რატი იონათამიშვილი ანა წითლიძის განცხადებაზე: ისე არ გამოვა, რომ თან კოალიციის შექმნა გიხაროდეს, თან ამას აკრიტიკებდე. ორივეგან მართალი ვერ იქნები. სინამდვილეში, სადაც დაფინანსებაა იქ ერთიანდებიან, სარგებლის მიღების გამო ერთიანდებიან
რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კოალიციები დღემდე აქვთ შექმნილი და დღემდე არ ამბობენ უარს. ახლა, რაც არ უნდა ილაპარაკონ ეს არის ფაქტი და შესაბამისად დანარჩენი უკვე ფარისევლობაა ჩვენი საზოგადოებისათვის, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ანა წითლიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კოალიციები შექმნა.
რატი იონათამიშვილის თქმით, ისინი ერთიანდებიან სარგებლის მიღების სურვილით.
„ისე არ გამოვა, რომ თან კოალიციის შექმნა გიხაროდეს, თან ამას აკრიტიკებდე. ორივეგან მართალი ვერ იქნები. სინამდვილეში, სადაც დაფინანსებაა იქ ერთიანდებიან, სადაც არა - იქ თამაშობენ, რომ თითქოს ერთად არ არიან. ესეც აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში სარგებლის მიღების გამო ერთიანდებიან ყველგან და საქმე რა თქმა უნდა არსად არ აინტერესებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2025, 12:30
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: სამხრეთ კავკასიაში მყოფ მეგობრებს ვეუბნები: შეხედეთ რუკას, აშშ-ს არ აინტერესებს სამხრეთ კავკასია, ის თამაშობს, ფრთხილად იყავით, ბრიუსელი სრულიად არაკომპეტენტურია და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს
„უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ არ მოგატყუონ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეზობლებს. თქვენი მეზობლები არიან რუსეთი, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი და სხვები - ეს არის ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნუ დაიჯერებთ, რომ აშშ, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის დროს, რაღაცნაირად გიხსნით თქვენი მეზობლებისგან. ისინი დიდ პრობლემებში ჩაგაგდებენ. ბრიუსელს ამის გაკეთების გასაოცარი უნარი აქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი აშშ-ის ერთგვარი ვასალია. ბრიუსელი სინამდვილეში არ არის ევროპის ან სულ მცირე, ევროპული ინტერესების წარმომადგენელი, ის აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არიან იქ ერთად განლაგებულნი ნატოც და ევროკომისიაც. ისინი თამაშობენ და სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სწორედ ადგილი იყო“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.
11 აგვისტო 2025, 12:28
მსოფლიო
Bloomberg: ევროპელ ლიდერებს ტრამპთან შეხვედრა პუტინთან მოლაპარაკებებამდე სურთ
ევროპული ქვეყნების ლიდერებს დონალდ ტრამპთან შეხვედრა ალასკაზე პუტინთან დაგეგმილ მოლაპარაკებამდე სურთ. ცნობას Bloomberg-ი საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აგვისტო 2025, 12:23
პოლიტიკა
ლაშა კასრაძე: საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, გეოპოლიტიკის, პრაგმატიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, შესანიშნავ საქმეს აკეთებს არსებული რეალობის გათვალისწინებით
საქართველო შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ამჟამინდელი მთავრობა, გეოპოლიტიკის, პრაგმატიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, როგორც პატარა სახელმწიფო, როგორც მთავრობა, რომელიც მართავს პატარა სახელმწიფოს, შესანიშნავ საქმეს აკეთებს არსებული რეალობის გათვალისწინებით, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ.
11 აგვისტო 2025, 12:20
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: უკრაინა ცეცხლის ალშია შეერთებული შტატების და ევროპის სისულელის გამო და ისინი ცდილობენ იგივე გააკეთონ სამხრეთ კავკასიაში
საერთოდ არ მაქვს სიმპათია იმის მიმართ, რასაც ევროპა და აშშ აკეთებენ, რადგან ეს არის რეგიონი, რომელიც მრავალ დიდ ძალას შორისაა: რუსეთს, ირანს, თურქეთს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის, რაც სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, -განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე საუბრისას.
11 აგვისტო 2025, 12:20
მსოფლიო
The Washington Post: პუტინი არ არის მზად უკრაინას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილები დაუბრუნოს
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის მზად რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე უარის თქმას. წყარო, რომელიც პუტინის ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის დეტალებს იცნობს აღნიშნავს, რომ 6 აგვისტოს კრემლში პუტინმა შემდეგი მოთხოვნა გააჟღერა - კიევმა უარი უნდა თქვას დონბასზე, რის ნაცვლადაც ცეცხლის შეწყვეტას და ფრონტის ხაზის არსებულ პოზიციებზე გაყინვას მიიღებს.
11 აგვისტო 2025, 12:04
საზოგადოება
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა.
11 აგვისტო 2025, 11:59
მსოფლიო
მარკ რუტე: იმის მიუხედავად თუ რით დასრულდება 15 აგვისტოს სამიტი, ნატო გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისა და თავდაცვისთვის ყველა საჭირო საშუალება ჰქონდეს
„პუტინი კვლავ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური ალიანსისთვის. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას გამოცდის. მნიშვნელოვანია იმის დანახვა თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. დაგეგმილი შეხვედრა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავდროულად მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების შემდგომი ეტაპის დაწყება. იმის მიუხედავად თუ რით დასრულდება 15 აგვისტოს სამიტი, ნატო გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას ყველა საჭირო საშუალება ჰქონდეს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისა და თავდაცვისთვის, ასევე საუკეთესო პოზიციისთვის იმ მომენტისთვის, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების ან ცეცხლის შეწყვეტის დრო დადგება“, - განაცხადა რუტემ.
11 აგვისტო 2025, 11:42
მსოფლიო
ზაპოროჟიეს ავტოსადგურზე რუსეთის იერიშის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქს ორჯერ, ავიაბომბებით დაარტყა, ერთ-ერთი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მაშინ დაეცა, როცა იქ ხალხი იმყოფებოდა.
11 აგვისტო 2025, 11:41
საზოგადოება
გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო.
11 აგვისტო 2025, 11:35
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: დიფ სთეითი ნიშნავს აშშ-ს მუდმივ უსაფრთხოების სისტემას. დიფ სთეითს მთავარი მიზანი აქვს - ამერიკის პირველობა. თქვენი აზრით, მათ საქართველო აინტერესებთ?
„თქვენი აზრით მათ საქართველო აინტერესებთ? სომხეთი? აზერბაიჯანი? ფიქრობთ, იციან სად მდებარეობს ეს ქვეყნები? ერთადერთი, რაც მათზე იციან ის არის, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთის ქვემოთაა. შესაბამისად, უნდა მოვაწყოთ პროვოკაციები, გავაღიზიანოთ რუსეთი და ამის გაკეთება მისი მეზობელი რეგიონის მეშვეობით შეგვიძლია. სწორედ ასე აღიქვამს აშშ ჩინეთს და რუსეთს. არსებობს 2019 წლის ანგარიში, რომელიც სასაცილო იქნება, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს. ეს კორპორაცია Rand-ის ანგარიშია, სახელწოდებით „რუსეთის გაფართოება“. კორპორაცია სიას ადგენს - რა შეგვიძლია გავაკეთოთ რუსეთის გასაღიზიანებლად? ნუთუ მართლაც ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი - რუსეთის გაღიზიანება? მათი აზრით, სწორედ ასეა, იმიტომ რომ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას, ვცდილობთ არ მივცეთ მას ეკონომიკური განვითარების საშუალება, არ მივცეთ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების აშენების საშუალება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის გავლით. იმიტომ რომ რუსეთის ვაჭრობა სამხრეთ კავკასიასთან და სპარსეთის ყურესთან ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ან არ დავუშვათ, რომ სამხრეთ კავკასიას გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, შუა დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ რუსეთის დასუსტება და სწორედ ეს არის მათი მთავარი მიზანი“, - აცხადებს ტრამპი.
11 აგვისტო 2025, 11:33
რეგიონი
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სპორტულ მოედანზე სრულიად განახლდა ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, ბადეები და განხორციელდა სამღებრო სამუშაოები. პროექტიდან გამომდინარე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.
11 აგვისტო 2025, 11:24
ეკონომიკა
ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველი“: კარგი აგვისტო გვაქვს, სექტემბერსაც და ოქტომბერსაც თბილისში კარგს ველოდებით
ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ წარმომადგენელი ნინო ჩუბინიძე. მისი თქმით, ზოგადად თბილისი, ზაფხულობით, ტურისტების დიდი ნაკადით არ გამოირჩევა, თუმცა წელს ეს ტენდენცია შეცვლილია და თბილისში, ზაფხულის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სასტუმროს დატვირთვა. სასტუმრო ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება შემოდგომაზეც.
11 აგვისტო 2025, 11:07
საზოგადოება
სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ოჯახის წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან
17 წელი შინდისის ბრძოლიდან - დღეს დილიდან დაღუპულ გმირთა მემორიალთან ოჯახის წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი პატივს მიაგებენ შინდისში 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისსაც გადაიხდიან.
11 აგვისტო 2025, 11:07
ეკონომიკა
Air Arabia Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ზრდის
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.
11 აგვისტო 2025, 10:59
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: სამხრეთ კავკასია ათწლეულების განმავლობაში სათამაშო მოედანია. ფრთხილად იყავით
„ნუღარ იქნებით თამაშში, გთხოვთ. მე მიყვარს სამხრეთ კავკასია. რა მშვენიერი რეგიონია. რა დიდი ისტორია, კულტურა, ღირსშესანიშნაობები. ფენომენალური ტურიზმი, საჭმელი - ყველაფერი. მაგრამ ნუ გახდებით უკრაინის მსგავსი. ასე მარტივადაა ყველაფერი. და თუ ღმერთი გწამთ, ნუ გახდებით აზერბაიჯანის მსგავსი. ნუ ჩაებმებით ახლო აღმოსავლეთის ომებში. ნუ გახდებით გენოციდის მონაწილე ღაზაში. ნუ ჩაებმებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელმა მოგაწოდათ უსაფრთხოების სისტემებზე. ღმერთო ჩემო, ეს არ არის სამხრეთ კავკასიის მომავალი“, - აღნიშნა საქსმა.
11 აგვისტო 2025, 10:57
კულტურა
ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
11 აგვისტო 2025, 10:35
პოლიტიკა
პარიზისა და ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟების უპირობოდ წაგების მიუხედავად, ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ანაკლიის პორტის“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო
ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა! დღეს ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, ქალაქ ანაკლიაში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილით!”- წერს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ის ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის დასრულება შესაძლებელია წელიწადნახევარში და არა 2029 წელს, როგორც ამას ოცნება გვპირდება. ეს დრო ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ მუშაობს.
11 აგვისტო 2025, 10:32
სამართალი
იმერეთის პოლიცია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ.
11 აგვისტო 2025, 10:22
მსოფლიო
ჯეფრი საქსი: საქართველოს მოქმედი მთავრობა ჩემში აღფრთოვანებას იწვევს, მისი საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო
„სწორედ ეს ხდება ახლა და ეს ძალიან სახიფათოა. ე.წ. დასავლეთი კი მოდის და ზღაპრებს უყვება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა. უფრო სწორად, მან გადააგდო მთავრობა უკრაინაში, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა ზღაპრები მოეყოლა რეჟიმისთვის, რომელიც 2014 წლის თებერვალში მოიყვანა ხელისუფლებაში. ის მღერის ზღაპარს: „ჩვენ გადაგარჩენთ“. მე კი სამხრეთ კავკასიაში მეგობრებს ვეუბნები - რუკას შეხედეთ. შეერთებულ შტატები არ ზრუნავს სამხრეთ კავკასიაზე. ისინი თამაშობენ. ფრთხილად იყავით. ბრიუსელი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, ევროკავშირის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში არაფერი ესაქმება. ეს ხომ ევროპა არ არის“, - ამბობს საქსი.
11 აგვისტო 2025, 10:13
საზოგადოება
Le Méridien Batumi: 2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკია
უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული. 2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკი შეიმჩნევა - ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო სასტუმროები პრაქტიკულად ყოველდღიურად სრულად იჯავშნება.


