imedi /  01 მაისი 2018, 11:17 / სანდო წყარო

თანდოიანცის ეკლესიაზე რელიგიათა საბჭო მთავრობას მიმართავს

თანდოიანცის ეკლესია

თანდოიანცის ეკლესია

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო აღმაშენებლის N38-ში მდებარე თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საბჭოს წევრები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ თანდოიანცის ეკლესია სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას დაუბრუნდეს. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისში, აღმაშენებლის N38-ში მდებარე ისტორიული სომხური ტაძრის, თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის (თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია) საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს. როგორც ცნობილი გახდა, 2017 წელს სახელმწიფომ სომხური ტაძარი საკუთრებით გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. არაერთი ისტორიული წყარო და ფაქტი ადასტურებს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე ნაგებობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. დღეს ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც ცვლის ძეგლის იერსახეს და შლის ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების ისტორიულ კვალსა და ღვაწლს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და ის რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითია. რელიგიათა საბჭოს წევრები არა ერთი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავაფეროვნობით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ შეწყდეს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება; სამართლიანად გამოიკვლიოს აღნიშნული ეკლესიის ისტორია და უზრუნველყოს მისი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისათვის დაბრუნება; უმოკლეს დროში გადადგას რეალური ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების დასაბრუნებლად; ხელი შეუწყოს საქართველოს სიმდიდირის - რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და წარმოჩენას; მოუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის თვალსაჩინო ნაწილს - სხვადასხვა კონფესიის საკულტო ნაგებობებს" - წერია განცხადებაში.

ცნობილია, რომ საქართველოს საპატრიარქო ეკლესიის რეკონსტრუქციას გეგმავს.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2022, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 222 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2022, 11:44

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

27 იანვარი 2022, 11:42

რეგიონი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართება

29, 30 იანვარს 18:00 საათზე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა.

27 იანვარი 2022, 11:41

სპორტი

ციმბირში მარათონი -63.4-გრადუსიან ყინვაში ჩატარდა

ციმბირში, -63.4 გრადუსში, მარათონი ჩაატარეს. მოვლენა, სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნში აისახება. ამ დრომდე, რეკორდულად მიიჩნევა 2001 წელს, ასევე ციმბირში ჩატარებული მარათონი, რომელიც -38-გრადუსიან ყინვაში გაიმართა.

27 იანვარი 2022, 11:32

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ჩხაიძე

27 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: მომართვიანობა არ მომატებულა - მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

27 იანვარი 2022, 11:08

რეგიონი

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარედ მანიშნებლები დაამაგრეს

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია

27 იანვარი 2022, 10:59

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.

27 იანვარი 2022, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში, ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

27 იანვარი 2022, 10:51

რეგიონი

ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვას დაესწრო

კლიმატის ცვლილება მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა; შესაბამისად, აუცილებელია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვის თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 980 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 980 მძიმე პაციენტიდან თბილისში 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 274 პირიდან თბილისშია 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 630 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 630-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 686 220 აცრა გაკეთდა.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 8 989 თბილისში, 2 255 აჭარაში, 2 255 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

27 იანვარი 2022, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია, ბოლო 14 დღის - 16,51%, ბოლო 7 დღის - 20,58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

27 იანვარი 2022, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

27 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 699 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2022, 10:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 იანვარი 2022, 10:33

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს უმასპინძლოს

„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს იქამდე, ვიდრე ის ახალ კრიზისად გადაიქცევა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმასა და უკრაინის ოკუპაციას", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

27 იანვარი 2022, 10:25

საზოგადოება

სურსათის სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2022, 10:13

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.