არჩილ ბერიძე: საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი
არჩილ ბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა, ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს და საქართველო როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის განვითარებას აგრძელებს.
„ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები გადადგა იმ ფონზე, როდესაც მოგვიანებით, ზოგიერთი პირის პარადოქსული განცხადებების მიუხედავად, თავად ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებიც აქტიურად შეუდგნენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, სულ ახლახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ამ ფონზე მინდა ოპოზიციას ვკითხო - დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ?“ - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მისივე თქმით, დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს და საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება და შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე.
„ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერება რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელისა და ახალი რეგიონული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ხდება. ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ვითომ იზოლაციაზე ასეთი მასშტაბის პროექტები თავად არის პასუხი იმ ნარატივებზე, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოებას სთავაზობდნენ. საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას და რეალურად კი, საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი. როდესაც ეს პროგნოზები არ გამართლდა, დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებასა და პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადატანის მცდელობას. მათ კვლავ ვერ გაიგეს მთავარი - საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი“, - აღნიშნა არჩილ ბერიძემ.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს
„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა
ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
13 ივლისი 2026, 09:35
სპორტი
სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტებს ტრამპის თვითმფრინავის შესახებ რეპორტაჟის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, New York Times-ის 3 ჟურნალისტი ახსნა- განმარტებისთვის დაიბარა. საქმე ეხება გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებიც დონალდ ტრამპისთვის კატარის მიერ გადაცემული საპრეზიდენტო თვითმფრინავის, ბორტი ნომერი ერთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერდნენ.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.


