თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოში ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მაჟორიტარები, ასევე კომისიების თავმჯდომარეები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობა, რომელიც არაერთ წელს ითვლის, კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს. დღევანდელი შეხვედრა საკრებულოს წევრებს შესაძლებლობას აძლევს უფრო დეტალურად გაეცნონ სააგენტოს პროგრამებს და მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას და ეკონომიკურ გაძლიერებას,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ საკრებულოს წევრებს სააგენტოს პროგრამების და სერვისების, ასევე მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და საკრებულოს მაქსიმალურ ჩართულობაზე მოქალაქეთა დასაქმების საკითხებში.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 17:07
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიზანია 2026 წლის რთვლის პროცესში მევენახეების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და რთვლის ორგანიზებულად წარმართვა.
12 მარტი 2026, 17:07
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.
12 მარტი 2026, 17:03
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს რედზიკოვოს ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აშშ-ს პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე რედზიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია.
12 მარტი 2026, 17:01
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
12 მარტი 2026, 16:42
მსოფლიო
Euronews: რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის, 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
12 მარტი 2026, 16:39
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
12 მარტი 2026, 16:39
კულტურა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 16:34
პოლიტიკა
მთავრობამ სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო
დადგენილება პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
12 მარტი 2026, 16:31
პოლიტიკა
ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ მას ამისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია.
12 მარტი 2026, 16:12
მსოფლიო
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია
ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
12 მარტი 2026, 16:09
კულტურა
ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება
The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.
12 მარტი 2026, 16:02
ეკონომიკა
Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, - განაცხადა Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჟოუმ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
12 მარტი 2026, 16:01
მსოფლიო
Euronews: BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა
BMW-ის ოპერაციული მოგება 2025 წელს 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი ევრო შეადგინა - ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.
12 მარტი 2026, 15:50
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.
12 მარტი 2026, 15:49
მსოფლიო
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფოების ნორმები, რომლებიც სქესის შესახებ მონაცემების განახლებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღდეგება
ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებმაც სქესი სხვა ქვეყანაში შეიცვალეს, უნდა ჰქონდეთ საშუალება განაახლონ თავისი მონაცემები სქესის შესახებ, ხოლო, თუ ეროვნული კანონმდებლობა ამის უფლებას მათ არ აძლევს, ეს ევროკავშირის სამართლის დარღვევაა.
12 მარტი 2026, 15:45
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები, ტარიფის ზრდა ძველი მანქანების იმპორტს შეაფერხებს
მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზანი და მეორე მხრივ, გათვალისწინებული ყოფილიყო კერძო სექტორის ინტერესები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, განბაჟების ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობის ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით.
12 მარტი 2026, 15:42
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი - ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
12 მარტი 2026, 15:38
პოლიტიკა
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.
12 მარტი 2026, 15:35
მსოფლიო
ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ირანის რაკეტების მწარმოებელ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმები მიიტანეს ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა.


