31 მაისი 2026, 21:26 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენად. მათი თავდადება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! წარმატებებს და მშვიდობას გისურვებთ!“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

10 ივლისი 2026, 18:10

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის

ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან არ გვაქვს აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

რომან კაკულია

10 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

რომან კაკულია: ნატოს სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს არ არის ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, არამედ ეს არის ცივილიზაციური გარდატეხა, როდესაც ძალა წამყვანი ინსტრუმენტი ხდება

საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა ნატოს სამიტზე, რომელსაც თურქეთმა უმასპინძლა. კაკულიამ სამიტის დეკლარაციის რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დეკლარაციას ჩვენი რეგიონისთვის.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ

ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულას, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივა“.

10 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას

ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ალეკო ელისაშვილის სასჯელზე საუბრისას.

10 ივლისი 2026, 17:49

სამართალი

სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის ვახო სანაია და მაია დარსმელიძე სამართალდამრღვევებად ცნო - სანაიას ჯარიმის სახით 6000 ლარის, დარსმელიძეს კი 2800 ლარის გადახდა დაეკისრა

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის განცხადებით, შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სანაიას უკვე დაკისრებული აქვს ჯარიმა, რომელიც ამ დრომდე გადახდილი არ არის.

10 ივლისი 2026, 17:47

მსოფლიო

CNN: ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას ეწინააღმდეგება

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის საფრთხე შექმნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არ სურს, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. ინფორმაციას CNN-ი ორ ისრაელურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი გაბუნია

10 ივლისი 2026, 17:35

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია. რაც შეეხება სამართლებრივად, მნიშვნელოვანია, რომ მათ არსებობას საბოლოო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლომ დაუსვას

ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „ნაციონალური მოძრაობაში“ არსებული სიტუაციის შეფასებისას.

10 ივლისი 2026, 17:26

სამართალი

„არ არსებობს მტკიცებულებები, ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო. არ არსებობს არანაირი კვალი ალეკო ელისაშვილის დნმ-ის“ - „ლელო“ ტერორისტული აქტის მცდელობას არ ემიჯნება

ტერორისტულ აქტს არ ემიჯნება პარტია „ლელო“. კონკრეტული მტკიცებულებების მიუხედავად, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდება გამოგონილია.

10 ივლისი 2026, 17:23

პოლიტიკა

გივი ჩხარტიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას ირჩევს ნაცვლად იმისა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივ მუშაობას შეუწყოს ხელი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოპულისტური უწოდა.

10 ივლისი 2026, 17:21

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“, წალენჯიხისა და ზესტაფონის მრავალფუნქციური კომპლექსების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

10 ივლისი 2026, 17:19

მსოფლიო

Reuters: ესპანეთში ტყის ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19-ს ეძებენ

ესპანეთის სამხრეთში, ანდალუსიის რეგიონში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 გიორგი რეხვიაშვილი

10 ივლისი 2026, 17:11

სამართალი

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მივმართავთ

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილია განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება და ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციაში დავის შემდეგ, ევროპის სასამართლოს მიმართავენ. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადგენს, რომ ელისაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას.

10 ივლისი 2026, 17:09

რეგიონი

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ჭოუ ციენი მაკა ბოჭორიშვილი

10 ივლისი 2026, 17:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

10 ივლისი 2026, 17:05

საზოგადოება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის სახელობის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო.

მიშელ ონფრე

10 ივლისი 2026, 17:01

მსოფლიო

ფილოსოფოსი მიშელ ონფრე: „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს - რატომ არიან დავოსში ან „დიდ შვიდეულზე“ ადამიანები საგანგებოდ შერჩეულები, ტელეფონები აკრძალულია და არავინ ამბობს, რაზე იყო საუბარი? ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით გვესაუბრებიან სამართლებრივ სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე

ჟურნალ „ფრანს პოპულერში“ ერთი ნომერი მივუძღვენით „დიფ სთეითს“. „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს, - ამის შესახებ ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ ონფრემ ფრანგი პოლიტიკოსის მარინ ლე პენის სასამართლოსა და 2027 წლის გაზაფხულზე ჩასატარებელი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

10 ივლისი 2026, 16:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა (ALDE) ან უნდა აიძულოს პარტია „ლელო“ გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს „ლელო“ საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმიანება და წერს, რომ თუ პარტია ALDE არ გაემიჯნება ტერორიზმს თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება.

10 ივლისი 2026, 16:45

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა საერთო ჯამში 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

რევაზ სოხაძე

10 ივლისი 2026, 16:42

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტია რესურსების ეფექტიანი გამოყენებით მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც დათქმული ვადების დაცვას, ისე შესრულებული სამუშაოების ხარისხს.

10 ივლისი 2026, 16:38

ეკონომიკა

პაატა კვიჟინაძე: დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი 19 კომპანიით არის წარმოდგენილი. სტატისტიკით დასტურდება, რომ სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად და სწრაფად ვითარდება. მისმა ბრუნვამ 2025 წელს 1,411 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა განვითარებული სადაზღვევო სექტორის გარეშე. მისი თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე, საშუალოდ, ქვეყნის ეკონომიკა.