imedi /  12 მაისი 2018, 21:04 / სანდო წყარო

თბილისის მერი განცხადებას 21:30 საათზე გააკეთებს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განცხადებას გააკეთებს. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აღნიშნეს, კახა კალაძე განცხადებას 21:30 საათზე გააკეთებს.

თბილისის მერი სავარაუდოდ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

24 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა "წარმატებით" იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ

ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე,- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ქეთევან დედოფლის გამზირი რეაბილიტაცია

24 იანვარი 2022, 13:43

საზოგადოება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

გია აბაშიძე

24 იანვარი 2022, 13:38

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას

დეკლარირებულად პროდასავლური, მაგრამ რეალობაში პრორუსული სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან საზოგადოებას არ ესაჭიროება რჩევები განსაკუთრებით საგარეო-პოლიტიკურ ფლანგზე!, - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ვლადიმერ ბოჟაძე

24 იანვარი 2022, 13:38

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: “ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია, ვერ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელისუფლება მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს პარტნიორებთან და ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ პროვოკაციის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს! - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად.

ირაკლი ზარქუა

24 იანვარი 2022, 13:37

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, ხან შემოდიან, ხან არ შემოდიან პარლამენტში. ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში თუნდაც, თავიანთი ამომრჩევლის ინტერესების გატარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

24 იანვარი 2022, 13:27

ეკონომიკა

23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 84.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.3 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა.

ირაკლი ზარქუა

24 იანვარი 2022, 13:24

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მივიღებთ

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვაცხადებთ, რომ ოკუპანტია რუსეთი. საერთაშორიო ტრიბუნაზე, საერთაშირისო მისიებში ყველგან ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, რეზოლუციას მივიღებთ. ჩვენ გვქონდა 2008 წელი და მხდალი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა ჯარი, გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა“, – განაცხადა ზარქუამ.

24 იანვარი 2022, 13:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი ინფლუენსერებისა და ბლოგერების საქართველოში სტუმრობის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას

„ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ - დან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. მათ ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავთ და თავიანთ სფეროში საუკეთესო სპეციალისტებად მიიჩნევიან“.

კახა კალაძე

24 იანვარი 2022, 13:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა

კითხვაზე, თუ რატომ არ გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება, კახა კალაძე აღნიშნა, რომ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა. „საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ, ამით იხელმძღვანელოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

24 იანვარი 2022, 13:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მინდა „ნაცმოძრაობის" სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო

იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, „ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმებზე, მიზნებზე და თუ რას გააკეთებენ, ამაზე დავხარჯო დრო. გაუგებარია მათი პოზიციები. ერთ დღეს ასეა, მეორე დღეს ისეა, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია რას და როგორ იზამენ. ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

24 იანვარი 2022, 13:01

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

24 იანვარი 2022, 12:55

თემა

აზებაიჯანი-სომხეთის მოლაპარაკებები და საქართველოს ახალი სატრანზიტო ამოცანა

მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რუსეთის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის შორის ახალი მოლაპარაკებების ინიციერების შემდგომ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა უფრო რეალური გახდა. სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ერთ-ერთი პუნქტი მათ ტერიტორიებზე არსებული დაბლოკილი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებას ითვალისწინებს, ისმის კითხვა, როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე? არაერთი ზოგადი მსჯელობის მიუხედავად, აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის რეალურად უპირველეს ყოვლისა საჭიროა დადგინდეს: * სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღსადგენი ინფრასტრუქტურის ფაქტობრივი მდგომარეობა (საჭიროა კვალიფიციური აუდიტი), მისი აღდგენის ვადები და დაფინანსების წყაროები * განისაზღვროს სავარაუდო ტვირთნაკადები (საჭიროა სიმულაციური მოდელის შექმნა), რომლებიც შესაძლებელია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნიდან თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით იყოს გადამისამართებული სარკინიგზო ტრანსპორტის თვალსაზრისით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის და მისი განშტოების - ბაქო - თბილისი - ყარსის ალტერნატივას, ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეგრი - ბაქოს მაგისტრალი წარმოადგენს, რომელიც ამჟამად სწორედ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე არ ფუნქციონირებს. იმისათვის, რომ ცოტა უფრო მეტი კონკრეტული დასკვნა იქნეს გაკეთებული, თუ როგორ იმოქმედებს პოტენციურად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ახალი - აზერბაიჯან - სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, აუცილებელია განხილული იქნეს ორი შესაძლო ვარიანტი/სცენარი: ვარიანტი 1 - იხსნება ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - მეგრი - ბაქოს დერეფანი, აზერბაიჯან - ირანის (ასტარა) სარკინიგზო განშტოება; ვარიანტი 2 - იხსნება ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს დერეფანი, სომხეთ - ირანის (ჯულფა) სარკინიგზო განშტოება. საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე: 1. დერეფანი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და მის ანკლავს ნახიჩევანს შორის და შემდეგ თურქეთში (ან საქართველოში) გრძელდება. აღნიშნულმა გზამ სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს სიუნიქის პროვინციაზე (ქვემოთ რუკაზე წითელი ფერით). 2. ერევნიდან რკინიგზა მიემართება იმავე სიუნიქის პროვინციაში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნახიჩევანზე გაივლის და შემდეგ, რუსეთში ჩავა. დამატებით, ცალკე ხაზი ასევე აკავშირებს სომხეთს ირანთან (ორივე ხაზი ქვემოთ რუკაზე იასამნისფრად სურათი 1) ორივე აღნიშნული მიმართულება სრულად ჩაიკეტა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ. რეალურად, ამ სატრანსპორტო გზების დაკეტვით დაზარალდა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, არამედ, ასევე, რუსეთი და თურქეთი. ერთი დაშვებით, განშტოებების გარეშე, ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს დერეფნის ამოქმედება, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს; ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ნავსადგურებიდან/სკენ შემოსულმა/გასულმა ტვირთნაკადმა, რომლის საბოლოო დანიშნულება (აზერბაიჯანის გავლით) ცენტრალური აზიის ან რუსეთის რეგიონია, იმოძრაოს გრძელ/ მთაგორიან და ძვირი ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს მაგისტრალით. რამდენად შესაძლებელია, ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის კონკურენტი აღმოჩნდეს ყარსი - ნახიჩევანი - ბაქოს მიმართულება? აქ პასუხი ცალსახა ვერ იქნება, თუ არსებულ რეალობას შევაფასებთ; კერძოდ, ბაქო - თბილისი - ყარსის მაგისტრალზე ძირითადი ტვირთნაკადი ფორმირდება რუსეთიდან და ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით, თურქეთისკენ და ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებისკენ (ძირითადად ხორბალი, ლითონი და ლითონკონსტრუქციები), შესაბამისად, თუ ტვირთნაკადი ზემოაღნიშნული რეგიონებიდან იქნება მოზიდული, სავარაუდოდ, პრიორიტეტი - ბაქო - თბილისი - ყარსის მაგისტრალს მიენიჭება. იმ ვითარებაში კი, თუ ტვირთნაკადი ირანის ცენტრალური რეგიონებიდან იქნება ფორმირებული და აზერბაიჯანის სარკინიგზო ქსელით დაუკავშირდება ყაზვინ - რეშტ - ასტარის სარკინიგზო განშტოებას (ვარიანტი 1) და ამ ტვირთნაკადების სავარაუდო მიმართულება იქნება თურქეთი ან თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურები, ასეთ ვითარებაში, საქართველო დაკარგავს ირანის ტვირთნაკადს, რომლისთვისაც მოხერხებული იქნება აზერბაიჯან - სომხეთი - თურქეთის სამკუთხედით მოძრაობა. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი უფრო მნიშვნელოვნად დაზარალდება, თუ სომხეთსა და ირანს შორის სრულფასოვნად ამოქმედდება ჯულფის სარკინიგზო განშტოება (ვარიანტი 2). ასეთ ვითარებაში, ირანის სამხრეთ ნავსადგურ ბენდერ - აბასში ჩინეთიდან შემოსული კონტეინერი, საქართველოს ნავსადგურების გვერდის ავლით, ახალი მაგისტრალის გავლით აღმოჩნდება როგორც სომხეთში, ასევე თურქეთის ხმელთაშუა ნავსადგურებში, რითაც სომხეთი ფაქტიურად შეიძენს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს ნავსადგურებიდან საკონტეინერო ნაკადის დაკარგვის შესაძლებლობა: კერძოდ, ჩინეთიდან ამიერკავკასიაში მიმავალი კონტეინერების მფლობელებისთვის, ეკონომიკურად მიმზიდველი გახდება, საქართველოს ნავსადგურების ნაცვლად, ირანის სამხრეთით განლაგებული ბენდერ აბასის ნავსადგურის გამოყენება და შემდგომ რკინიგზით, ჯულფის გასასვლელით, სომხეთში და აზერბაიჯანში გადაზიდვა, რაც უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ტვირთების დინამიკაზე. ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სომხეთის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია - სპილენძი მოლიბდენი, პერლიტი და სხვა, რომლის წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული პროდუქცია ჩინეთში და ევროპაში ამჟამად საქართველოს გავლით გადაიზიდება; სავარაუდოა, რომ სამომავლოდ ჩინეთი სომხეთის პროდუქციას მიიღებს არა საქართველოს ნავსადგურებით, არამედ ირანის სამხრეთით განთავსებული ნავსადგურების, ასევე თურქეთის ხმელთაშუა ნავსადგურების გავლით, რაც საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად დააქვეითებს და ქვეყანას ძვირადღირებულ გადაზიდვებს დააკარგვინებს. აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ჯულფასთან გამავალი რკინიგზით რეგიონი ირანს უკავშირდება. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს სომხეთიდან ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით ტვირთები ირანში გადიოდა სწორედ რკინიგზის ამ მონაკვეთის მეშვეობით. სომხეთს თავისი სიუნიქის რეგიონის (ცნობისათვის: დღეს სომხეთი ირანს სიუნიქის პროვინციით უკავშირდება. ირანსა და სომხეთს შორის ასეთი ტრანზიტული მიმოსვლა რთულია, რადგან იქ, სადაც სომხეთისა და ირანის დამაკავშირებელი გზა გადის, მთიანი რელიეფია) პარალელურად, ერევნიდან ნახიჩევანზე გავლით ირანთან უფრო მოსახერხებელი სატრანსპორტო დერეფნის გაკეთება შეუძლია, მათ შორის სარკინიგზო გადასასვლელით. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი განახორციელებს ირანთან დამაკავშირებელ უკეთეს სატრანსპორტო კავშირის მშენებლობას, ხოლო აზერბაიჯანის შემდეგ თურქეთთანაც განაახლებს კონფლიქტამდე არსებულ სარკინიგზო მიმოსვლას, მაშინ იგი სრულიად სხვა სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს, რაც შეიძლება გახდეს საქართველოსათვის ტვირთის გარკვეული მოცულობის დაკარგვის მიზეზი. ირანის გამჭოლ კავშირს სომხეთთან და სომხეთის თურქეთთან არსებული დაკონსერვებული სარკინიგზო კავშირის აღდგენის და სომხეთ-აზერბაიჯანის დერეფანზე ჯულფაში განშტოების დამატების შემთხვევაში, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ირანიდან წამოსული ტვირთნაკადიც (აქვე, გასათვალისწინებელია ირანის და ინდოეთის კავშირის განვითარების ახალი პერსპექტივა, რომლითაც ახლო მომავალში შესაძლებელია, ირანი და ინდოეთი საქართველოს მომმარაგებლები გახდნენ და/ან გამხდარიყვნენ სატრანზიტო კუთხით). აღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ: * სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებამ შეიძლება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ნაწილობრივ თუმცა სოლიდურად შეასუსტოს * ახალი შეთანხმებებით აზერბაიჯანი მიღებს გზას საკუთარ ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანსა და ასევე, თურქეთთან. * სომხეთისთვის გაიხსნება მოსახერხებელი სარკინიგზო გზა რუსეთსა და ირანთან * რუსეთი და თურქეთი გამჭოლ მოძრაობას იღებენ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიუხედავად, ყოველივე აღნიშნულისა, ცალსახად მტკიცება რონ საქართველის პრობლემები შეექმნება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარტანსპორტო კავშირის გახსნით შეიძლება გადაჭარბებულია, მაგრამ უფრო სავარაუდოა ნეგატიური ზეგავლენა ირანი-სომხეთის დამატებითი გზის გახსნით სომხეთის მიერ ახალი სატრანზიტო ფუნქციის შეძენით. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ამ დერეფნის ცალსახად გახსნა ძნელი წარმოსადგენია, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, პოლიტიკური სირთულეების გამო და კონკრეტულ ტვირთნაკადის მოცულობის ამ მიმართულებით გადამისამართებაზე მსჯელობაც, ჯერჯერობით ნაადრევია. ფაქტობრივად, ჩვენს შემთხვევაში, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში უფრო რეალურად უნდა განიხილებოდეს უშუალოდ სომხეთში და სომხეთიდან გამავალი ტვირთნაკადის ის ნაწილი, რომლის დაკარგვაც საქართველოს შეიძლება დაემუქროს. კერძოდ, დღეისათვის სომხეთის მომარაგება ტვირთით ევროპიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან (და პირიქით) ძირითადად, საქართველოს გავლით ხორციელდება მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სომხეთი აამოქმედებს სატრანსპორტო კავშირს თურქეთსა და აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანის მეშვეობით კი ირანთან მაშინ მისი ტვირთნაკადის გადანაწილება საქართველოს ნაცვლად თურქეთისა და ირანის მიმართულებით განხორციელდება.

24 იანვარი 2022, 12:45

COVID19

ოთხ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 იანვარი 2022, 12:40

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებასა და ბუსტერ დოზის დამატებას

„პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი მიმართულებით”, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიჰყვება. შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებასა და ბუსტერ დოზის დამატებას. დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი და ეპიდვითარების ამსახველ გრაფიკს აქვეყნებს.

24 იანვარი 2022, 12:36

მსოფლიო

ტაივანში აცხადებენ, რომ ჩინეთის საჰაერო ძალებმა მის საჰაერო თავდაცვის ზონაში ფართომასშტაბური შეჭრა განახორციელა

ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინეთის საჰაერო ძალებმა მის საჰაერო თავდაცვის ზონაში ფართომასშტაბური შეჭრა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ტიერი მუგლერი

24 იანვარი 2022, 12:17

კულტურა

დიზაინერი ტიერი მუგლერი გარდაიცვალა

​​​​​​​მიუგლერის მიერ შექმნილ სამოსს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ვარსკვლავი ატარებდა, მათ შორის - დევიდ ბოუი და ლეიდი გაგა. მისი შექმნილი დიზაინით შექმნილი სამოსით მაყურებლის წინაშე არაერთხელ წარმდგარა ბიონსე, მიუგლერის შექმნილი ცნობილი კაბა ეცვა კიმ კარდაშიანს 2019 წლის Met Gala-ზე.

როკ მარკ კრისტიან კაბორე

24 იანვარი 2022, 12:06

მსოფლიო

France 24: ბურკინა-ფასოში, ამბოხებულმა ჯარისკაცებმა ქვეყნის პრეზიდენტი დააკავეს

ბურკინა-ფასოში, ამბოხებულმა ჯარისკაცებმა ქვეყნის პრეზიდენტი, როკ მარკ კრისტიან კაბორე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2022, 11:50

სამართალი

ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით

შეფასების თანახმად, საქართველოს პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით. უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ადეკვატური რესურსები და წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის. მათ გააჩნიათ მრავალფეროვანი საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველომ ანალოგიურად პოზიტიური შეფასება დაიმსახურა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში. ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყება შემდგომშიც განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 იანვარი 2022, 11:46

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მინისტრის დაპირების შესაბამისად, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ

ახლა მინისტრ აზარაშვილს აქვს კიდევ უფრო სერიოზული გეგმები, მას აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს უკვე დარჩენილი პრობლემები. მათ შორის, მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმის ეს არის სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახების პრობლემა, ამის თაობაზე მინისტრის დავალებით სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა მათ ორი გზა, ერთი ეს არის - დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 $-ის ექვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო და მეორე გზა - დევნილ ოჯახებს, ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. რაც მთავარია, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებზე გასცა მინისტრმა დაპირება, რომლის მიხედვითაც, აღნიშული ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წელს, წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

24 იანვარი 2022, 11:42

ეკონომიკა

როგორ შეიცვალა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი საქართველოში. საქსტატის ანგარიში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა.