ თავადაც შინაგანად ნებით, თუ უნებლიედ მათი მსახურები არიან
„დიფ სთეითზე“ უსამშობლოების ქილიკი, კიდევ ერთი დადასტურებაა, იმისა, რომ არა თუ არ სურთ (თითქოს და მალავენ) მისი არსებობის აღიარება, არამედ თავადაც შინაგანად ნებით თუ უნებლიედ მათი მსახურები არიან, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.
04 აგვისტო 2025, 15:36
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: როგორც აღმოჩნდა, ლიეტუვაში ჩემი და ჩემი კოლეგების არასასურველ პირთა სიაში შემტანი მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგა, სწორედ ასეთები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს - საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, ლიეტუვის მთავრობის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ არასასურველ პირთა სიაში შემტანი ლიეტუვის მთავრობა, კორუფციული სკანდალის გამო გადადგა.
04 აგვისტო 2025, 15:36
ეკონომიკა
შოთა ბურჯანაძე: სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობა მკვეთრად გაიზარდა - მოლოდინი, რაც არსებობდა, გამართლდა და დღეის მდგომარეობით, სეზონი დადებითად ფასდება
„რაც შეეხება დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირეთს - იქ მოლოდინებიც კი გადაჭარბებულია. კვების ობიექტები გადავსებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან. პირდაპირი ავიაფრენები ქუთაისსა და ბათუმში ტურისტებისთვის დამატებითი მიზიდულობის ფაქტორია. ვფიქრობ, რომ აგვისტო იქნება უფრო დატვირთული და წარმატებული, ვიდრე წინა თვეები“, - ამბობს ბურჯანაძე.
04 აგვისტო 2025, 15:33
საზოგადოება
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს-TIKA-ს მხარდაჭერით გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს -TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან და მის მოადგილესთან, ემრე ეზბერთან ერთად მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ’’ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ მოხალისეთა მომზადების გომბორის ცენტრს სტუმრობდა.
04 აგვისტო 2025, 15:14
ეკონომიკა
McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი: ივლისში 100%-ით დატვირთული იყო როგორც ჩვენი მართვის ქვეშ მყოფი, ასევე თბილისის მასშტაბით არსებული სხვა სასტუმროები
წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ში პროგნოზირებენ, რომ უცხოელი სტუმრების კუთხით შემოდგომაც წარმატებული იქნება.
04 აგვისტო 2025, 15:14
რეგიონი
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ოფიციალურად გახსნა.
04 აგვისტო 2025, 14:52
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: დოკუმენტი შევა ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი - მომენტი, როცა სახელმწიფომ ხმამაღლა უნდა თქვას - მოღალატე პარტიებსა აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში
საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე, ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს: სისტემური ძალადობა, მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, სჩადიოდნენ დანაშაულებს - არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა, პოლიტიკური დისკურსს - ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2025, 14:48
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა
ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე საუბრისას.
04 აგვისტო 2025, 14:47
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, ქმედება, გეგმა, სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში
თითოეული მათი რევოლუციური განცხადება, ქმედება, გეგმა, სცენარი, რომელიც ჩამოდის და ისინი ყურმოჭრილად ასრულებენ მეტყველებს ერთზე, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.
04 აგვისტო 2025, 14:42
მსოფლიო
პეკინში უხვი ნალექისთვის ემზადებიან
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე პროვინციაში უხვი ნალექის გამო საგანგებო ვითარებაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა. უსაფრთხოების მაქსიმალური დონეა გამოცხადებული პეკინის უმეტეს ნაწილში. მოსახლეობამ შინ დარჩენის გაფრთხილება მიიღო.
04 აგვისტო 2025, 14:42
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ორი-სამი წლის წინ ამას ფუთავდნენ, ახლა აღარც ფუთავენ, ამბობენ კი, რევოლუცია გვინდაო
ოპოზიციის რადიკალური გეგმა 4 ოქტომბრისთვის, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს. საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
04 აგვისტო 2025, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპულ ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის
ყოველთვის ვმიჯნავთ ამიტომ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
04 აგვისტო 2025, 14:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: შვედეთის პრემიერმა თქვა, რომ უკრაინას მოუწევს ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დაარეგულიროს თუ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. შვედეთი ელჩის ვალდებულია ქართველ ხალხს აუხსნას, ეს ვრცელდება საქართველოზეც?
შვედეთის ელჩის ვალდებულებაა, რომ ქართველ ხალხს აუხსნას ეს რეალურად ვრცელდება საქართველოზე, თუ სხვა რამე იგულისხმა შვედეთის პრემიერმა, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა.
04 აგვისტო 2025, 14:37
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ შეუძლია ევროკავშირი წარმატებამდე მიიყვანოს. ბრიუსელში სასწრაფო ცვლილებებია საჭირო
ლასლო აღნიშნავს, რომ ევროპის გეოპოლიტიკური დასუსტების შესახებ მოსაზრება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმაც გამოთქვა.
04 აგვისტო 2025, 14:36
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ასეთი დამატებითი კრიტერიუმების შემოტანა ევროინტეგრაციისთვის არის ყოვლად დაუშვებელი და არასამართლიანი
ასეთი დამატებითი კრიტერიუმების შემოტანა ევროინტეგრაციისთვის, არის ყოვლად დაუშვებელი და არასამართლიანი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
04 აგვისტო 2025, 14:25
ეკონომიკა
„რადარის“ დამფუძნებელი: სეზონის პიკში ვიმყოფებით და სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-თან არის გათანაბრებული
სეზონის პიკში ვიმყოფებით და სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-თან არის გათანაბრებული, - განაცხადა „რადარის“ დამფუძნებელმა მაია მახათაძემ 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას.
04 აგვისტო 2025, 14:23
რეგიონი
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, დოღისა და კონკურის შეჯიბრება გაიმართა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე დოღისა და კონკურის შეჯიბრებას დაესწრო, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.


