imedi /  22 მარტი 2018, 18:37 / სანდო წყარო

რუსეთის დუმა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას ეხმაურება

რუსეთის დუმა

რუსეთის დუმა

რუსეთის დუმის თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, ,რომ რუსეთ-საქართველოს პარლამენტთშორისი ჯგუფის მუშაობას საქართველოში “შავი სიის“ შესაძლო მიღება გაართულებს, რომელშიც ქართული მხარის მოსაზრებით, ქართველების მკვლელობისა და წამებაში პასუხისმგებელი პირები შევლენ. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

“ჩვენ მესამედ უნდა შევხვდეთ მათ, მაგრამ ეს რთულდება იმით, რომ ქართველებმა მიიღეს გადაწყვეტილება სანქცირებული სიის შესაძლოობაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ გვთხოვა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის შესაძლებელი გამხდარიყო საფლავების მონახულება. ამის ნაცვლად, სანქცირებული სიის მიღება სურთ ახლა. ამიტომაც შევხედავთ რა მოხდება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დროსა და ვადებზე“, - აცხადებს კალაშნიკოვი.

21 მარტს საქართველოს პარლამენტმა ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია 106 ხმით მიიღო., სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს პარლამენტს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ე.წ. შავი სია, რომელიც გულისხმობს საქათველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 01:42

მსოფლიო

მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა

მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ფრანგი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შსახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა.

ლინდა ევანჯელისტა

25 სექტემბერი 2021, 00:56

ტაბლოიდი

ლინდა ევანჯელისტა ესთეტიკური მედიცინის ცენტრისგან $50 მილიონის გადახდას ითხოვს

მოდელი კომპანიისგან 50 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურებას ითხოვს, იმ ზარალისთვის რასაც ის თავისი პროფესიით გამოიმუშავებდა და ასევე ემოციური სტრესისთვის რასაც ის წლებია განიცდის. სუპერმოდელი 2016 წლიდან ფულს თავისი პროფესიით ვეღარ გამოიმუშავებს.

25 სექტემბერი 2021, 00:46

ტექნოლოგიები

Nokia-მ უახლესი სმარტფონი, G50 წარმოადგინა

Nokia-მ უახლესი სმარტფონი, G50 წარმოადგინა. Nokia-ს ახალი მოდელი $299 ეღირება და ის 6.82-დუიმიანი HD+ დისპლეითა და გამძლე ბატარეით არის აღჭურვილი. მას კომპლექტში 18-ვატიანი სწრაფი დამტენიც მოჰყვება.

გრაიმსი 
ილონ მასკი

25 სექტემბერი 2021, 00:35

ტაბლოიდი

მედია: ილონ მასკი და გრაიმსი შორდებიან

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და მომღერალი გრაიმსი შორდებიან, - ამის შესახებ the sun Page Six-ზე დაყრდნობით წერს. მასკი გამოცემასთან ინტერვიუში აზუსტებს, რომ წყვილი დაშორების პროცესშია. მან მედიასთან გრაიმსთან დაშორების მიზეზებზეც ილაპარაკა.

25 სექტემბერი 2021, 00:21

კულტურა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის Spencer-ის ოფიციალური ტრეილერი კინოკომპანია Neon-ის YouTube-არხზე გამოქვეყნდა. ორწუთიან ვიდეოში პრინცესასთან ერთად ჩნდებიან ელისაბედ მეორე, პრინცი ჩარლზი და მცირეწლოვანი უილიამი და ჰარი.

25 სექტემბერი 2021, 00:10

კულტურა

ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ ფილმში მკვლელის როლს შეასრულებს

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი Netflix-ის ახალ კინოპროექტში მკვლელის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

24 სექტემბერი 2021, 23:44

საზოგადოება

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში

ბიზნესდაჯილდოება — მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ბიზნესსექტორის გაუმჯობესებასა და მცირე თუ საშუალო კომპანიების მხარდაჭერას ემსახურება, დაიწყო. წელს თიბისი პარტნიორებთან ერთად გამორჩეულ ბიზნესებს ხუთ ნომინაციაში გამოავლენს. ისინი დაჯილდოვდებიან საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის, გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის და გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

24 სექტემბერი 2021, 23:42

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენს პარტნიორებს ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ხოლო კონკურენტებმა ანგარიში უნდა გაგვიწიონ

გერმანიის მოკავშირეებს არჩევნების შემდეგაც შეუძლიათ გერმანიის იმედი ჰქონდეთ, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

24 სექტემბერი 2021, 23:35

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მორიგი მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. ვებინარზე მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები.

24 სექტემბერი 2021, 22:59

ეკონომიკა

ევროპაში ნახშირის ფასი 13 წლის მაქსიმუმზეა

2022 წლის ფიუჩერსების ფასი ნახშირზე 2008 წლის მაქსიმუმზეა და ტონაზე $137 შეადგინა, - ამის შესახებ bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, ნახშირზე მოთხოვნა გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია, შედეგად ნახშირის მარაგები შემცირდა. ამასთან ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან მიწოდება გართულებულია, ხოლო რუსეთიდან ექსპორტი საკმარისი არაა.

ნიკოლ ფაშინიანი

24 სექტემბერი 2021, 22:33

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს

სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანგელა მერკელი

24 სექტემბერი 2021, 22:25

ტაბლოიდი

ანგელა მერკელი მარლოუს ფრინველების პარკს ეწვია. ფოტო

გერმანიის კანცლერი მეკლენბურგის მხარეში (ჩრდილოეთ გერმანია) ვიზიტისას მარლოუს ფრინველების პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ Spiegel წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

24 სექტემბერი 2021, 21:57

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

24 სექტემბერი 2021, 21:52

ეკონომიკა

ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს. გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

24 სექტემბერი 2021, 21:25

ტექნოლოგიები

კომპანია MAD Architects-ი ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს

კომპანია MAD Architects-ი ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ techcult წერს. კომპანია ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, ეს შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან გუშინ მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 20:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 20:35

COVID19

ჯო ბაიდენი: არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და რომ არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 20:25

კულტურა

ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

24 სექტემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები დაიცვას

ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.