imedi /  09 ივნისი 2026, 13:29 / სანდო წყარო

პრემიერი: გზების მოვლა-შენახვისთვის ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას და ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას - კომპანიის შექმნა მოგვცემს საშუალებას, საკმარისად გვქონდეს მობილიზებული სპეცტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გზების მოვლა- შენახვისთვის მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან,.

მისივე თქმით, ამ ინიციატივას ექნება ორმაგი ეფექტი და კომპანიის შექმნა სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, მობილიზებული ჰქონდეს სპეცტექნიკა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული.

„ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას, ერთი, რომ - ხარისხთან დაკავშირებით მუდმივად იყო პრობლემები, როცა კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულები ამ მომსახურების გაწევაში. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხის გარანტიაც იქნება და მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, ეს პროცესი. ეს არ ეხება გზის დაგებას, ბუნებრივია. მოვლა- შენახვისთვის მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე სტიქიურ პრობლემებთან გამკლავება, რასაც სჭირდება, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის სპეცტექტიკა. ამ კომპანიის შექმნა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ საკმარისად გვქონდეს მობილიზებული აღნიშნული კომპანიის ქვეშ სპეცტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად იქნება გამოყენებული. ანუ, ორმაგი ეფექტი ექნება ამ ინიციატივას. ერთობლივად შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ რამდენად ხარისხიანი იქნება ამ კომპანიის საქმიანობა. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც იყო, ფასებიც შედარებით მაღალი იყო, სამწუხაროდ, ხარისხი არ იყო უზრუნველყოფილი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2026, 16:25

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მოსახლეობას დროულად მიაწოდონ სერვისები

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

09 ივნისი 2026, 16:23

საზოგადოება

კორშა-შატილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

დავით ქართველიშვილი

09 ივნისი 2026, 16:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-ისრაელი ურთიერთობებს და წერს, რომ ნელ-ნელა იკვეთება წინააღმდეგობები ნეთანიაჰუსა და ტრამპის გეგმებს შორის. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ნეთანიაჰუმ არჩევნების წინ ვერ მოახერხა ირანისა და რეგიონული პრობლემის დალაგება, ხოლო, მეორე მხრივ, ტრამპი დგას უსიამოვნო რეალობის წინაშე: ვერ დაასრულა რუსეთ-უკრაინის ომი და დაძაბულია ვითარება ირანში. ანალიტიკოსი წერს, რომ ამის გამო, ამერიკა-ისრაელს შესაძლოა, განსხვავებული ინტერესები ჰქონდეთ.

09 ივნისი 2026, 16:22

საზოგადოება

დავით ნარმანიამ საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, საინიციატივო ჯგუფის „საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის“ წარმომადგენლებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

09 ივნისი 2026, 16:02

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

09 ივნისი 2026, 15:37

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოგებაშვილის ქუჩაზე დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და ქუჩის ორივე მხარეს სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

09 ივნისი 2026, 15:32

რეგიონი

სუს: საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 ივნისი 2026, 15:17

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ევროპაც უნდა ესწრებოდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ ლიდერების დონეზე გამართულ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელიც უნდა მონაწილეობდეს.

09 ივნისი 2026, 15:00

რეგიონი

დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ კომბინირებული საკვების საწარმოში „ნუტრიმაქსი“ იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მდებარე შპს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, კომბინირებული საკვების წარმოების შესაძლებლობებს გაეცნო.

არჩილ გორდულაძე

09 ივნისი 2026, 14:54

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მან ამ განცხადებებს სიცრუე და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა უწოდა.

09 ივნისი 2026, 14:53

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.

ირაკლი კირცხალია

09 ივნისი 2026, 14:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: გადავხედეთ ბოლო წლის, თვეების სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღოთ

გადავხედეთ ბოლო წლის, თვეების სტატისტიკას და მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღოთ, - განუცხადა „ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე.

09 ივნისი 2026, 14:49

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ყოფილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

09 ივნისი 2026, 14:30

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba, ინტერნეტ-საძიებო კომპანია Baidu და ავტომწარმოებლები BYD და NIO იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, პეკინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

09 ივნისი 2026, 14:23

პოლიტიკა

მახაშვილი: საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები

საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას გვერდით, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში, საკუთარი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

09 ივნისი 2026, 14:19

საზოგადოება

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი - საჯარო რეესტრი მომხმარებელს ახალ ციფრულ სერვისს სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს „გონიერი კონტრაქტის“ ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დისტანციურად შეუძლიათ. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჭოუ ციენი

09 ივნისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ჭოუ ციენი ჯო უილსონის განცხადებაზე: არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით - არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს

„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და საქართველოსთან ურთიერთობა არ არის რაიმე ალიანსის ნაწილი და არც რომელიმე მესამე ქვეყნის სამიზნე. არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

09 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.

ირაკლი კირცხალია

09 ივნისი 2026, 14:15

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა - ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.

09 ივნისი 2026, 14:14

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გარდაბანში მეფრინველეობის ფერმის „საბუდარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე მეფრინველეობის ფერმაში, შპს „საბუდარაში“ იმყოფებოდა.