09 ივნისი 2026, 16:56 / სანდო წყარო

ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ?

ჯაბა ხუბუა

ჯაბა ხუბუა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალიანსიდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.

როგორც ხუბუა წერს, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვერ ამოშლიან მათ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან სამარადჟამოდ არის გადაჯაჭვული.

„ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას მალე ამოშლის.

კი ბატონო, ეგ ძალიან მარტივი საფოტოშოპე საქმეა, მაგრამ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ქმარი - ნაცფაშისტური რეჟიმის იდეოლოგი და ყველაზე ანტიადამიანური დანაშაულების, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის „გამპრავებელი“, ხოლო ცოლი - რეჟიმის ისტერიული და ყველაფრის მკადრებელი პროპაგანდისტი.

სრულიად არაპატივცემულო გიგა და თამარ, როგორც „შერეკილების“ პერსონაჟი იტყოდა - „აქედან ვერ ამოშლით“ თქვენს ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან სამარადჟამოდ არის გადაჯაჭვული“, - წერს ხუბუა.

ყველა სიახლე

09 ივნისი 2026, 18:24

კულტურა

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის 61-ე ბიენალეზე ეროვნულ პავილიონში ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის 61-ე ბიენალეზე ეროვნულ პავილიონში ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 18:22

პოლიტიკა

რევაზ კარანაძე უილსონზე: ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან

„ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ ჯო უილსონთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

09 ივნისი 2026, 18:10

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა

დასავლეთი სომხეთს სთავაზობს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად“ უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხ ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

09 ივნისი 2026, 18:08

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, დაბა კაზრეთის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სახლის ორი სართულის, ჯამში 1 100 კვადრატული მეტრის ფართობის, ექსტერიერისა და ინტერიერის სრულ განახლებას, ასევე ეზოს მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რევაზ კარანაძე

09 ივნისი 2026, 18:06

პოლიტიკა

რევაზ კარანაძე: როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ

„რეალურად სტანდარტები ევროპისთვისაც იცვლება იმ კუთხით, რა გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესებიც გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ვიცით, რომ სომხეთში წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემები იყო. ფაშინიანი არის რაღაც ახალი ძალა და ახლა ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ, თუმცა ვერ ვხვდები როგორ“, - აღნიშნავს პოლიტეკონომისტი და არგუმენტად სომხეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები მოჰყავს.

ირაკლი ხელაძე

09 ივნისი 2026, 17:57

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, მისი ფაქტორის, მისი როლის დაზიანებას თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, მის ფაქტორს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

ირაკლი ხელაძე

09 ივნისი 2026, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში

ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“.

09 ივნისი 2026, 17:54

რეგიონი

რუსთავში ყველაზე ქართული დღეები - კონკურს-ფესტივალი „ქართული“ იწყება

რუსთავში, ხვალ ყველაზე ქართული დღეები-კონკურს ფესტივალი „ქართული" იწყება. „ქართული-2026" ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 ივნისი 2026, 17:50

მსოფლიო

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ენერგეტიკას, საფინანსო სექტორს, კრიპტოვალუტას, ვაჭრობას დათევზჭერას

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

ირაკლი ხელაძე

09 ივნისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: ქართველი ხალხის ვიზალიბერალიზაციას არასდროს გაცვლის ეროვნულობასა და პატრიოტიზმში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ხელაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ხალხის შანტაჟის იარაღად მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა.

მარიამ ქვრივიშვილი

09 ივნისი 2026, 17:45

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.

09 ივნისი 2026, 17:36

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და დარგის წარმომადგენლების საჭიროებების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი აგროსაწარმოები დაათვალიერა და ფერმერებთან შეხვედრა გამართა.

დიმიტარ სტოიანოვი

09 ივნისი 2026, 17:32

მსოფლიო

POLITICO: ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს

ბულგარეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აღარ გააგრძელებს. ინფორმაციას POLITICO ბულგარეთის თავდაცვის მინისტრზე დიმიტარ სტოიანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 17:26

რეგიონი

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ78-კმ88 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ78-კმ88 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“.

09 ივნისი 2026, 17:21

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, შვიდი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ერთს გირაო ჰქონდა შეფარდებული. ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდათ.

09 ივნისი 2026, 17:16

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათთან აგროსექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

09 ივნისი 2026, 17:11

რეგიონი

დავით სონღულაშვილი მარნეულში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობის საქმიანობას გაეცნო

ფერმერი ანარ სადიკოვი სოფლის განვითარების სააგენტოს რამდენიმე პროგრამის ბენეფიციარია. ანარ სადიკოვმა სასათბურე მეურნეობა პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში მოაწყო. მეურნეობა 3 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და 400 ტონაზე მეტი პომიდვრის წარმოებაზეა გათვლილი. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

გაგიკ წარუკიანი

09 ივნისი 2026, 17:09

მსოფლიო

სომხეთის პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სომხეთის პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 17:07

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. უკვე დასრულდა დაბა კაზრეთში N97/3 და ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-ში, მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების აღდგენითი სამუშაოები.