imedi /  10 თებერვალი 2017, 18:56 / სანდო წყარო

მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ტელეიმედის დარბევის ამსახველი ბანერი გამოფინა

"ქათული ოცნების" პასუხი "ევროპულ საქართველოს" - ფრაქციის თავჯდომარე მამუკა მდინარაძემ კოლეგების საპასუხოდ სიტვით გამოსვლის შემდეგ ბანერი გაშალა, სადაც ტელეკომპანია "იმედის" დარბევის ამსახველი ფოტოებია ასახული. 

მდინარაძემ ბანერი აკაკი ბობოხიძეს საჩუქრად გადასცა და განაცხადა: "ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მედიათავისუფლებას და ვიქნებით ადამიანის უფლებების სადარაჯოზე".

დღეს დილით სიტყვიერი დაპირისპირების გამო პარლამენტში სესიის დაწყება შეფერხდა. "ევროპული საქართველოს" წევრებს სხდომათა დარბაზში ბანერის გაშლა სურდათ, რასაც "ქართული ოცნების" წევრებმა და მანდატურებმა ხელი შეუშალეს.

 

ყველა სიახლე

რომან გოცირიძე

14 ივლისი 2020, 12:44

პოლიტიკა

რომან გოცირიძე ასოცირების შეთანხმების ანგარიშზე: წერია, რომ არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება

წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ. სჯობს, ამაში იმეცადინონ. წერია და გამგები გაიგებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

14 ივლისი 2020, 12:40

საზოგადოება

აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა

ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ.

რომან გოცირიძე

14 ივლისი 2020, 12:35

პოლიტიკა

რომან გოცირიძე პარლამენტიდან სამი კანონპროექტის გაწვევას ითხოვს

სამივე კანონპროექტი, კონკურენციის, კომუნიკაციის და ენერგეტიკის შესახებ პარლამენტიდან უნდა იყოს გაწვეული. ეს დააზარალებს ბიზნესს და საქართველოს დაუკარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას, - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

14 ივლისი 2020, 12:20

ეკონომიკა

„თიბისი“ ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 12:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან

„სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და თქვენ როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს ჩვენ არ ვასრულებთ?!. სანამ ჩვენ დაგვეხმარებით, სჯობს პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რომელიც სახელმწიფოს გადასახდელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შორენა კრაველიძე

14 ივლისი 2020, 12:12

საზოგადოება

მარნეულელი შორენა კრაველიძე, რომელიც თანდაყოლილი დაავადების გამო ქვედა კიდურებს ვერ ხმარობს, მაგრამ წარმატებისა და ოპტიმიზმის მაგალითია

„მე თითქოს უკვე არანაირად არ განვიციდი, შეჩვეული ვარ. რაც ძალიან მინდა, ყველაფერი გამომდის. ჩემს შეზღუდვასა და პრობლემას აღარ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია ჯანმრთელობა, კარგად ვიყო, არაფერმა შემაწუხოს და ამ პრობლემას იმდენად შევეგუე, რომ აღარ მაწუხებს არანაირად. ჩვეულებრივად ვრძნობ თავს- ამბობს შორენა კრაველიძე.

14 ივლისი 2020, 12:10

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 6 248 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 739 947-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 175 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 614-ს აღწევს. ამასთან, 512 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ევროპარლამენტის ანგარიშში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტი იმართება ბრიუსელში და ეს ვიზიტი დაემთხვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

14 ივლისი 2020, 12:02

სამართალი

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და სკამზე მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მათგანი კი საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებებით მოხვდა. მედიკოსებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

14 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად აქცია იმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო. გასაუბრება 2 ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს და მასში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. დღეს სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი

14 ივლისი 2020, 11:42

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა. სამსახურის ინფორმაციით, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კონპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

14 ივლისი 2020, 11:37

პოლიტიკა

საქართველომ გაეროში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა: ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები.

14 ივლისი 2020, 11:33

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მოწყობილია სპეციალური შტაბი. სამძებრო სამუშაოებში 20 მაშველია ჩართული.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, გიორგი რურუას საქმე არ არის ასახული ევროპარლამენტარების ანგარიშში

რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობისა და ურთიერთობის, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

დიეგო კოლასი

14 ივლისი 2020, 11:26

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში მიღებული კანონის სრულად შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დებატების გამართვა, რაც საქართველოს წარმატების საწინდარი იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განუცხადა.

14 ივლისი 2020, 11:10

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს

„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და დღეს კლინიკაში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

14 ივლისი 2020, 11:09

რეგიონი

დღეიდან 18 ივლისამდე, მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სერვისს მიაწვდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დღეიდან, 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, დაინტერესებულ პირებს სააგენტოს სხვადასხვა სერვისს მიაწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ პირბადით.

ბექა ლილუაშვილი

14 ივლისი 2020, 11:06

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების შესაძლებლობა

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

მარინა ეზუგბაია

14 ივლისი 2020, 11:04

COVID19

კოვიდინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„დაგვემატა მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა. ამ მონაცემების საფუძველზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა 4-ვე შემოტანილია. ესენი არიან სატვირთო მანქანის მძღოლები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნაია რივერა

14 ივლისი 2020, 10:59

კულტურა

გაუჩინარებული ამერიკელი მსახიობი, ნაია რივერა ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობის შვილის თქმით, მათ ერთად ცურვა გადაწყვიტეს, თუმცა დედა ნავში არ დაბრუნებულა. ადილობრივი შერიფის განცხადებით, ეს უბედური შემთხვევაა და არა თვითმკვლელობა. გამოძიების ვერსიით, რივერამ ბავშვის ამოყვანა მოასწრო, საკუთარი თავი კი ვერ გადაარჩინა.