imedi /  08 თებერვალი 2017, 22:00 / სანდო წყარო

აბაშიძე და კარასინი საბაჟო დერეფნების პრაქტიკულ ამოქმედებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს სამხედრო გზა
საქართველო-რუსეთის საზღვარი

საქართველოს სამხედრო გზა
საქართველო-რუსეთის საზღვარი

შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვს და თბილისს მარტის ბოლოს ეწვევიან, რათა განიხილონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგზე გაფორმებული შეთანხმების დარჩენილი გადაუწყვეტელი საკითხები. 

ამის შესახებ ცნობილი გახდა პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართულმა მხარემ ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა. რუსულ მხარეს შესაბამის შეთანხმებაზე მუშაობა კიდევ მოუწევს. კონტრაქტის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებაში მხარეებს შვეიცარიელი კოლეგები ეხმარებიან.  

ორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებასა და ტვირთბრუნვაზე მონიტორინგის მექანიზმების ძირითადი პრინციპების შესახებ, რუსეთმა და საქართველომ ხელი 2011 წელს მოაწერეს. საბაჟო პუნქტების ოპერატორი შვეიცარიული კომპანია SGS-ი იქნება, რომელიც ინსპექციისა და სერთიფიცირების მომსახურების სფეროში ოპერირებს.

გათვალისწინებულია ტვირთების მონიტორინგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მათ შორის საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - მდინარე ფსოუსთან აფხაზეთის მხრიდან და როკის გვირაბთან ცხინვალის რეგიონის მხრიდან.

რუსული გამოცემა Коммерсант-ი წერს, რომ, პირველ რიგში, მხარეებს იმის განსაზღვრა მოუწევთ, თუ კონკრეტულად სად უნდა განთავსდეს საბაჟო პუნქტები. 2011 წლის შეთანხმებაში მითითებულია მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატები და არა ადგილების სახელწოდება, რაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან ნეიტრალური მიდგომის შესანარჩუნებლად გაკეთდა.

მას შემდეგ, რაც საბაჟო პუნქტების განთავსების თემა გადაწყდება, რუსეთმა და საქართველომ ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას შვეიცარიულ SGS-სთან.  

"ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, [პრაღის მოლაპარაკებებზე] სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ პრაქტიკულ სფეროში. ახლა განვაგრძობთ წინსვლას, რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს", - განუცხადა Коммерсант-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზებაში დაინტერესებულები არიან არამხოლოდ რუსეთი და საქართველო, არამედ სომხეთიც, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც ამ ქვეყანას რუსეთთან აკავშირებს, ცუდი ამინდის გამო ხშირად იკეტება.

Коммерсант-თან ინტერვიუში კარასინი აცხადებს, რომ ლაპარაკია სამი დერეფნის ამოქმედებაზე. ერთი იწყება სოჭთან ახლოს და აფხაზეთის გავლით სრულდება ქალაქ ზუგდიდში; მეორე დერეფანი იწყება ჩრდილოოსეთურ სოფელ ნართან და სამხრეთ ოსეთის გავლით მთავრდება გორში, მესამე კი მდებარეობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ყაზბეგში, ზემო ლარსთან.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები საქართველო-რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატია. 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. მოლაპარაკებები არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას.

გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2017 წლის მაისში იგეგმება.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2024, 18:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია მადლობა უნდა ვუთხრათ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ მაღალი ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები ვართ უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარული დახმარების კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი კონფერენცია შეაფასა

ეკა სეფაშვილი

21 თებერვალი 2024, 18:33

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენი ბიუჯეტის მესამედი გათვლილია სოციალურ პროგრამებზე და საჭიროებებზე, იმიტომ რომ ჩვენ ეკონომიკის ზრდა გვინდა არა ეკონომიკისათვის, არამედ გვინდა ხალხისათვის

სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 95%-ი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს. თქვენი მმართველობის დროს ხომ ვერ შემახსენებდით ვის ჰქონდა სახელმწიფო დაზღვევა და საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობდა ჯანდაცვით, - ასე მიმართა ოპოზიციას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას.

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2024, 18:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გახარიასა და ნაცების სხვადასხვა კლასტერი მოჩვენებითად ხან ერთმანეთს ეჩხუბება, ხან ერთმანეთს ეპატიჟება, ამ დროს რეალობა სხვა არის - მათ უკვე აქვთ კოალიცია ნაცებთან

გახარიასა და ნაცების სხვადასხვა კლასტერი მოჩვენებითად ხან ერთმანეთს ეჩხუბება, ხან ერთმანეთს ეპატიჟება, ამ დროს რეალობა სხვა არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2024, 18:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველო არ აპირებს არცერთი მიმართულებით სვლას რაიმეს დათმობის ხარჯზე

საქართველო არ აპირებს არცერთი მიმართულებით სწორ სვლას რაიმეს დათმობის საფასურად. ასეთივე იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის მესიჯებიც, ასეთივე იყო შემხვედრი გზავნილებიც, რომელიც როგორც ევროკავშირისგან ასევე ნატოს ლიდერებისგან მომდინარეობს, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესების ფარგლებში და არცერთი მიმართულებით სვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცები დავთმოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

21 თებერვალი 2024, 18:29

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ვაშაძეები და სხვები, პოლარიზაცია იქნება, რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, ზუსტად ვიცი, რასაც გააკეთებენ, ნანახი მაქვს ეს კინო

სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ვაშაძეები და სხვები, პოლარიზაცია იქნება, რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, ზუსტად ვიცი, რასაც გააკეთებენ. ნანახი მაქვს ეს კინო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი 2024, 18:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება

ქვეცნობიერმა ათქმევინა თემურ ჯანაშიას ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია კიდევ უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი

დღეს, ფინანსთა მინისტრის მოსმენა იყო პარლამენტში და ოპოზიცია კიდევ უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 18:11

მსოფლიო

The Guardian: ევროპელების მხოლოდ 10%-ს სჯერა, რომ უკრაინას ომში რუსეთის დამარცხება შეუძლია

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ს მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში კომპრომისული შეთანხმებით დასრულდება. გამოცემა წერს, რომ ომის 2 წლის თავზე ევროპელებს განწყობა ომისადმი შეიცვალა. კვლევა ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში ჩაატარეს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთსა და შვედეთში.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 18:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი

ახალი პრემიერ-მინისტრი თავის პირველ სამუშაო ვიზიტს, დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში ახორციელებს სწორედ ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური საკითხი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირთან ერთად, ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ღია, დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში

ორი აზრი არ არის, რომ მომავალი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ხელისუფლების ფორმირების კუთხით, არამედ არჩევნები არის დემოკრატიის ხარისხის განმსაზღვრელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ევროკავშირისათვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის აქცენტი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება , - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი პრესრელიზში.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2024, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება

ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რა თვალსაჩინო და ღირებული შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იქნება აღქმული. ამ მავნე მდგომარეობიდან ვერ გამოდიან

„ოპოზიციის თავდაჯერებული პოზიცია იყო წინა წლის დეკემბრამდე, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არავინ მისცემდა კანდიდატის სტატუსს. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და კი არ აღიარეს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ხელისუფლებამ ეს შეძლო, ითქვა, რომ ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია, ოპოზიციის დამსახურებაა და ა.შ“

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2024, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი

ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
 იენს სტოლტენბერგი

21 თებერვალი 2024, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი - მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

იენს სტოლტენბერგი

21 თებერვალი 2024, 17:45

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ

„დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაზე - როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე, ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და მოვუწოდებთ, რომ უფრო დიდი ტემპით განახორციელოს რეფორმები. ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რატი იონათამიშვილი

21 თებერვალი 2024, 17:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს” - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 თებერვალი 2024, 17:10

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს.

თემურ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 17:05

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში

„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {რადოსლავ სიკორსკი} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“

ლევან კობიაშვილი

21 თებერვალი 2024, 16:55

სპორტი

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

21 თებერვალი 2024, 16:55

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლები დროებითი კომისიის მუშაობის მანდატის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღინიშნა, რომ, უახლოეს პერიოდში, გასვლითი ღონისძიება გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.