imedi /  02 მაისი 2018, 20:28 / სანდო წყარო

საქართველოს საგარეო უწყება: ევროსაბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას

2018 წლის 2 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით.

მიღებულ გადაწყვეტილებაში კვლავაც ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ საქართველო, საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი მუდმივი დაბრკოლებების, მათ შორის ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო.

წინა გადაწვეტილების მსგავსად, მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის ორ წევრ ქვეყანას, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის.

"გადაწყვეტილებაში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები, კერძოდ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულებების დადება, რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გადაწყვეტილებაში გამოხატულია ღრმა შეშფოთება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი საქართველოს სამი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას გამო. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა დაგმო ის ფაქტი, რომ ცხედრის გადმოცემისათვის საჭირო გახდა მოლაპარაკებები. ასევე შეშფოთება გამოხატა ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გამო, რომლებმაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეძლეს ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ.

გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში საქართველოს შეუიარაღებელი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობის ფაქტზე.

ასევე გამოხატულია შეშფოთება სოფელ ერედვში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დარღვევით და მათი კუთვნილი სახლების განადგურების გამო.

ხაზგასმულია, ის ფაქტი, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი, მათ შორის პასპორტების გაცემასა და ე.წ. უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას.

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება, შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება. აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საქართველოს შესაბამის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა არ დაექვემდებაროს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლენას, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე, თავიდან აიცილოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება საქართველოს რეგიონებში.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასთან ჰუმანიტარული საქმიანობის გაღრმავების გზით კავშირის დამყარებას. ასევე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, როგორც საქართველოს მტკიცე ნების ნათელ მაგალითს, რაც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენასა და ურთიერთობას გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015, 2016 და 2017 წლების შესაბამისი გადაწყვეტილებები"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

4 აპრილს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთისთვის. ინიციატივას ოფიციალური მოსკოვიც გამოეხმაურა. 

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

29 იანვარი 2022, 16:25

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, მისასალმებელია, სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივაც

ნებისმიერი ინიციატივა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, მისასალმებელია. სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივაც, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

29 იანვარი 2022, 16:03

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2022, 16:00

პოლიტიკა

კელი დეგნანი მხარდამჭერ რეზოლუციაზე: მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოებისთვის

საქართველო, უკრაინა, აშშ, ნატო, ყველანი ძალიან მკაფიოდ გამოთქვამენ თავის პოზიციას და ჩვენ ვამბობთ, რომ გადავლახავთ ამ კრიზისს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით საყვარელიძე

29 იანვარი 2022, 15:51

პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა უკრაინაში ომი ამერიკას უფრო უნდა, ვიდრე პუტინს

უკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს, - ამის შესახებ საქართველოს გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე წერს.

ვიოლა ფონ კრამონი

29 იანვარი 2022, 15:33

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი დავით არახამიაზე: ამ უკრაინაში რამეს ეწევიან ყველანი, თუ რა ხდება?

ამ უკრაინაში რამეს ეწევიან ყველანი, თუ რა ხდება? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით პანიკას თესავენ.

29 იანვარი 2022, 15:18

კულტურა

ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2022, 15:02

ეკონომიკა

კელი დეგნანი ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურზე: მსგავსი პროექტები საქართველოში დიდ ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას განაპირობებენ

„ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები აქ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო ნათია, ბატონო სოსო, ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა, არა მარტო „პეის გრუპისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2022, 14:42

ეკონომიკა

კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს, სიმბოლოა ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის

ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 იანვარი 2022, 14:37

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა

ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა, ამიტომ ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეშლი ბარტი

29 იანვარი 2022, 14:33

სპორტი

ეშლი ბარტი „ავსტრალიის ღია პირველობის“ გამარჯვებულია

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი „ავსტრალიის ღია პირველობის“ გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში მან ამერიკელი დანიელ კოლინზი 6:3, 7:6 დაამარცხა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 იანვარი 2022, 14:24

ეკონომიკა

პრემიერი ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნაზე: ჯამური ინვესტიცია შეადგენს $93 მილიონს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ $120 მილიონამდე გაიზრდება

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 იანვარი 2022, 14:19

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის

„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

29 იანვარი 2022, 14:04

რეგიონი

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ჯო ბაიდენი

29 იანვარი 2022, 13:30

მსოფლიო

WSJ: ბაიდენის სასანქციო გეგმა ეხება ბანკებსა და იმპორტს, მაგრამ ​SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას არ ითვალისწინებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

გია აბაშიძე

29 იანვარი 2022, 13:28

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, არ შექმნან პანიკა საზღვრებთან რუსული ჯარების მომრავლების გამო, ნაცოპოზიცია კი ზედმეტად წიოკობს

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ოფიციალური კიევი დასავლეთს მოუწოდებენ, რომ არ შექმნან პანიკა საზღვრებთან რუსული ჯარების მომრავლების გამო. ჩვენი ნაცოპოზიცია კი ზედმეტად წიოკობს. იქ, სადაც არაა საჭირო, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

თამთა მეგრელიშვილი

29 იანვარი 2022, 13:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?! იცნობდი და თან როგორ - ქონებასაც ჩუქნიდი

მეგრელიშვილი აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ფიზიკური პირის მეგის ქარდავას ძმისთვის, ლევან ქარდავასთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

29 იანვარი 2022, 12:56

მსოფლიო

Reuters: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო, რაც შესაძლოა მომავალში დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ დასჭირდეს

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს.

29 იანვარი 2022, 12:34

COVID19

29 იანვრის მონაცემებით, ბუსტერ დოზით 151 998 ადამიანია აცრილი

29 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 704 957 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

29 იანვარი 2022, 12:12

საზოგადოება

დიდუბის რაიონში, კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.

29 იანვარი 2022, 11:51

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი გადაწყვეტილებას 1-ელ თებერვალს მიიღებს

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიიღებს. სამ ოპოზიციონერ დეპუტატთან დაკავშირებით მსჯელობა 31 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. განხილვის შემდეგ დასკვნა მომზადდება, რომელსაც შემდეგ კომიტეტი პლენარულ სხდომაზე წარადგენს.