imedi /  08 ივნისი 2018, 23:59 / სანდო წყარო

ვინ ვისი ნათესავია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში

მერაბ მორჩაძე

მერაბ მორჩაძე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში დღეს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის აღიარებამ, საქმის ფიგურანტებთან ნათესაობის შესახებ, ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია და რთული გასაგები გახდა - ვინ ვისი ნათესავია.

როგორც imedinews-მა გაარკვია, მორჩაძე ნამდვილად არის მკვლელობის საქმეში დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაპატიმრებული, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, თენგიზ კალანდიას ნათესავი. ამას ორივე მხარე აღიარებს. თენგიზ კალანდიას ორი ვაჟი მონაწილეობდა გასული წლის 1 დეკემბერს მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის საქმეში. მათგან ერთ-ერთს, ლუკა კალანდიას, გამოძიება ასევე დანაშაულის დაფარვას ედავება და ის გირაოთია გათავისუფლებული. რაც შეეხება მის უმცროს ძმას,მ.კ-ს, ის არასრულწლოვნების გამო ასევე თავისუფალია და ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მ.კ. საქმის ის ფიგურანტია, რომელმაც სასამართლოზე სამდღიანი დაკითხვის დროს იმდენჯერ შეცვალა ჩვენება, რამდენჯერაც სასამართლოში გამოცხადდა. imedinews-ის ინფორმაციით გამოძიება მორჩაძეს სწორედ მ.კ-ზე ზემოქმედების გამო ედავება, რომ მას ჩვენება შეეცვალა.

თავის მხრივ, თენგიზ კალანდიას ოჯახი ყოფილ პროკურორს, მირზა სუბელიანს ენათესავება. სუბელიანი და კალანდია ქვისლები არიან - მათ ცოლად ჰყავთ დები.

ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევიდან ორ თვეში თბილისში, წითელ ბაღში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ამ შემთხვევაშიც 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ფიგურირებდნენ და მაშინაც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნ.ც-ს ნათესავი (ბიძა) მერაბ მორჩაძე გახლდათ, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი არასრულწლოვანი ნათესავი დაზარალებული იყო.

ამ ორ ინციდენტს შორის კავშირი ამ ეტაპზე არ დგინდება.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. რასაც დაზარალებული მხარის, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა გამოძიებაში და მას უშაულოდ მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 ივნისს მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაიბარეს, როემლიც მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

23 ივლისი 2021, 21:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო ნინო ლომჯარია ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?! სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობაა

ის რასაც „ტვ.პირველი“ აკეთებს პრემიერ-მინისტრის ოჯახის და მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, არის ტიპიური ფსიქოლოგიური ძალადობა, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია
ნიკა მელია

23 ივლისი 2021, 21:18

პოლიტიკა

ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

23 ივლისი 2021, 21:14

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

23 ივლისი 2021, 21:04

სამართალი

სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

23 ივლისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ნინო გიორგობიანი: „TV პირველი“ პრემიერის არასრულწლოვან შვილებს მისდევს და კითხვებს უსვამს... რაც არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს "ტვ პირველი" 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“, - წერს ნინო გიორგობიანი.

გურამ მაჭარაშვილი

23 ივლისი 2021, 20:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩემი თვალსაზრიასით თეა წულუკიანის მოქმედება ზომიერი და ადეკვატური იყო

ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 22 ივლისს სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

23 ივლისი 2021, 20:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგრესორი არის აგრესორი, აგრესიისგან გამრიდებელი არის აგრესიისგან გამრიდებელი, აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან

არ არის სასიამოვნო სანახავი და სამწუხაროა, რომ ამ დონემდე მიჰყავს „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი ქცევა პარლამენტში, საჭირო ხდება დეპუტატებმა აღკვეთონ მათი მხრიდან მომდინარე აგრესია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

23 ივლისი 2021, 20:42

COVID19

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის ახალ ვარიანტზე იუწყება, რომელსაც ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კორონავირუსის ახალ ვარიანტზე იუწყება, რომელსაც ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ.

რომან გოცირიძე

23 ივლისი 2021, 20:42

პოლიტიკა

რომან გოცირიძე განცხადებით თეა წულუკიანი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომელიც საკუთრების უფლებას უნდა იცავდეს, იდგა და სხვისი ქონებით პოზიორობდა სცენაზე, - ასე გამოეხმაურა გუშინ სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

გია აბაშიძე

23 ივლისი 2021, 20:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მეტი ნაცაქტივისტი პარტიულ პოლიტიკაში! იქნება ეს „სირცხვილია“ და მისნაირი წარმონაქმნები თუ ნაცტელევიზიების მიკროფონიანი სუბიექტები

სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,ევროპული საქართველოს” მიერ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილის წარდგენას ეხმიანება.

დავით ქართველოშვილი

23 ივლისი 2021, 20:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „სირცხვილიას“ წევრებს: გიორგი ნონიაშვილი „ფეისბუქ ჯგუფის თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელია, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა

არშემდგარი „პრაიდის“ დღეებში მე გაგაცანით დახურული ჯგუფი თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების, სადაც ამ ქვეყნის დამხობის გეგმა იხარშებოდა. ამ ჯგუფის დამფუძნებელია გიორგი ნონიაშვილი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად წარადგინა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნონიაშვილის პარტიულ თანამდებობაზე წარდგენის საკითხს.

ენტონი ბლინკენი

23 ივლისი 2021, 20:08

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თალიბების ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეიძლება შეეცადონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თალიბების ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეიძლება შეეცადონ.

თორნიკე რიჟვაძე

23 ივლისი 2021, 20:04

რეგიონი

ბათუმში იწყება საბავშვო ბაღების, სკოლების, სოციალური სახლების, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობა

დღეს აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ბათუმის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 204 800 000 ლარი შეადგინა. დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბათუმში 81 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ნაერთი ბიუჯეტი 237 მლნ ლარს შეადგენს.

23 ივლისი 2021, 19:21

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ საუბრობენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებსა და პრეფექტებს ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

23 ივლისი 2021, 19:20

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით „იმუშავე საქართველოდან” პროგრამის მონაწილეები აიცრებიან

„იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოში ვაქცინაციას შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.

23 ივლისი 2021, 18:59

COVID19

საქართველოს რომელ რეგიონშია კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აქ ვირუსი 53 435 ადამიანს დაუდგინდა.

23 ივლისი 2021, 18:49

COVID19

ინფიცირებული ინდონეზიელი კაცი ქალის სამოსში გამოეწყო და თვითმფრინავში ცოლის კოვიდპასპორტით აიპარა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ინდონეზიელმა კაცმა გადაწყვიტა, აეროპორტის თანამშრომლები მოეტყუებინა და მუსლიმი ქალების თავსაბურავით - ნიქაბითა და შესაბამისი კაბით შემოსილმა, მათ თავი საკუთარ ცოლად წარუდგინა.

23 ივლისი 2021, 18:40

COVID19

„დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ჯანმო ევროპაში უფასო ტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდის რეკომენდაციით გამოდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ინდური შტამი („დელტა“ ვარიანტი) ევროპაში უკვე დომინანტურია და ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, უფასო ტესტირების გაზრდის რეკომენდაციით გამოდის.

23 ივლისი 2021, 18:34

საზოგადოება

130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს

130 წლიანი ისტორიის მქონე მინერალური წყალი „ბორჯომი“, ახალ კამპანიას იწყებს, რომელშიც აქცენტს იუვენილური, ანუ პირველქმნილი წყლის აღმოჩენის ისტორიაზე აკეთებს. ვიდეო რგოლი „ბორჯომის“ შესახებ ლეგენდას გვიამბობს, რომლის თანახმად, მონადირეებისგან დაჭრილი ირემი, სწორედ „ბორჯომის“ უნიკალური წყლით განიკურნა.