სოციალ-დემოკრატებს საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვერსია აქვთ

ბექა ნაცვლიშვილი
ფოტო: პარლამენტის ადმინისტრაცია
საპარლამენტო ფრაქცია „სოციალ-დემოკრატებს“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვერსია აქვთ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობის მომზადებულ რეფორმას ხარვეზები აქვს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობის პროექტის პირველი ნაკლოვანება ისაა, რომ ცვლილებები პენსიონერების წინაშე არსებულ პრობლემებს მთლიანად ვერ პასუხობს და ეს ყველაფერი საპენსიო ფონდის შექმნის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე ფუნდამენტურ რეფორმას.
„სამწუხაროდ, მეორე ისაა, რომ საკითხის საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა, საპენსიო რეფორმა კი, ყველა მოქალაქეს ეხება“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მათ მიერ შემუშავებული რეფორმა სამ სვეტს ეფუძნება.
„პირველი სვეტი იმ 750 ათას ადამიანს ეხება, რომელიც დღეს არის პენსიაზე. პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, მინიმუმ საშუალო ხელფასის 17%-ის გათვალისწინებით, რაც პირველ წელს – 10 ლარით ზრდას გულისხმობს, შემდეგ წელს – 15 ლარით და ა.შ.
ამ სისტემის ამოქმედების მეორე წლიდან, ანუ, თუ სისტემა 2019 წელს ამოქმედდება, 2020 წლიდან ის ადამიანები, ვინც პენსიაზე გავლენ, გაზრდილ პენსიას მიიღებენ. თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი იმ ადამიანებზე არაფერს ამბობდა, რომლებიც მომავალ წელს გავიდოდნენ პენსიაზე, ჩვენი წინადადებით, ვინც პენსიაზე მომავალ წელს გავა, გაზრდილ პენსიას მიიღებს. რაც შეეხება მესამე სვეტს, ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სვეტის მსგავსია, სადაც ინდივიდუალურ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა მოხდება. დაფინანსება შემდეგი პრინციპით ხდება – საბაზისო პენსია ბიუჯეტიდან იზრდება. მეორე სვეტით პენსიის დაგროვება ხდება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს შენატანის 2-2 პროცენტის საფუძველზე“, – ამბობს ნაცვლიშვილი.
დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ხელფასების რაოდენობაში დიდი განსხვავებაა, ჰორიზონტალური სოლიდარობის ფონდი შემოდის, რომლის საფუძველზეც დაბალი ხელფასის მქონე პირები, უფრო მეტად გაზრდილ პენსიას მიიღებენ, ვიდრე მათზე მაღალი შემოსავალის მქონე მოქალაქეები.
12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. რეფორმის ფარგლებში მომავალი პენსიისთვის თანხის წიანასწარ შეგროვება დასაქმებულებისთვის სავალდებულო ხდება. ისინი ხელფასიდან 2%-ს იხდიან, ამ თანხას კიდევ 2%-ს დამსაქმებელი, კიდევ ორს კი სახელმწიფო უმატებს.
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 14:50
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა არის, რომ ორბანის იმედად დატოვა კანდიდატის სტატუსი და სხვა ქვეყნებთან არ გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა
ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დაგვპირდა, რომ დაგეხმარებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშიო და ამის გამო „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ურბანის გამო 26 ევროპული სახელმწიფო გადაიკიდა. ახლა აღმოჩნდა, რომ 26 სახელმწიფო თანახმაა საქართველოს მისცენ კანდიდატის სტატუსი და წინააღმდეგია „ქართული ოცნების“ მოკავშირე ორბანი და ახლა ნორმალურია ეს? არ არის ნორმალური, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:45
LIVE ისრაელი
ბოლო 24 საათში „ცაჰალმა“ ღაზის სექტორში „ჰამასის“ 250 პოზიციაზე მიიტანა იერიში
ისრაელის არმიამ, ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში „ჰამასის“ 250 პოზიციაზე მიიტანა იერიში. თავდასხმის სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურაც გახდა.

06 დეკემბერი 2023, 14:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

06 დეკემბერი 2023, 14:41
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებში პუტინი ქვეყნის ლიდერს, მოჰამედ ალ ნახაიანს შეხვდება, ჯერ გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით, შემდეგ კი პირისპირ.

06 დეკემბერი 2023, 14:41
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წასვლაზე: გამოაძევეს ხალხი პარტიიდან. ეს არის ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის შედეგი როდესაც პარტიას ან ამ ქვეყნიდან ძებნილი პირები მართავენ, ან კრიმინალები
„პარტიის დატოვების ტენდენციის დრამატურგია კარგად არის ჩამოყალიბებული. მელია ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ფინიშის სწორზე თვითონაც გამოჩნდება და ჩაუდგება სათავეში განდგომილებს“

06 დეკემბერი 2023, 14:40
პოლიტიკა
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 14:37
პოლიტიკა
კახა კალაძე: თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა
თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

06 დეკემბერი 2023, 14:35
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: რეალობა ისაა, რომ გახარიას პარტიამ „ბიძინას პროექტის“ სახელით საპარლამენტო მანდატები აიღო და დღეს ბიძინას სახელის გარეშე ვეღარაფერს იღებენ, გაკოტრდნენ
არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიის მჭიდრო პარტნიორობამ „ნაცმოძრაობასთან“ ყველა ეჭვი გააქრო და დარწმუნდნენ, რომ ის ბიძინას პროექტი არ იყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. იქვე საუბრობს იმაზე, რომ რეალობაში გახარია და მისი ურეიტინგოდ დარჩენილი პარტია სხვისი ნეგატივის ფონზე ცდილობს არჩევნებში ხმების მიღებას.

06 დეკემბერი 2023, 14:33
საზოგადოება
კახა კალაძე: 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში
18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:32
პოლიტიკა
კახა კალაძე: რომ გითხრათ დიდად მაღელვებს „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი, არ ვიქნები მართალი, არსებობს პარტიული ბრძოლა სკამებისთვის
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები დიდად არ მაღელვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება და შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ.

06 დეკემბერი 2023, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება - ვისი ფლანგი რას საუბრობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება. პარტიას ბევრი რამ გადაუტანია და მთავარი - გადაუტანია ის, რასაც იტანს 11 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან
„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

06 დეკემბერი 2023, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ
„ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ხობის საკრებულოს 11 წევრის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

06 დეკემბერი 2023, 14:27
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: მძიმე პროცესები მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ყოველი მათი ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს
პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე პროცესები მიდის.

06 დეკემბერი 2023, 14:24
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი: საქართველო, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი
საქართველო, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 14:23
რეგიონი
„ნაციონალური მოძრაობა“ ხობის საკრებულოს 11-მა წევრმა დატოვა
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. პარტიიდან გასვლის პროცესი გრძელდება.

06 დეკემბერი 2023, 14:21
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბურთი სწორედ ნატო-ს მოედანზეა
„არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მექანიზმს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გაცხადებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი, რომელსაც ეწოდება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. უკრაინის მოვლენების შემდგომ, ეს კიდევ უფრო ერთიანი პროცესია ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარების და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით“

06 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აქვს იმის საშუალება, რომ ნატოელ კოლეგებთან ერთად შეაჯამოს წელი და ამავე დროს დაგეგმოს მომავალი
„მომავალ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის ვაშინგტონის სამიტი. როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაწევრების თაობაზე საქართველოსთან დაკავშირებით, გვინდა მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, -აღნიშნა დოლიძემ.

06 დეკემბერი 2023, 14:15
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უფრო უნდა, იხილოს საქართველო ევროკავშირში, ვიდრე, მაგალითად, სალომე სამადაშვილს.

06 დეკემბერი 2023, 14:05
საზოგადოება
კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟის შესახებ: ტყუილია, რომ იქ ვინმე ცხოვრობდა
არსებობენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც აჯერებენ ხალხს, თითქოს, შეუძლიათ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობები ააშენონ და შემდეგ ამას დაუკანონებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.