imedi /  02 ივნისი 2018, 01:41 / სანდო წყარო

ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე: ყველა ზღვარს გადააბიჯეს

დავით დადუნაშვილი
აქციაზე

დავით დადუნაშვილი
აქციაზე

ხორავს ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზაზა სარალიძის ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მისვლის მიზეზებზე ილაპარაკა. 

მისი თქმით, ის სოფელში იყო, ტელევიზიით გადაცემას უყურებდა, როდესაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა თავი ლევანის ნათლიად გამოცხადა: „ამ ფაქტმა მე აღმაშფოთა. დავურეკე ჩემი ნათლულის შვილს, დავჯექით და წამოვედით“.

მისი თქმით ის ბრალდებულისთვის მეტ სასჯელს ელოდა, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. „მნიშვნელოვანია რომ აღვშფოთდი იმის გამო, რომ ჩემი შვილის სახელით გამოვიდა ვიღაც და განაცხადა რომ იყო ჩემი შვილის ნათლია. ყველა ზღვარს გადააბიჯეს. მინდოდა ორი წინადადება, ჩემი შეხედულება მეთქვა. ეს უნდა მეთქვა მხოლოდ პირისპირ ზაზასთვის, მაგრამ მე ამის საშუალება არ მომცეს... ზაზა წამოვიდა ჩამეხუტა და მზად იყო მოესმინა ჩემთვის, მე მხოლოდ მისთვის უნდა მეთქვა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. ვიღაცამ რაღაც პროვოკაციული კითხვა დასვა. ამაზე გაგიჟდა ზაზა და გადაერთო კითხვის დამსმელისკენ. ზაზა მაგას ნუ ლაპარაკობ მეთქი და უკვე აზრი აღარ ჰქონდა იქ ჩემს საუბარს... ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში სუსის აგენტად მომნათლეს“, - განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

პარლამენტთან აქცია 1 ივნისს 16:00 საათზე განახლდა. ის რუსთაველის გამზირზე 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. აქციისკენ საზოგადოებას გამოძიებით უკმაყოფილო ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ მოუწოდა. 1 ივნისს სამართლომ მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელის ზომაც განუსაზღვრა.

31 მაისს, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

22 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტისა და ავსტრიის კანცლერის მიწვევით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრებზე განიხილებოდა საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:27

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: „ენკას“ გადაწყვეტილება სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისში დაჭრაში ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - თუ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ამძიმებს „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობას

თუ ეს გამოიკვეთა და თუ ასეთი ადამიანის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს ცოტა ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება პირს, ვინც ეს ჩაიდინა, ზომები არის კიდეც მიღებული - პირი არის დაკავებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

22 სექტემბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე: ეს ფორმატი ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე სასაუბროდ საუკეთესოა

„ჩვენ არცერთი წუთით ძალისხმევა არ უნდა შევაჩეროთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დეოკუპაციის გზაზე ვიაროთ შეუქცევადად. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული და სტრატეგიული ამოცანა და ჩვენ ამას ყველა პლატფორმიდან გავაკეთებთ და ამას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

22 სექტემბერი 2021, 17:15

ეკონომიკა

კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

„ენკას“ ქართულ წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ, ასევე ჯერჯერობით უცნობია, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაც. მანამდე კი შეფასება გაკეთდა მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ ეს ფაქტი ცუდი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, თუმცა ხელისუფლებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით დიდი გეგმები აქვს.

გიორგი ვოლსკი

22 სექტემბერი 2021, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს, როგორც რეგიონალური ლიდერის, პოზიციები გაძლიერდა

საქართველოს, როგორც რეგიონალური ლიდერის, პოზიციები გაძლიერდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაეროში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს პლატფორმას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას გააგებინოს

„ეს არის მაღალი ტრიბუნა, საიდანაც პრემიერს აქვს საქართველოს სახელით გზავნილების გაჟღერების საშუალება და ირაკლი ღარიბაშვილი ამ პლატფორმას მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები გააგებინოს მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა, მათ შორის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და, ბუნებრივია, ამ კუთხითაც იქნება გზავნილები გაჟღერებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

22 სექტემბერი 2021, 16:53

ეკონომიკა

დღეისათვის საქართველოდან ექსპორტირებულია 31.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი

დღეისთვის საქართველოდან 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

22 სექტემბერი 2021, 16:49

COVID19

თამარ არჩუაძე: აეროპორტების თანამშრომელთა ვაქცინაცია მათი მუშაობის სპეფიციკიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2021, 16:45

ტაბლოიდი

აშშ-ში ერთ-ერთ მოტელში ონკანიდან წყალთან ერთად მეტამფეტამინის კრისტალები მოედინებოდა

მოტელში წყალი გადაკეტეს და სასტუმრომ დროებით სტუმრებს მიღებაც შეწყვიტა. გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი რაოდენობით მეტამფეტამინი ვიღაცამ წყალმომარაგების სისტემაში შეიყვანა. ქალაქის სხვა შენობებში მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა. სამართალდამცველები მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს ეძებენ.

22 სექტემბერი 2021, 16:38

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 16:15

COVID19

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 16:07

ტექნოლოგიები

IPhone დეპრესიის დიაგნოსტირებას „ისწავლის“

IPhone-ს მწარმოებელი კომპანია Apple გეგმავს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოავლენს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემა წერს Apple ამ საკითხზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ კომპანია Biogen-თან თანამშრომლობს.

ნათია თურნავა

22 სექტემბერი 2021, 15:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,51%-დან 8,5%-მდე გაზარდა

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს. „აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში ნათლად აღნიშნავენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ

22 სექტემბერი 2021, 15:52

კულტურა

ელისო ბოლქვაძე მონაკოს პრინც ალბერტს შეხვდა

"პრინცი ალბერტი აგრძელებს პრინც რენიეს და გრას კელის კულტურულ ტრადიციებს მონაკოს სამეფოში. ახლახან პრინცმა შექმნა ფონდი ახალგაზრდა მუიკოსების ხელშესაწყობად. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი ნორჩი ტალატების ხელშეწყობის საკითხებს. შესაძლო მომავალი პროექტი დამუშავების პროცესშია . მისასალმებელი და სასიხარულოა საქართველოს საპატიო კონსულის ბატონი დავიდ რანდალის ჩართულობა ამ პროცესში"-განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ.

22 სექტემბერი 2021, 15:42

საზოგადოება

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530; 2021 წელს გარდაიცვალა 86 აივ ინფიცირებული. 2020 წელს – 157, 2019 წელს – 116, 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი. 2021 წელს 86 გარდაცვლილთაგან: 71 მამაკაცია და 15 ქალი.

22 სექტემბერი 2021, 15:34

რეგიონი

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 20 მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, ჩამოიშალა ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები. პროცესში ჩართულები არიან გეოლოგები და მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლა. იმ მისამართებზე, სადაც უკვე დასრულდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ხორციელდება გადარეცხვის ღონისძიებები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

22 სექტემბერი 2021, 15:31

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. საგარეო უწყება კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა. უწყების კომენტარს აღნიშნულ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 15:26

მსოფლიო

„თალიბანმა“ ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, თავიანთ რიგებში კორუფციაში, ამორალურ ქმედებებსა და შუღლის გაღვივებაში შემჩნეული პირები არ მიიღონ

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, თავიანთ რიგებში კორუფციაში, ამორალურ ქმედებებსა და შუღლის გაღვივებაში შემჩნეული პირები არ მიიღონ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Pajhwok-ი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2021, 15:26

ტაბლოიდი

ბოსტონში ცნობილი „ვიწრო სახლი“ $1,25 მილიონად გაიყიდა🏠

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ორმა ძმამ მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთი მიიღო. ერთი ჯარს შეუერთდა და სანამ მსახურობდა, მეორე ძმამ მიწაზე დიდი სახლი ააშენა, რომელიც ნაკვეთის უდიდეს ნაწილს იკავებდა. სახლში დაბრუნებულმა ჯარისკაცმა კი „ვიწრო სახლი“ ააგო, რითაც ძმის სახლიდან გაშლილი ხედი გააფუჭა.