08 ივნისი 2026, 23:30 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, რისი მიზეზიც იყო გამჭვირვალობის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც აღარავინ საუბრობს, აჟიოტაჟი იყო თითიდან გამოწოვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „დებატებში“ ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის ივნისში საქართველოსთან მოლაპარაკებების შეწყვეტა უსაფუძვლო იყო და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირდებოდა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, მათ შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. ეს მოხდა 2024 წლის ივნისში. ამის მიზეზი იყო გამჭვირვალობის ის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც დღეს აღარავინ საუბრობს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოინათლა ის "რუსულ კანონად", როგორ დაიგეგმა ძალადობრივი აქციები და როგორი ზეწოლა იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს მხარს უჭერდა.

როგორც გუშინწინ ჩვენმა იუსტიციის საბჭოს მოადგილემ თქვა საკომიტეტო მოსმენაზე, სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავს და არ შეუჩერებია მისი მოქმედება; განაცხადა, რომ განიხილავს მას დადგენილ ვადებში. გასაგებია, რომ ეს აჟიოტაჟი იყო სწორედ თითიდან გამოწოვილი და ეს იყო მიზეზი შეჩერების, თუმცა რეალურად არაფერი ხდება“ , - აცხადებს სამხარაძე.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2026, 17:11

რეგიონი

დავით სონღულაშვილი მარნეულში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობის საქმიანობას გაეცნო

ფერმერი ანარ სადიკოვი სოფლის განვითარების სააგენტოს რამდენიმე პროგრამის ბენეფიციარია. ანარ სადიკოვმა სასათბურე მეურნეობა პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო. მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და 400 ტონაზე მეტი პომიდვრის წარმოებაზეა გათვლილი. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

გაგიკ წარუკიანი

09 ივნისი 2026, 17:09

მსოფლიო

სომხეთის პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სომხეთის პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 17:07

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. უკვე დასრულდა დაბა კაზრეთში N97/3 და ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-ში, მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების აღდგენითი სამუშაოები.

ჯაბა ხუბუა

09 ივნისი 2026, 16:56

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ?

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალიანსიდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.

ვარლამ ლიპარტელიანი

09 ივნისი 2026, 16:55

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს მიმართავს, რომ ნუ დააბულინგებს ადამიანს ემოციური ფონის გამო.

ლადო სადღობელაშვილი

09 ივნისი 2026, 16:55

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ის არის საქართველოს ღვაწლმოსილი ერის კაცი - დაუნახავი და უმადურია ის ადამიანი, ვინც ვერ ხედავს და აფასებს მის დიდ სახელმწიფოებრივ წარმატებებს

ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბ-ნი ბიძინა არის საქართველოს ღვაწლმოსილი ერის კაცი - საქართველოს სახალხო ლიდერი! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

ეკა სეფაშვილი

09 ივნისი 2026, 16:43

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის შემცირების ინიციატივაზე: ჯარიმის დაკისრებისას გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნება და არა მათი ხისტად დაწესება

„ჯარიმები და დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების შემცირებას ეხება და რომლის საკანონმდებლო დონეზე ასახვის მზადყოფნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა გამოთქვა.

09 ივნისი 2026, 16:41

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირში გაწევრიანების უკრაინის სწრაფი სურვილი ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს

უკრაინის სურვილი, დაჩქარებული ტემპით გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მზარდ დაძაბულობას იწვევს კიევს, ბრიუსელსა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

09 ივნისი 2026, 16:40

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოსთვის სასარგებლო და პრაგმატულია, სწორედ ამიტომ არ მოსწონთ ეს ჯო უილსონსა და ევრობიუროკრატებს და გვიშლიან ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ როდესაც თავად ამერიკა მიისწრაფვის ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ პროცესის შეფასება პოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული.

09 ივნისი 2026, 16:25

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი და მოსახლეობას დროულად მიაწოდონ სერვისები

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

09 ივნისი 2026, 16:23

საზოგადოება

კორშა-შატილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

09 ივნისი 2026, 16:22

საზოგადოება

დავით ნარმანიამ საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, საინიციატივო ჯგუფის „საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის“ წარმომადგენლებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

დავით ქართველიშვილი

09 ივნისი 2026, 16:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს აშშ-ისრაელი ურთიერთობებს და წერს, რომ ნელ-ნელა იკვეთება წინააღმდეგობები ნეთანიაჰუსა და ტრამპის გეგმებს შორის. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ნეთანიაჰუმ არჩევნების წინ ვერ მოახერხა ირანისა და რეგიონული პრობლემის დალაგება, ხოლო, მეორე მხრივ, ტრამპი დგას უსიამოვნო რეალობის წინაშე: ვერ დაასრულა რუსეთ-უკრაინის ომი და დაძაბულია ვითარება ირანში. ანალიტიკოსი წერს, რომ ამის გამო, ამერიკა-ისრაელს შესაძლოა, განსხვავებული ინტერესები ჰქონდეთ.

09 ივნისი 2026, 16:02

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

09 ივნისი 2026, 15:37

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოგებაშვილის ქუჩაზე დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და ქუჩის ორივე მხარეს სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

09 ივნისი 2026, 15:32

რეგიონი

სუს: საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 ივნისი 2026, 15:17

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ევროპაც უნდა ესწრებოდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ ლიდერების დონეზე გამართულ მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელიც უნდა მონაწილეობდეს.

09 ივნისი 2026, 15:00

რეგიონი

დავით სონღულაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ კომბინირებული საკვების საწარმოში „ნუტრიმაქსი“ იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მდებარე შპს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, კომბინირებული საკვების წარმოების შესაძლებლობებს გაეცნო.

არჩილ გორდულაძე

09 ივნისი 2026, 14:54

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მან ამ განცხადებებს სიცრუე და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა უწოდა.

09 ივნისი 2026, 14:53

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.